მოლოდინები – „დეიდა საფია და მონასტერი“ – ბაჰა ტაჰირი

ბაჰა ტაჰირი - დეიდა საფია და მონასრეტიმე და ალბათ უმეტესი თქვენგანი ქალაქში გავიზარდერთ, თუმცა ჩემ შემთხვევაში მაინც ბებიასა და ბაბუას ზაფხულობით 4 თვე აგარაკზე მივყავდით.  აი მაშინ იყო ჩემი ბავშვობა, არანაირი ვალდებულებები, სკოლა თუ უხეში შენობები. ეს იყო და არის ადგილი სადაც თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ, ადგილი სადაც მშვიდად და ბედნიერად ვარ. ადგილი სადაც შემიძლია მრავალი ისტორია თუ ამბავი გავიხსენო. თქვენც თუ გაქვთ მსგავსი ადგილი მაშინ ცხოვრებაში გარკვეული წილი ბედნიერება გიპოვიათ.

„დეიდა საფია და მონასტერი“ აღმოსავლური ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ გამომცემლობას მიაკითხეთ, ყოველთვის 30% ფასდაკლება აქვთ.

ბაჰა ტაჰირი - დეიდა საფია და მონასრეტი gეგვიპტელი პროზაიკოსი ბაჰა ტაჰირი / Bahaa Taher / بهاء طاهر‎ 1935 წელს დაიბადა კაიროში. ტაჰირმა კაიროს უნივერსიტეტი დაამთავრა ისტორიის სპეციალობით. 1975 წელს მას წერა აუკრძალეს. მწერალი იძულებული გახდა, ეგვიპტე დაეტოვებინა. თარჯიმნის სამუშაოს ძიებაში იგი ბევრს მოგზაურობდა აფრიკასა და ზიაში. 1980-1990-იან წლებში ცხოვრობდა შვეიცარიაში, სადაც თარჯიმნად მუშაობდა გაეროში. შემდგომ იგი ეგვიპტეში დაბრუნდა და დღემდე იქ ცხოვრობს (მთარგმნეილისაგან).

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„თანამედროვე არაბული პროზის დიდოსტატი ბაჰა ტაჰირი ათეულობით რომანისა და უამრავი ნოველის ავტორია. მწერალს კარგად იცნობენ არამხოლოდ აღმოსავლურ სამყაროში, არამედ დასავლეთშიც, სადაც მისი თითქმის ყველა წიგნი გამოსვლითანავე ითარგმნება. ამ წიგნებს შორის მის რომანს „დეიდა საფია და მონასტერი“ გამორჩეული ადგილი უჭირავს. წარმოშობით ზემო ეგვიპტელი მწერალი ამ წიგნში ძალზე მიმზიდველად აცოცხლებს მშობლიური სოფლის ყოფას და ტრადიციებს, მიმზიდველად გვიხატავს ადგილობრივთა კოლორიტულ ხასიათებს და ამ ხასიათებიდან გამომდინარე წიგნის გმირების შინაგან თუ სოციალურ კონფლიქტებს.“

ვკითხულობ და ვტკბები. ზოგადად წიგნებს რაც შეიძლება სწრაფად ვკითხულობ, ამ შემთხვევას კი დინჯი, წყნარი, სიტყვათა გამოკვეთით კითხვა უხდება. ჩემთვის ახალ კულტურას ხომ კარგად შეცნობა და აღქმა უნდა.

დიახ მიზანი გვამოძრავებს, თუმცა ეს მიზანი შესაძლოა შურისძიებაც კი იყოს ან თუნდაც ბოროტი განზრახვა და მაინც მიზნის გარეშე არაფერი ვართ, მიზნის გარეშე უბრალოდ ვიხოცებით. არარა ვართ გარდა სხეულისა.

მადლობა გამომცემლობას. „მთარგმნელისგან“ წიგნის ბოლოს გადაიტანა. ეს უმნიშვნელო წიგნისთვის თუმცა დიდად მესიამოვნა.

დასასრულს პატარა შეგონება ავტორისაგან:

– დღესასწაული იმათთვის კი არაა, ვინც ახალი ტანისამოსი ჩაიცვა, არამედ იმათთვის, ვინც ახალი გულით შეხვდა მას. ვინც ზიზღი გულიდან ამოიგლიჯა, მისი სიცოცხლის ყოველი დღე დღესასწაულად იქცა.

12.12.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

რუსთავი 2 – ვიდეო მიმოხილვა

https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fbooksinbatumi%2Fvideos%2F851408368373139%2F&show_text=0&width=560

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s