„შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ – ფენი ფლეგი

ფენი ფლეგი - უისელ სტოპშიწიგნი გაფიქრებს ცხოვრებაზე, იმაზე თუ როგორ გინდა იყო, როგორ გინდა გიყვარდეს, არსებობდე და ცხოვრობდე იმ მოკლე მონაკვეთში რაც გვაქვს. გაფიქრებს იმაზე, რომ ის რასაც დღეს აკეთებ ხვალე მოგონებად გადაიქცევა.

ფენი ფლეგის „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ – უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

ფენი ფლეგიფენი ფლეგი / Fannie Flagg 1944 წელს აშშ, ალაბამას შტატში დაიბადა. ის ერთობლივად არის მსახიობი, კომედიანტ და მწერალი. მან წერა მეხუთე კლასში დაიწყო და მას შემდგომ შეიძლება ითქვას, რომ არ გაჩერებულა. წიგნი, რომლის მიმოხილვასაც დღეს ვაპირებდთ 1987 წელს გამოიცა და მან ფენის დიდი პოპულარობა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 1991 წელს ამავე წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღეს.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

„ორმოცდარვა წლის ეველინ ქაუჩი სასოწარკვეთილია. სანამ ის ორ ნანატრ შვილს – ბიჭსა და გოგონას ზრდიდა სამყარო შეიცვალა. გასუქებული ეველინი კი ქმრისთვისაც ზედმეტი აღმოჩნდა. საკუთარი ადგილის ძიებაში ქალი ბევრ რამეს მოსინჯავს, მაგრამ გაგებასა და თანაგრძნობას სრულიად მოულოდნელ ადგილას – მოხუცებულთა თავშესაფარ „ვარდების ტერასაში“ აღმოაჩენს. ახალი მეგობრის, ოთხმოცდაექვსი წლის მისის კლიო ტრედგუდისა და მისი ნათესავების ცხოვრების ისტორია ეველინის თვალწინ აცოცხლებს ოცდაათიანი-ორმოციანი წლების ამერიკასა და პატარა ქალაქს, რომლის კაფეში „უისელ სტოპი“ სტუმრებს უგემრიელესი შემწვარი მწვანე პომიდვრებით უმასპინძლდებიან.

ამერიკული ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანეს, ერთი შეხედვით მსუბუქ ტექსტში მწერალი დიდი ოსტატობით აქსოვს ისეთ მწვავე თემებს, როგორიცაა რასიზმი, სეგრეგაცია, უმცირესობების ჩრდილში დგომა, რელიგიური წნეხი ქორწინების მიმართ, ქალთა უფლებები, გლობალიზაციის გავლენა, მოხუცებულების თუ მოძველებული პროფესიების მქონე ადამიანების ბედი, მკვლელობისა და ევთანაზიის გამამართლებელი გარემოებების მორალური შეფასება…

ჰარპერ ლის მიერ წიგნისთვის დაწერილ რეკომენდაციაში ვკითხულობთ: „თვითმრინავებმა და ტელევიზიამ სამხრეთის სცენიდან ტრედგუდების მსგავსი ადამიანები გააქრო. ჩვენდა საბედნიერო, ფენი ფლეგმა მათი მთელი საზოგადოება შემოგვინახა ამ მხიარულ, პიკანტურ ნარატივში, რომელიც მათ ენერგიულ სიცოცხლესა და ამქვეყნიდან სევდიან წასვლაზე გვიამბობს. იჯი ტრედგუდი ნამდვილი ნოვატორია – ჰეკლბერი ფინიც კი ეცდებოდა მასზე დაქორწინება!““

ეს იმ წიგნების კატეგორიას ეკუთვნის რომლის კითხვას არა მეასე გვერდიდან არამედ პირველიდანვე იწყებ ე.ი. პირველივე გვერდიდან ჩამთრევია.

თხრობა სასიამოვნოა და შინაურული. კითხულობ და გგონია ვიღაცა საკუთარ ამბავს გიყვება. აი ბებიას და ბაბუას მიერ მონაყოლ ისტორიებს მახსენებს , რომლებიც ტკბილად და თბილად არის ასახული ჩემს გონებაში.

წიგნი, ეს ისტორიაა პატარა ქალაქზე, რომელიც მოგანდომებს რომ მასში იცხოვრო. ხშირად დედაქალაქში ცხოვრებით მგონია თავი ამეხდება, სულ დატვირთული გრაფიკი, გაჭედილი მგზავრობა… მოსვენება სახლშიც არ გაქვს და სიწყნარეს აქაც ვერ პოულობ.

კითხვისას განიცდით სიყვარულს, თანაგრძნობას, ერთგულებას და ყველაფერ იმას რაც ჩვენ ადამიანებს ადამიანებად გვაქცევს.

გეტყვით, რომ წიგნის ბოლოს თითქმის ვიტირე. ეს ჩემთვის ტირილს უდრის თუ უარესი არ არის. და ბოლოს გეტყვით, ეს საოცარი ისტორიაა რომლის მონაწილეც უსიკვდილოდ უნდა გახდეთ.

2017.12.26
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s