“ორი ქალაქის ამბავი” – ჩარლზ დიკენსი

ჩარლზ დიკენსი - ორი ქალაქის ამბავი.jpgმიყვარს როცა თბილი ოთახიდან გარეთ გავალ და ცივ ჰაერს ვისუნთქავ. ერთი შეხედვით არასასიამოვნოა თუმცა ამ დროს გრძნობ და სრულად აღიქვავ  შენს სხეულში ჰაერი როგორ ჩადის. ეს წიგნიც თითქოს ასეა, ის არამარტო ამბავს არამედ მის სრული აღქმის საშუალებას გვაძლევს გარემოებების, შედარებების და სახეების დახატვით.

ჩარლზ დიკენსი - ორი ქალაქის ამბავი6ჩარლს დიკენსი / Charles Dickens 1812 წლის 7 თებერვალს სამხრეთ ინგლისის ცნობილი პორტის, პორტსმუტის მახლობლად, პატარა ქალაქ ლენდპორტში დაიბადა. მამამისი, ჯონი, მდიდარი მოხელე იყო. ის ყოფილი ოდნავ დაუდევარი, მაგრამ მხიარული და კეთილი კაცი, რომელსაც უყვარდა კარგი ცხოვრება, სიმყუდროვე და კომფორტი, რასაც ასე უფრთხილდებოდა ძველი ინგლისის ნებისმიერი შეძლებული ოჯახი. შვილებს, განსაკუთრებით კი თავის რჩეულს, ჩარლის, ბატონის დიკენსი განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდა. მეტის წაკითხვა აქ შეგიძლიათ ბროშურის სახით.

ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“ უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

„ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“ მწერლის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. საფრანგეთის რევოლუციაზე დაწერილ წიგნებს შორის „ორი ქალაქის ამბავი“ გამორჩეულ, გენიალურ ნამუშევრადაა აღიარებული. რომანში მოქმედება რევოლუციამდე და რევოლუციის დროს ხება და მხატვრულად, უმდიდრესი ენით, საკითხის ღრმა ცოდნითაა აღწერილი უდიდესი ეპოქა, რომელმაც კაცობრიობის გეზი და ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ასევე რევოლუციის მიზეზები და შედეგები. წიგნში მოთხრობილია ერმანეთთან უცნაური ბედით დაკავშირებული რამდენიმე ადამიანის სიყვარულის, სიძულვილის, მეგობრობის, ერთგულების, შურისძიების, ბრძოლის და თავგანწირვის დაუვიწყარი ამბავი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენების ფონზე ვითარდება.

წიგნი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.“

როგორც ხისგან შეიძლება გამოთალო ხელოვნების ნიმუში ან თუნდაც მისგან სკამი გააკეთო და არა გილიოტინა, ასევე შესაძლებელია ადამიანი გახდეს სიკეთის განსახიერება ან გილიოტინას მსგავსი ბოროტება.

ცოტა ჩვენგანს თუ წარმოუდგენია რეალურად რა არის სიღარიბე და გაჭირვება. შემთხვევა როდესაც არ გაქვს საჭმლის ფული და შენს  ირგვლივ ყველა გაღატაკებულია. დიკენსი ამ ნაწარმოებით კარგად გადმოსცემს არა მარტო მდიდართა არამედ ღარიბთა ცხოვრებას, რომლის ხარჯზეც მდიდრები მაძღარნი დადიან.

რევოლუციის, აჯანყების თუ არეულობის საშინელება ისაა რომ სამართლიანი სამართალის პოვნა ძალზე ჭირს. ხოლო ვიღაცის სამართლის მიხედვით შესაძლოა სიცოცხლეც მოგისწრაფონ, თუნდაც მისთვის რევოლუციისთვის მთლიანობაში კეთილ მიზნებს ემსახურებოდეს.

ცუდია როცა პასუხს აგებ იმისთვის რასაც შენი წინაპრები ჩადიოდნენ. ცუდი არავის არ გვინდა და ის მუდამ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი წინაპარი თუ დიდი ადამიანი იყო ის ხომ მუდამ გვაკერია პირზე? რატომ? და თუ ცუდი არა? იქნებ ცუდიც სამაგალითო უნდა იყოს ჩვენთვის როგორ მოვიქცეთ.

ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა. ამ წიგნში კი მას რიგ შემთხვევაში გროშის ფასიც არა აქვს, რიგ შემთხვევაში სიცოხლე სიცოცხლის ნაცვლადაა და ის შეუფასებელი ხდება. ამის განცდა და შეგრძნება კი ორ უკიდურესობას აღგაქმევინებს , თან გახარებს და თანაც გამწუხრებს.

22.01.2018
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

ლევან ბერძენიშვილის მიმოხილვა:



კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s