რთულია მიხვდე ის თუ რა გინდა ცხოვრებაში აკეთო. და საერთოდ ეს უაზრობაა… რატომ უნდა ვაკეთო ყოველთვის ერთი და იგივე? რატომ არ უნდა შემეძლოს შევეჭიდო ორს ან სამს ან თუნდაც უსასრულოდ ნებისმიერ პროფესიას? რა მიშლის ხელს? ადამიანები ვიცვლებით ამიტომ ჩვენი პროფესიაც უნდა იცვლებოდეს შეცვლილი ბუნების შესაბამისად…
„უბრალოდ ერთად“ გამოსცა გამომცემლობამ წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.
ანა გავალდა / Anna Gavalda (დაიბადა 1970 წელს) ფრანგი მასწავლებელი და ნოველისტია. 1999 წელს მისი პირველი მოთხრობები კრებული გამოქვეყნდა, რამაც მას კრიტიკოსთა ქება და ფინანსური წარმატება მოუტანა. მისი პირველი ნოველა „მე ის მიყვარდა“ 2002 წელს ფრანგულ ენაზე, ხოლო წლის ბოლოს ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა. ნოველამ მისი ყველაზე დიდი ლიტერატურული აღიარება და ბესტსელერი გახდა.
უკანა ყდაზე ვკითხულობთ:
„საყვარელი ადამიანების დაკარგვით ტრავმირებული მხატვარი გოგონა, მძიმე ბავშვობი დაღდასმული მზარეული ბიჭი და არისტოკრატული ჩამომავლობის, კომპულსიურ-ობსესიური აშლილობის მქონე მამაკაცი, უცნაურ გარემოებათა ჯაჭვის წყალობით, ერთ ჭერქვეშ იწყებენ ცხოვრებას. სამივე მათგანს რთული ცხოვრება აქვს – თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი დედა, უმწეო მოხუცი ბებია, მაღალი წრის სულელური წარმოდგენებით შეპყრობილი ოჯახი… ისინი ნელ-ნელა, ერთმანეთის დახმარებით სწავლობენ პრობლემებთან გამკლავებას, ცხოვრებით ტკბობას და ერთად მიისწრაფვიან ბედნიერებისკენ…
ანა გავალდას „უბრალოდ ერთად“ დიდი მეგობრობის, მხარდაჭერის, სიყვარულისა და იმედგაცრუებების ძალიან სევდიანი, სასაცილო და ამაღელვებელი ისტორიაა, რომელსაც მწერალი მისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქითა და სისადავით გვიყვება და გვაყვარებს წიგნის დაბნეულ, უსუსურ, უცნაურ, მაგრამ სიკეთით სავსე გმირებს, რომლებიც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ბედნიერების მოპოვებას უბრალოდ ერთად ყოფნით.“
წიგნი თანამედროვე საფრანგეთის ცხოვრებას მოგიყვებათ. ცხოვრებას სადაც ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, სადაც სახელმწიფო უპირველესია სოციალური დახმარების სფეროში.
ალბათ სიყვარული ორნაირად იბადება. ერთი – ერთი ნახვით შეყვარებით, მეორე კი ადამიანის გაცნობით, მისი შეცნობითა და ურთიერთობით. აქ მიჩვევა არაფერ შუაშია, აქ ერთმანეთის ზუსტად გაგება და გრძნობების დაბადებაა მთავარი…
თითოეულს გვაქვს ჩვენი წარსული საკუთარი ისტორიით. ეს ისაა რაც გვხდის იმას რაც დღეს ვართ, ეს ისაა რის გამოც ვიქცევით ისე როგორც ვიქცევით, გვაქვს ის ხასიათი რომელიც გვაქვს და ვიცით ის რაც ვიცით.
ამ წიგნის წინ „ჯერ კიდევ ელისი“ წავიკითხე – იგივე პრობლემას აქაც აწყდებით. წინა წიგნმა მომცა საშუალება მეტად აღმექვა მდგომარეობა, რომელშიც ერთ-ერთ მეორეულ გმირია.
იცოდით:
- ინკუნაბულა – 1500 წლამდე დაბეჭდილი წიგნი
რატი ბახტაძე
27.03.2018
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული
ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