“პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა” – ფილიპ კ. დიკი 

ფილიპ კ დიკი - პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმაამ კვირაში Westword-ის პირველი სეზონის ყურებას მოვრჩი და ერთ რამეში დავრწმუნდი. ადამიანები ყოველთვის მივისწრაფვით შევქმნათ ის სამყარო, რომელიც ჩვენ გვინდა. თუ ეს რეალობაში არ გამოგვდის მაშინ სხვა ხერხებს მივმართავთ – წიგნებს, ნახატებს და დღეს უკვე ვირტუალურ სამყაროს.  წიგნში კი ფაქტობრივად ეს მეთოდი ნარკოტიკის (თუ მისდაგვარი) საშუალებით მიიღწევა.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

p019rlqk„პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“ ამერიკელი მწერლის ფილი კ. დიკის (1928-1982) ნამუშევარია, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში 44 ნოველა და დაახლოებით 121 მოთხრობა დაწერა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგი ამერიკელი მწერლის ნაწარმოებზე იღებენ ფილმზე, ფილიპ კ. დიკის ნაშრომებზეც მრავალი ფილმია გადაღებული.

იმ წიგნებიდან, რომელმაც ფილიპ კ. დიკი პოპულარული გახადა, უმეტესი მათგანი ქართულად ნათარგმნია. ეს უკვე მისი მეშვიდე წიგნია, რომელიც წავიკითხე. ყოველთვის ვცდილობ, თუ ავტორის საუკეთესო ნაწარმოებების მთლიანად წაკითხვას გადავწყვეტ ეს მათი გამოცემის წლების მიხედვით გავაკეთო. შესაბამისად თქვენც გირჩევთ ამ თანამიმდევრულობით წაიკითხოთ (წიგნები, რომლებიც ქართულადაა ნათარგმნი):

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ფილიპ კ. დიკის რომანში, „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“, სამყარო აღარაა ისეთი, როგორსაც ვიცნობთ. ადამიანები ძალიან მარტოსულები და უბედურები არიან, ერთადერთ ნუგეშად კი „პატარა პატის კომპლექტებიღა“ დარჩენიათ – იდეალური თოჯინები სრულყოფილი ნივთებითა და ცხოვრებით; საოცნებო სამყაროს მინიმოდელი, რომელიც კაცობრიობას ახალ რეალობასთან შეგუების საშუალებას არ აძლევს. სინამდვილისგან თავის დასაღწევად ნარკოტიკების გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია. და ამ დროს ჩნდება პალმერ ელდრიჩი – უცხო ძალა, რომელიც ადამიანებს ახალ გამოსავალს სთავაზობს. ვინ არის პალმერ ელდრიჩი? სიკეთე თუ ბოროტება, ღმერთი თუ ეშმაკი? იქნებ, სულაც, რაღაც სხვა ძალა, რომელიც იმდენად მარტოსული და მოწყენილია, რომ ადამიანთა კიდევ უფრო გაუბედურებით ირთობს თავს? რას მოუტანს კაცობრიობას სამყარო, რომლის შენებასაც იგი ცდილობს?

„პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“ სავსე ლიტერატურული და რელიგიური ალუზიებით, დიკისთვის დამახასიათებელი თამაშებითა და თავსატეხებით, უამრავ შესაძლო რეალობით, სიკეთესა და ბოროტებას შორის მყიფე საზღვრების აგებითა და ნგრევით… ამ რომანში არაფერია ცალსახა და ნათელი. ფილი კ. დიკი ამჯერადაც გვეპატიჟება საშიშ, პროვოკაციულ თავგადასავალში, რომლიდანაც ვერავინ დაბრუნდება იმად, რაც თავიდან იყო.“

ნარკოტიკები და მისგან მოგვრილი თავბრისხვევა – როგორც სხვაგან დიკი აქაც  ხშირად ახსენებს მას და გარკვეული ნაწილი ნარკოტიკებზე, მის მიერ შექმნილ ილუზიებსა და სამყაროზე ჰყვება.

ხშირად დამსიზმრებია რაღაც უცნაური, ისეთი რამ რაც არსად არ მინახავს…. როგორ ხდება ეს? ფაქტია რომ გონება არაგონიერ მდგომარეობაშიც კი ცდილობს შექმნას ახალი სამყარო, სადაც ყველაფერი ისაა რაც არ გვინახვას და რისი წადილიც გვაქვს.

წიგნის კითხვისას რამდენჯერმე ვიფიქრე რომ ის სრულიად გაუგებარია და ერთი სიტყვით აბდაუბდაა, სინამდვილეში კი ბოლოსკენ გავიაზრე რომ მან რაღაცნაირად გამაბრუა. თითქოს ბურუსით მოიცვა ირგვლივ ის ისტორია რომელსაც ვკითხულობ. გინდა დაახწიო ლაბირინთს თავი და ვერ ახერხებ.  … ირგვლივ ირევა და იმედოვნებ მალე ყველაფერი დალაგდება.

 

26.02.2018
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s