გერმანია 9 დღით

IMG_8712.JPGბევრი ვიფიქრე თუ როგორ უნდა დამეწერა გერმანიის მოგზაურობაზე. რამდენიმე მსგავსი პოსტის დაწერის შემდეგ მივხვდი, რომ ტექნიკურ საკითხებზე გამახვილებას აზრი არა აქვს. ის დღეს ნაკლებად საინტერესოა, როგორც ჩემთვის ისე მკითხველისთვის.

ამიტომ გადავწყვიტე გერმანია მოგიყვეთ, როგორც ამბად და გადმოვცე ის ენერგია, გრძნობები თუ ემოციები რაც თითოეულ საკითხისადმი გამიჩნდა (სიტყვებით თუ არა ფოტოებით მაინც). როგორც თითოეული თქვენგან, რომელიც ნამყოფი ხართ საზღვარგარეთ აუცილებლად პარალელს ავლებთ საქართველოსთან. საზღვარგარეთ პოულობთ ბევრ საუკეთესო რამეს რისი გაკეთება შემდგომში საქართველოშიც ისურვებდით, ან პირიქით გიფიქრიათ, რომ საქართველოდან შეუძლიათ გარკვეული მაგალითების აღება. პრიმიტიულ მაგალითად მოვიყვან სომხური ლავაშით დამზადებული შაურმა.

ბლოგში ცალ-ცალკე სურათებს აღარ შემოგთავაზებთ, არამედ დავალაგებ თემატურად და დაინტერესების შემთხვევაში ალბომით იხილავთ სურათებს. ყველა სურათი დამუშავების გარეშე იქნება.

მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. 2017 წელს ევროპაში არ მიმოგზაურია, რამდენიმე დღის მხოლოდ სომხეთში ვიყავი გასული. 2013-2016 წლებში მოგზაურობის ბუმი მქონდა. უმეტესად ჩემი ვიზიტები სამუშაო ხასიათს ატარებდა. დამატებით ერთ ან ორ დღეს ვიღებდი, რათა ტურისტული ამბებიც დამემატებინა. სულ ეს იყო, დიდად ვერც ვისვენებდი და ვერც ქვეყნის ხასიათს ვაკვირდებოდი. ამ წლის იანვარში შემოთავაზება მივიღე მეგობართან ერთად წავსულიყავი ბერლინში მხოლოდ შაბათ კვირას ვიზეარის ფასდაკლების საშუალებით. ბათუმში ვიზიტივით გამოდიოდა. თუმცა, გადაწყვეტილი მქონდა თუ სადმე აწი წავიდოდი ერთ კვირაზე მეტი მაინც ყოფილიყო. ჰოდა ახდა ეს სურვილი, ან სწორი იქნება თუ ვიტყვი ამიხდინეს ეს სურვილი. ბერლინში ჩასვლის შემდგომ 9 დღეში დორტმუნდიდან დავბრუნდი. თავისთავად ქუთაისიდან-თბილისიც შედის ამ მგზავრობაში.

ხო და დადგა ჟამი ქუთაისში ვიზიტისა. თბილისიდან Georgian Bus-ის წავედით, გასვლა 23:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან იყო. ადგილები კი დასწრებაზე. ამის არ ცოდნის გამო ავტობუსის უკანა სავარძელზე აღმოვჩნდი, რომელის დასაჯდომი ბალიში წინ მისრიალებდა. ერთი სიტყვით ვერ მოვისვენე ქუთაისამდე. წამოსვლისას იგივე ვარიანტი გამოვიყენე. ამჯერად ყველას დავასწარი (თანაც არც იყო სავსე ავტობუსი) და შეძლებისდაგვარად კარგ ადგილას აღმოვჩნდით. მომავლში აეროპორტის მეტი დატვირთვის შემთხვევაში თავისუფლად შეუძლიათ სხვა კომპანიებს წესიერი და კომფორტული მომსახურებით ჩაანაცვლოს ეს კომპანია.

ვიზეარის თვითმფრინავები კომფორტული აღმოჩნდა. არც ისეთი ცუდი, როგორიც გამეგო. ბერლინიდან კიოლნ-ბონის აეროპორტში რაინიარით თვითმფრინავის მგზავრობისას უნდა გენახათ არაკომფორტულობა.

ჩავედით ბერლინში. გზა ერთმა გაგვიკვალა. Amt Schönefeld აეროპორტიდან მატარებლით ერთ-ერთ სადგურზე მივედით, შემდგომ ავტობუსში გადავჯექით და All In Hostel-შიც დავსახლდით. ჰოსტელი საკმაოდ იაფიანი იყო. საუზმე 5 ევრო ღირს. მე არ მიჭამია. სისუფთავე აშკარად იგრძნობოდა. მართალია საპირფარეშო და სააბაზანო საერთო იყო, თუმცა ამას ჩემთვის არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია.


