“ზეციური ცეცხლის ქალაქი” – კასანდრა კლერი

კასანდრა კლერი - ზეციური ცეცხლის ქალაქი.jpgრამდენად შეგვიძლია ვაპატიოთ ადამიანებს? თუ პატიება მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის შეგვიძლია? და ესეც მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი სისხლის არიან? იქნებ მართლაც არსებობს ჩვენში რაღაც სხვა, ქვეცნობიერი რომელიც გვეუბნება – მოდით კიდევ ერთხელ მივცეთ შანსი, იქნებ მის სიტუაციაში მეც ასე ვიზავდი.

 „სასიკვდილო იარაღების“ მეექვსე წიგნი „ზეციური ცეცხლის ქალაქი“  ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

კასანდრა კლერი - სასიკვდილო იარაღები პროფილიწიგნის ავტორია კასანდრა კლერი / Cassandra Clare (დაიბადა 1973 წელს) ამერიკელი მწერალია, რომლის ნამდვილი სახელია ჯუდით რამელტი / Judith Rumelt. მისი პირველი ნამუშევარი „ძვლების ქალაქი“ 2007 წელს გამოიცა, რომელზეც მუშაობა 2004 წელს დაიწყო. წიგნი გამოცემისთანავე  New York Times ბესტსელერების სიაში მოხვდა.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

“„ზეციური ცეცხლის ქალაქი“ კასანდრა კლერის „სასიკვდილო იარაღების“ სერიის დამაგვირგვინებელი წიგნია. სებასტიან მორგენშტერნი ლანდმონადირეებზე შურისძიებას აღარ სჯერდება – მას მთელი სამყაროს განადგურება სურს. მდგომარეობა გამოუვალი ჩანს – ერთადერთი იარაღი, რომლის გამოყენებაც მტრის წინააღმდეგ შეიძლება, ჯეისის სხეულშია ჩაკეტილი და მისი გამოხმობა არც რკინის დებმა, არც მდუმარე ძმებმა არ იციან. სერიის ფინალური წიგნი ამავე დროს ყველაზე ჩახლართული, დაძაბული და მოვლენებით დატვირთულიცაა, სადაც კლერის, ჯეისსა და მათ მეგობრებთან ერთად თქვენს ხელშიც იქნება სამყაროს გადარჩენა თუ დაღუპვა.”

წინა ნაწილების მიმოხილვა იხილეთ აქ და აქ.

ერთი საერთო რაც მთავარ გმირებს აკავშირებთ არა სიყვარული, არა მეგობრობა ან თანადგომაა, არამედ სიჯიუტე . ეს სიჯიუტეა რომელსაც მათთვის თითქმის არასდროს არ მოაქვთ კარგი და მაინც აგრძელებენ. აშკარაა რომ ავტორს ამით უნდა გადმოსცეს გმირების ახალგაზრხულობა და სიყმაწვილე. ეს რამდენად კარგია თუ ცუდია მკითხველის გადასაწყვეტია.

ისევე როგორც წინა ნაწილებში აქაც სიტუაცია ყოველთვის დაძაბულია. ხშირად თუ რა განვითარება ექნება მოვლენებს ხვდები, ზოგჯერ კი ქმედებები უცნაური აღმოჩნდება.

წარმოდიგნიეთ მომენტი თქვენი წარსულიდან როდესაც ყველაზე ბედნიერად გრძნობდით თავს ან მომენტი რომელშიც შეგიძლიათ ბედნიერად იგრძნოთ თავი. ადამიანები, გრძნობები, სიტყვები, ფიქრები და უამრავი რამ ერთად უნდა შევყაროთ, რათა ვიგრძნოთ ის რაც აქამდე არ გვიგრძვნია. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია.

თუ წინად დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდით ამჯერად თქვენი თავგადასავალი ამოუცნობ პარალელურ სამყაროში გაგრძელდება. იქ სადაც ბოროტება მიწასა და ცას ერთნაირადაა მოდებული.

27.04.2018
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s