“ქალები” – ჩარლზ ბუკოვსკი

ჩარლზ ბუკოვსკი - ქალებიადამიანს ხელოვნება/ ან რაიმე სხვა ნიჭი ალამაზებს და მას უფრო მომხიბვლელს ხდის, თუნდაც ის ბებერი, უშნო, ლოთი მუდო იყოს. ჩემი თუ არ გჯერათ რავი ბუკოვსკის შეხედეთ…

წიგნი „ქალები“ გამოსცა გამომცემლობა “ოჩოპინტრემ”.

ჩარლზ ბუკოვსკი - ქალები 2ჩარლზ ბუკოვსკი / Charles Bukowski  (1920-1994) — წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი პოეტი, ლიტერატორი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი. ბუკოვსკის წერის მანერაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისი ქალაქის, ლოს-ანჯელესის, სოციალურმა, კულტურულმა და ეკონომიკურმა პირობებმა. მის ნაწარმოებებში აღწერილია ხელმოკლე ამერიკელების ყოველდღიური ცხოვრება, ალკოჰოლი, ურთიერთობა ქალებთან, ყოველდღიური სამსახურეობრივი რუტინა. ბუკოვსკის დაწერილი აქვს ათასობით ლექსი, ასობით მოთხრობა და ექვსი რომანი, რომლებიც ერთობლივად ექვს წიგნად არის გამოცემული.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ჩარლზ ბუკოვსკის (1920-1994) ნაწარმოებები მეტწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და მათი მთავარი გმირი – ჰენრი ჩინასკი – ავტორის ეგოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბუკოვსკი ეგრეთ წოდებული „ბინძური რეალიზმის“ ერთ-ერთი მამამთავარია. მისი თხრობის მანერა, ნატურალისტური სტილი და პირდაპირობა ხშირ შემთხვევაში შოკისმომგვრელია მკითხველისათვის.

ალბათ, რთულია ბუკოვსკისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება გქონდეს. მიწი ნაწარმოებები ან მოგწონს ან – არა. ან უფრო ზუსტად არასალიტერატურო ენით ვთქვათ: ან გევასება, ან – არა/

„ქალები“ მისი ერთ-ერთი საუკეთესო და გახმაურებული რომანია, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ვფიქრობთ, ლიტერატურის მოყვარულთათვის ეს დიდი საჩუქარი იქნება. მაშ, ასე: თქვენ წინაშეა „გარყვნილი“ ჩარლზი თავისი ქალებითა და თავგადასავლებით. გამომცემლისგან.“

პირველი სიტყვები რაც წიგნის კითხვისას გაიფიქრებთ იტყვით … ზედმეტად გულწრფელი ხომ არ არის ის რაზეც წერს? უფრო მეტს წაიკითხავთ და ისევ გაიფიქრებთ.. იქნებ ჩვენ ვართ ზედმეტად შეზღუდულები საკუთარი საუბრებით…

წიგნის მთავარი თავგადასავალი სექსი და სასმელია… თანაც სულ განსხვავებული… ადამიანის ლტოლვა აქ თითქოს მხოლოდ სექსია. აკეთებ რაღაცას რათა დაიკმაყოფილო ცხოველური ინსტიქტი. თავისთავად ყველა მამაკაცი განსხვავებულია თუმცა საერთოდ მამოძრავებელი ძალა მაინც გამრავლების ჟინია.

თხრობა ისეთივეა როგორც გმირის თავგადასავალი. გმირის ტიპაჟივით გითრევს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არც სასმელს ეტანები და არც ქალებთან წევხარ. თუმცა შესაძლოა წიგნთან ერთადაც იწვეთ და მისით ტკბებოდე.

რაღაცნაირად თითქოს ამერიკულ სულს გრძნობ, მის სიგიჟეს, ცხოვრების სწრაფ ტემპსა და აბდაუბდა თუმცა ამავდროულად დალაგებულ მდგომარეობას. ამერიკაში არ ვარ ნამყოფი, თუმცა ყველამ ვიცით ფილმებიდან რას წარმოადგენს. ეს წიგნიც თითქოს ასეა, გიყვება თუ რეალურად რა არის.

ავტორისგან:

  • სმაში ცუდი სწორედ ისაა, რომ როცა რამე ცუდი ხდება, დავიწყებას ცდილობ და თვრები; თუ რამე კარგი გემართება, გიხარია და აღნიშნავ; მაგრამ თუ არაფერი ხდება, იმის იმედით სვამ, რომ რაღაც მოახდინო.

09.03.2018
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s