20180405_111948.jpgსაცხოვრებლად კიოლნ-ბონის მხარეს Niederkasseli-ი ავირჩიეთ. Airbnb-ის საშუალებით ოთახი ვიქირავეთ კორინასთან. პატარა სახლი, ისეთი რომ თავის ხასიათს და ბუნებას გიზიარებს. გზაში თავისთავად ფული გვეხარჯებოდა, თუმცა ეს გარკვეულ წილად ანეიტრალებდა ქალაქებში ცხოვრების ფასს. თუმცა აქ სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანი იყო. ფაქტობრივად გერმანული პატარა ქალაქის რიტმსაც ავყევით და სულ ცოტახანი მაინც თავი იქაურებად ვიგრძენით. ჩემთვის ეს პირველი მსგავსი გამოცდილება იყო და აწი შესაძლოა ასეც გავაგრძელო. აბსოლუტურად ყველას იგივეს ვურჩევდი.

გაითვალისწინეთ რომ უბილეთოდ და ბილეთის გატარების გარეშე მგზავრობისას შესაძლოა 60 ევროთი დაგაჯარიმონ. ბილეთები შეგიძლიათ აპარატიდან იყიდოთ, რომლებიც ძირითადად სადგურებშია განლაგებული (იღებს როგორც დებიტ ისე საკრედიტო ბარათებს და ნაღდ ფულს, ასევე შესაძლოა შეხვდეთ ტრამებში (ოღონდ იღებს მხოლოდ ხურდებს). ავტობუსის მძღოლებთანაც შეგიძლიათ ბილეთის შეძენა, ამ შემთხვევაში გატარება არაა საჭირო. ბერლინი და სხვა ქალაქები ზონების მიხედვითაა დაყოფილი. შესაბამისად ბილეთის ფასი ზონების მიხედვითაა.

კვებას რაც შეეხება გააჩნია თქვენ რამდენის დახარჯვა გსურთ. ბერლინში შესაძლებელია ყველა სახის თუ ქვეყნის კერძის დაგემოვნებაა. თავისთავად იაფადაც შეგიძლიათ გამოხვიდეთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ლიდლის ან REWE-ს სუპერმარკეტს ეწვევით. იხიდით მზად ან გასამზადებელ საკვებს იაფად. ადგილზეც შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი ტკბილეულობები. მე პირადად გერმანიაში დავაგემოვნე, კორეულის სამზარეულო (თურმე მენიუში სიცხარეებიც ქონიათ დატანილი და ყველაზე ცხარე მათი კერძი ავიღე), გემრიელი იტალიური პიცა, აზიური საკვები და ბევრი ბევრი კრუასანი. კრუასანები არა მარტო ტკბილით არამედ ყველით, ვიჩინით და სხვადასხვა საკვებებით იყო გატენილი. ყავას რაც შეეხება ყველგან წააწყდებით, თუმცა როგორც საქართველოში ზოგი კარგია ზოგი ცუდი. ერთი და იგივე დასახელების დაწესებულებაშიც შესაძლოა ერთგან ცუდი მეორეგან კი კარგი აღმოჩნდეს. ფაქტობრივად ყველაფერი გამართლებაზეა დამოკიდებული.

ამ ჯერად მუზეუმებში არ შევსულვარ. ვერ ვიტყვი, რომ არქიტექტურით ან განსაკუთრებული ნაგებობებით მოვიხიბლე. თუმცა არის ადგილი Postamer Platz, რომელმაც კანადური ამბები გამახსენა და თქვენც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

ხო კიდე, აუცილებელია ბერლინის კედლის მხატვრობის გაზიარება და ზოგადად ამ ქვეყანაში გამოირჩევა ქუჩის მხატვრობა, რომელსაც მოულოდნელად შესაძლოა, რომელიმე უცნობ ჩიხში გადააწყდეთ.

ახლა კი მხოლოდ ქალაქების სურათები:

ბერლინი

 

ბონი

კიოლნი

დუსელდორფი

იმედია ისიამოვნეთ ფოტო-ბლოგით. სურათები უფრო მეტი გადავიღე, თუმცა მგონია უფრო მეტი მოსაწყენი იქნებოდა. თუ მსგავსი ბლოგი უფრო მოგწონთ გთხოთ გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და შენიშვნები.

26.04.2018
რატი ბახტაძე

 

2 thoughts on “გერმანია 9 დღით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s