დავიწყება – „ჯერ კიდევ ელისი“ – ლიზა ჯენოვა

ლიზა ჯენოვა - ჯერ კიდევ ელისივერ ვიტან ექიმთან ვიზიტს. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად შორს გადავდო. თუმცა ხშირად პირიქითაა და როგორც ყველა თქვენგანი ჯანმრთელობას სიზარმაცისა და უაზრო შიშების წინ ვაყენებ და საბოლოოდ ოჯახის ექიმის წინ აღმოვჩნდები.

წიგნი გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

ლიზა ჯენოვა - ჯერ კიდევ ელისი rლიზა ჯენოვა / Lisa Genova  (დაიბადა 1970 წელს) ამერიკელი ნეირომეცნიერი და ავტორია. „ჯერ კიდევ ელისი“ მან 2009 წელს გამოსცა, რომლის 2.6 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და 37 ენაზე ითარგმნა. 2014 წელს წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღეს.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„როცა „ჯერ კიდევ ელისი“ დავასრულე, მომინდა, წამოვმდგარიყავი და უცხო ადამიანებით სავსე მატარებელში მეყვირა „ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოთ!“ ხელს ვერ ვუშვებდი… „ჯერ კიდევ ელისი“ გარედან დამკვირვებლის თვალით დანახული ისტორია კი არაა, შიგნიდან მოთხრობილი ამბავია. წიგნის მთავარი გმირი დემენცია არ არის, წიგნის მთავარი გმირი ელისია, ქალი, რომელიც უყვართ ოჯახის წევრებს. პატივსაცემ პროფესიონალად მიაჩნიათ კოლეგებს და რომელიც, საბოლოოდ, ჯერ კიდევ ელისია და არა მისი დაავადება“. ბევერლი ბექჰემი. „ბოსტონ გლოუბი“

„ჰარვარდის ფსიქოლოგიის პროფესორის, ალცჰაიმერით დაავადებული ელის ჰოულენდის ამბავი, რომელიც, ერთდროულად, შოკისმომგვრელიცაა და მომაჯადოებელიც, მაშინვე გითრევს როგორც კი წიგნს ხელში იღება და გრძნობ, როგორ ნადგურდება შენში პირველი ნეირონი. დახვეწილი სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენებითა და თხრობის ოსტატური მანერით, ლიზა ჯენოვა ახერხებს, დაგვანახოს სინათლე, რომლის წყალობითაც ელისი თავისი სიურრეალისტურ საოცრებათა ქვეყანაში მიიკვლევს გზას. თქვენი ვალია, „ჯერ კიდევ ელისი“ წაიკითხოთ და წააკითხოთ ყველას, ვინც გიყვართ. ის გასწავლით, შეგაშინებთ და შეგცვლით“. ჯულია ფოქს გარისონი. წიგნის „ასე ნუ მიმატოვებ“ ავტორი.

„ალცჰაიმერის დაავადება ჯერ კიდევ შესწავლის საგანს წარმოადგენს მეცნიერებისთვის. მკითხველებს წინ კვლევის სირთულეების ელისთან ერთად გავლა ელით. წიგნში მოხერხებულად და რეალისტურად აღწერილი გზა, რომელიც გონების ამოუხსნელი პრობლემით იწყება და დიაგნოზამდე მიდის. შეკითხვებითა და ეჭვებითაა სავსე, რაც ცვლის ელისის ურთიერთობის ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან. ცვლის მთელ მის ცხოვრებას“. პიტერ რიდი. დირექტორი. ალცჰაიმერის ასოციაციის პროგრამების დირექტორი“.

რთულია გაუგო ადამიანს რომელიც დაავადებულია სასიკვდილოთ ან მისი გონება განწირულია, გაიგო მისი ფიქრები, მოლოდინები. ჩვენ ხომ ხშირად მომავლის იმედით ვცხოვრობთ? ამის გარეშე როგორ შეიძლება იყო?

თანადგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია და  არა აქვს მნიშვნელობა სად ხარ, ვინ ხარ, რას აკეთებ ან რა გჭირს. ყველა შემთხვევისთვის გვერდით გჭირდება ადამიანი, განსაკუთრებით ის ვინც პატარათი მაინც გგავს, ვინც შენს ფიქრებს გაიზიარებს.

წიგნის ბოლო საკმაოდ სევდიანია. გიჩნდება განცდა რომ შენ ან ვინმე შენიანს შეიძლება მსგავსი რამ დაემართოს… საბოლოოდ წიგნს მოწყენილი და თავჩარგული ამთავრებ, იმის იმედით, რომ მსგავსი რამის თავიდან ასაცილებლად, სადღაც ვიღაცა გამოიგონებს წამალს.

მეტი ცოდნისთვის, ავტორისგან:

  • ნეირონის სიჯანსაღე დამოკიდებულის მის უნარზე, დაამყაროს კონტაქტი სხვა ნეირონებთან. კვლევებმა აჩვენა, რომ ნეირონის პროდუქტებზე და მის სამიზნეზე ელექტრული და ქიმიური სტიმულაციის მოხდენა (რაც კონტაქტის შედეგადაა შესაძლებელი), ხელს უწყობს უჯრედული პროცესების სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას. ნეირონი, რომელიც ეფექტურად ვერ უკავშირდება სხვა ნეირონებს, განიცდის ატროფიას. უფუნქციო, მიტოვებული ნეირონი კვდება.

15.03.2018
რატი ბახტაძე

დამატებით ვიდეო:

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s