„ღვარძლი, რომელსაც თესავ“ – ენჯი თომასი

ენჯი თომასი - ღვარძლი, რომელსაც თესავრთულია გესმოდეს ის, რაც შენს ირგვლივ არ ხდება, ის პრობლემა რომელიც მხოლოდ გადმოცემით იცი რთული აღსაქმელი, თუმცა როცა ის შენ უშუალოდ შეგეხება ამბოხებას იწყებ, შინაგანად მაინც.

წიგნი გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

Angie Thomas Headshot 2 Hig.JPG

ენჯი თომასი / Angie Thomas (დაიბადა 1988 წელს) აფრო-ამერიკელი მწერალია, რომლის დებიუტმა „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ (გამოიცა 2017 წელს) New York Time-ის ახალგაზრდული სიის ბესთსელერი გახდა.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ენჯი თომასი თანამედროვე აფრო-ამერიკელი მწერალი და ყოფილი თინეიჯერი რეპერია. აქტივისტური მოძრაობის „Black Lives Matter” მოღვაწეობით შთაგონებული მისი სადებიუტო წიგნი, „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ ისეთი ხმაურით შეიჭრა ლიტერატურულ სამყაროში, როგორსაც ახალგაზრდული სულისკვეთებისა და უთანასწორობასთან ბრძოლის ჟინის მატარებელი წიგნი იმსახურებს.

„ღვარძლი, რომელსაც თესავ“ გეტოს სახარებაა – თუფაქის მუსიკა, თანამედროვე აფრო-ამერიკელთა ცხოვრება, იარაღი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, მკვლელობა… ეს ყველაფერი გეტოს მცხოვრებთა, მათ შორის – მოზარდი სტარის – ყოველდღიურობაა. თუმცა ამ ადამიანების რუტინა გრძელდება იქამდე, ვიდრე პოლიციელები უდანაშაულო ხალილს არ შეიწირავენ. და აქედან იწყება ბრძოლა სამართლიანობასა და უკეთესი ცხოვრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეპერების სიმღერებში აღწერილი კოშმარი წიგნის გმირებისთვის ჩვეულებრივი ყოფაა, „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ სიძულვილისა და სისასტიკის წიგნი არაა. ეს მეგობრობის, უდიდესი თანადგომის, სიყვარულის, სიკეთისა და იმედის წიგნია.“

ოდესმე თუ გიგრძნიათ თავი დაუცველად? ეს ის შეგრძნებაა როდესაც ხვდები რომ შენი სიცოცხლე ვიღაცისთვის თუ რაღაცისთვის ჩალის ფასია, როდესაც ფიქრობ რომ შენმა ნებისმიერმა მოძრაობამ შესაძლოა საშინელი შედეგი გამოიღოს.

დაიჯერებ თუ არა იმას რასაც ტელევიზიით გადმოსცემენ თითქოს  შენი ნებაა, თუმცა ასე არაა, ჟურნალისტებს მარტივად შეუძლიათ ისეთი მანიპულაცია გააკეთონ, რომ აზრის დაფიქსირების გარეშე ის დაგაჯერონ რაც მათ სურთ და უნდათ.

ხშირად მთავარი თანადგომაა… თუნდაც სიტყვების გარეშე, მდუმარედ. იცი რომ მარტო არ ხარ და მეტი ძალა გაქვს, უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია ვიდრე სხვა შემთხვე

მართალი გითხრათ არ მახსენდება თანამედროვე წიგნი (ჩემი მწირი ბიბლიოთეკიდან), სადაც შავკანიანთა ცხოვრება მათი მხრიდან იქნება დანახული. უბრალო, მარტივი, მაგრამ სერიოზული პრობლემებით. ეს წიგნი გადმოსცემს  მათი ყოფა და ცხოვრების დინებას.

12.03.2018
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s