აღზევება და დაცემა – „პინგვინთა კუნძული“ – ანატოლ ფრანსი

ანატოლ ფრანსი - პინგვინთა კუნძულიადამიანის ბუნება სილამაზისკენ არის მიმართული. ვეტრფით იმას რაც მშვენიერია, მაგრამ რა არის ნამდვილი სილამაზე არ ვიცით.  რატომ? ირგვლივ რასაც ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი წარმოდგენის ნაწილია, ჩვენი სოციუმის,  იქ სადაც გავიზარდეთ და ვცხოვრობთ. მარტივ მაგალითს გეტყვით საქართველოში ქერა და ცისფერ თვალება უფრო მოსწონთ (რადგან ის უფრო იშვიათია და ეტალონად მიიჩნევა) მაშინ როდესაც ჩრდილო ევროპულ თუ სლავურ ერებში შავგვრემანი შავი თვალებით უფრო მეტად მიმზიდველია.

„პინგვინთა კუნძული“ გამომცემლობა “ოჩოპინტრეს” სერიის „ოჩოპინტრეს თან სატარებელი წიგნების“ ნაწილია. ამ გამომცემლობის შესახებ „თბილისი წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე” შევიტყვე. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გზაში და ა.შ.

ანატოლი ფრანსი fანატოლ ფრანსი / Anatole France  (1844 – 1924) – ფრანგი რომანტიკოსი და კრიტიკოსია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა-ანატოლ ტიბო. 1860-იანი წლების დასაწყისში ა. ფრანსი აქვეყნებს თავის ნაწარმოებებს სხვადასხვა გამომცემლობებსა და ჟურნალებში. მოგვიანებით რომანის ჟანრს მიუბრუნდა და 1881 წ, 38 წლის ასაკში, ”სილვესტრ ბონარის დანაშაულის” გამოქვეყნების შემდეგ, საყოველთაო აღიარება მოიპოვა.  1887 წ. ფრანსი ლიტერატურის ცნობილ კრიტიკოსად გვევლინება და თანამშრომლობს პრესტიჟულ გაზეთ ”თემპსში”. აქ მწერალი გვევლინება ლიტერატურის ახალი მიმდინარეობების  ნატურალიზმისა და სიმბოლიზმის წინააღმდეგ. ის მომავალშიც დარჩება კლასიკური იდეალის დამცველად (იხ. მეტი).

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„პინგვინთა კუნძული ანატოლ ფრანსის მეორე ნაწარმოებია, რომელსაც გამომცემლობა „ოჩოპინტრე“ სთავაზობს თავის მკითხველს. ზოგადად ფრანსი ის მწერალია, რომლის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მას სახელი და აღიარება არ აკლია. ბევრი მის ლიტერატურას მოძველებულად მიიჩნევს. თუმცაღა, ალბათ, ყველა შეფასება მაინც სუბიექტურია.

„პინგვინთა კუნძული“ ანატოლ ფრანის უმთავრესი ნაწარმოებია, რომელშიც ავტორი კაცობრიობის განვითარების საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ვფიქრობ, ფრანსისათვის დამახასიათებელი სარკაზმითა და იუმორით სავსე ნაწარმოების ახალი გამოცემა, ლიტერატურის მოყვარულთათვის დიდი საჩუქარი იქნება. გამომცემლისგან.“

პოლიტიკური მოძრაობები, მათი ზოგადი წარმოშობის ისტორია თუ გაინტერესებთ გარკვეულ წილად ეს წიგნი გასწავლით.  სხვადასხვა დროის სხვადასხვა რევოლუციები (ისევე როგორც ამ წიგნში) შესაძლოა ერთი უბრალო ამბით/მიზეზით დაიწყოს.

პოლიტიკა ხშირად სცილდება უშუალოდ პიროვნებას და იწყებს მის პირად ცხოვრებაში ხელების ფათურს და ეს არ უნდა მიუღებელი იყოს დღეს ეს გამართლებულიც კი არის. დიახ დიახ, თქვენ ვერაფერს გახდებით მორალური ლოგიკით, ხოლო სამართლით ხომ მითუმეტეს.

დღევანდელ გადმოსახედიდან კაცობრიობა განადგურებისკენ მიდის. ეს საუკუნე ამოწურავს ყველა რესურს, ხოლო შემდეგი საუკუნის შვილებს გაჭირვებასა და ბრძოლაში მოუწევთ ცხოვრება, ცხოვრება არსებობისთვის.

და ბოლოს შეჯამებისთვის დავძენ, რომ „პინგვინთა კუნძული“ არაა იოლი წასაკითხი (რა თქმა უნდა ჩემი გადმოსახედიდან). ის შეიცავს გვერდებს, რომლის გადაკითხვა შეიძლება რამდენჯერმე მოგიწიოს, რათა მიხვდე ამა თუ იმ თხრობის ზუსტ დანიშნულებას. თავისთავად ეს წიგნის ფასს არ აკნინებს და ზოგისთვის პირიქით მატებდეს.

13.10.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s