ძიებაში – „სიგიჟის მთებთან“ – ჰ.ფ. ლავკრაფტი

ჰ ფ ლავკრაფტი - სიგიჟის მთებთანდედამიწა მილიონობით წლისაა. ასე რომ ვარაუდით ამ დროის განმავლობაში ის შესაძლოა რომელიმე სხვა გონიერი არსებების თვალთახედვის ქვეშ აღმოჩენილიყო.  ჩემთვის ის უფრო რთული წარმოსადგენია, რომ ეს ასე არ ყოფილიყო.

კრებული “სიგიჟის მთებთან” ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი - ქთულჰუს ძახილი sმოთხრობების ავტორია ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი / Howard Phillips Lovecraft დაიბადა 1890 წლის 20 აგვისტოს, პროვიდენსში (როდ-აილენდის შტატი, ამერიკა) და ამავე ქალაქში 1937 წლის 15 მარტს გარდაიცვალა. ჰოვარდი ერთადერთი ბავშვი იყო კომივოიაჟორ უილფრედ სკოტ ლავკრაფტისა და სარა სიუზან ფილიპს ლავკრაფტის ოჯახში. ჰოვარდმა ნოველების დაწერა ბავშვობიდანვე დაიწყო. „დაგონი“ მან 14 წლის ასაკში დაწერა. უფრო ადრინდელი მოთხრობები ცოტა თუ არის შემორჩენილი. „დაგონი“ პირველად 1923 წელს ჟურნალ, Weird Tales“ – მა გამოსცა.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ლეგენდარულ მისკატონიკის უნივერსიტეტში დაგეგმილი და დედამიწის უკიდურეს სამხრეთში გაგრძელებული ექსპედიცია ყინულისა და გარდასულ ეპოქათა სარკოფაგისკენ მიმავალ გზაზე გაივლის. შეუცნობლის აღმოჩენით შეპყრობილი მეცნიერები იდუმალი ანტარქტიდის სიღრმეში იჭრებიან, ოდესღაც ვარსკვლავებიდან ჩამოღვენთილთა რასის მითებს ეცნობიან და ყველაზე შემზარავი და ამოუხსნელი საიდუმლოს პირისპირ აღმოჩნდებიან.

რა იმალება ცაში აზიდული მწვერვალების, დამშრალი მდინარეებისა და ნანგრევებად ქცეული სამყაროს გულში, იქ, სადაც საუკუნეებით ადრე დაბრმავებული გიგანტური ალბინოსი პინგვინები დაბაჯბაჯებენ, მუსიკალური სტვენა გაისმის და ქარიშხლის მიერ გადარეცხილი ფერდობებია გაშლილი?

ჰ.ფ. ლავკრაფტის ეს კრებული მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს, „სიგიჟის მთებთან“ და რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს, რომლებიც შიშის, მისტიკის, იდუმალებისა და კოსმოსური საიდუმლოების მორევში ტრიალებენ.“

კრებულში შედის შემდეგი მოთხრობები:

  • სიგიჟის მთებთან;
  • დანვიჩის საშინელება;
  • აღუწერელი;
  • ქოფაკი;
  • ერიხ ზანის მუსიკა.

საოცრებაა, თხრობა პირველივე გვერდიდან გითრევს და არ გაძლევს საშუალებას თავი მიანებო. და თუ ფურცლებს დატოვებ ისევ წიგნზე ფიქრობ.

თითქოს არაფერი და წიგნი გიხსნის ფანტაზიის ყველა კარებს. საკუთარი გონებით წარმოიდგენ საოცარ რამეებს და ხვდები, რომ მსგავსი რამ შენზე დადებითად მოქმედებს. თითქოს შენც ხდები იმის ნაწილი რაზეც ავტორი საუბრობს.

აქ ის ისტორიებია, რომელთა მოყოლაც ღამით ცეცხლის ირგვლივ შემომსხდარ მეგობრებთანაც კი არ მოგინდებათ. დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ ნაკლებად თუ გვჯერა ცრურწმენების, თუმცა მაინც გვიზიდავს ამოუცნობი, გაურკვეველი და ფანტაზიით შესხმული ისტორიები. ეს ისტორიები კი ლავკრაფტის წიგნში შეგიძლიათ ამოიკითხოთ. ისტორიები რომელებიც შეგიძლიათ იწამოთ და დაიჯეროთ, შეიგრძნოთ და განიცადოთ.

03.01.2018
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s