„კაცი მაღალ კოშკში“ – ფილიპ კ. დიკი

ფილიპ კ. დიკი - კაცი მაღალ კოშკშიშეიძლება კი რაიმემ ჩვენი ბედი გვიწინასწარმეტყველოს? და საერთოდ მომავლის განჭვრეტა უბრალოდ ვარაუდი თუ რეალობაა? თუმცა ვფიქრობ ეს არარსებულია… რატომ? თუ ადამიანის ბედი განსაზღვრულია, თუ მოვლენები დალაგებულია მაშინ ჩვენ არ ვართ ინდივიდები, არამედ უბრალო არსებები, რომლებიც უბრალოდ ვარსებობთ.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

p019rlqkწიგნი „კაცი მაღალ კოშკში“ ამერიკელი მწერლის ფილი კ. დიკის (1928-1982) ნამუშევარია, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში 44 ნოველა და დაახლოებით 121 მოთხრობა დაწერა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგი ამერიკელი მწერლის ნაწარმოებზე იღებენ ფილმზე, ფილიპ კ. დიკის ნაშრომებზეც მრავალი ფილმია გადაღებული.

იმ წიგნებიდან, რომელმაც ფილიპ კ. დიკი პოპულარული გახადა, უმეტესი მათგანი ქართულად ნათარგმნია. ეს უკვე მისი მეექვსე წიგნია, რომელიც წავიკითხე. ყოველთვის ვცდილობ, თუ ავტორის საუკეთესო ნაწარმოებების მთლიანად წაკითხვას გადავწყვეტ ეს მათი გამოცემის წლების მიხედვით გავაკეთო. შესაბამისად თქვენც გირჩევთ ამ თანამიმდევრულობით წაიკითხოთ (წიგნები, რომლებიც ქართულადაა ნათარგმნი):

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„თეთრი შავი გახდება, სიკეთე ბოროტებად იქცევა, სიხარულს მწუხარება შეცვლის. თუ ჩინური ფილოსოფიის უნიკალურ ძეგლს, „გარდაქმნათა წიგნს“ – დავუჯერებთ, ადამიანური ყოფიერების ყოველი მოვლენა ორი თანაბარი, მუდმივად მოძრავი და ერთმანეთში გარდამავალი კოსმოსური ძალის ინისა და იანის ურთიერთქმედების შედეგია. რა არის რეალობა, რასაც აღვიქვამთ? ნამდვილია თუ არა ის? იქნება უფრო „ნამდვილი“ – ის არის, რაც შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ?

მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები, მიმდინარეობა და დასასრული მკითხველმა სკოლის მერხიდან იცის. მაგრამ თუ გაინტერესებთ, როგორ იქნებოდა მსოფლიო, ყველაფერი სხვაგვარად რომ მომხდარიყო ფილიპ დიკის კალმით შექმნილ ალტერნატიულ სამყაროს გაეცანით, სადაც ჩვენთვის ისტორიიდან ცნობილი გამარჯვებული დამარცხებით დამცირებულია, ხოლო დამარცხებული – გამარჯვებით გამედიდურებული, საზარელი ტოტალიტარული წყობის შემქმნელი. და ასეთ საზოგადოებაში მცხოვრები მისგან თავის დაღწევის გზად ლიტერატურას ირჩევს – მწერლის წარმოსახვის იქმნება სამყარო, რომელიც იმაზე უკეთესი უნდა იყო, ვიდრე რეალობაა.  ეკატერინე სუმბათაშვილი.“

სანამ ამ წიგნის კითხვას დაიწყებთ აუცილებლად წაიკითხეთ ლაო-ძის „დაო დე ძინი“.  ეს დაგეხმარებათ ზოგადად გაიგოთ რა მოძღვრებაზე საუბრობენ ხოლმე გმირები და რაზე ფიქრობენ ისინი როდესაც დაოს ახსენებენ.

ავტორი ნაწარმოებში თვითონვე აფასებს საკუთარ წიგნს. აი რას გვეუბნება ის:

„ასეთი წიგნი გვეხმარება იმის გააზრებაში, თუ როგორ გაგვიღიმა ბედმა. ყველა სახის უსიამოვნების მიუხედავად…  შეიძლებოდა ყველაფერი უარესად ყოფილიყო. ასეთი წიგნის წაკითხვა დიდი მორალური გაკვეთილის მიღების ტოლფასია.“

ამ წიგნზე საუბარი, მას შემდეგ რაც აღწერას წაიკითხავთ რთულია, თუმცა ცალსახაა, რომ დასრულების შემდგომ მაინც გიჩნდება კითხვები.. რეალურად რა ხდება ამ წიგნში? კი აწმყო შეიცვალა, კი მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, თუმცა ადამიანები ხომ ადამიანებად ვრჩებით? შეიცვალა კი რეალურად რამე? მივიღეთ კი უკეთესი სამყარო?

პერსონაჟები თითქოს ერთმანეთთან დაკავშირებულები და ამავ დროულად ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მრავალი მათგანის საბოლოო ბედი გაურკვეველი რჩება, რაც გაძლევს საშუალებას წიგნის მომავალი დახატო ისეთი როგორც შენ გსურს.

09.01.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s