“ბავშვობის დასასრული” – არტურ კლარკი

ართურ კლარკი - ბავშვობის დასასრულიწარსულსა და აწმყოს შორის ზღვარი მეოცე საუკუნეში მაშინ გაევლო, როდესაც ადამიანი კოსმოსში აღმოჩნდა. იმ დროიდან მოყოლებული უნდა გვჯეროდეს, რომ შეუძლებელი ადამიანისთვის არაფერია… მთავარია სურვილი არა მხოლოდ ინდივიდუალური არამედ კოლექტიური.

არტურ კლარკის „ბავშვობის დასასრული“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ სერია „დასაბამის“ სერიით გამოსცა. ეს წიგნი ამ სერიით მეორეა.

clarke_1596636cართურ კლარკი / Sir Arthur Charles Clarke (1917-2008) ბრიტანელი მწერალი, მეცნიერი, ფუტუროლოგი, ზღვის სიღრმეების მკვლევარი და გამომგონებელია. ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1968 წელს გამოსული ფილმით „2001: კოსმოსური ოდისეა“, რომლის თანასცენარისტიც იყო.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„დედამიწის თავზე ზებატონების კოსმოსური ხომალდები გამოჩდნენ! ეს გახლავთ გონებრივად, ტექნოლოგიურად და სამხედრო აღჭურვილობით კაცობრიობაზე ბევრად განვითარებული რასა. ზებატონებს რამდენიმე მარტივი მოთხოვნა აქვტ: სამყარო უნდა გაერთიანდეს, ბოლო მოეღოს სიღატაკესა და გაჭირვებას, დასრულდეს ომები. ხანმოკლე წინააღმდეგობის შემდეგ, კაცობრიობა ოქროს ხანაში გადადის.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს გრძელვადიან სიმშვიდეს და ტექნოლოგიურ განვითარებას, როდესაც ადამიანი დიდებისთვის აღარ იბრძვის? რა იმალება ზებატონების კეთილი ზრახვების მიღმა? კაცობრიობა დასასრულს უახლოვდება… თუ დასაწყისს? სერ ართურ ჩარლზ კლარკი მეოცე საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მწერალია. „ბავშვობს დასასრული“ 1953 წელს გამოვიდა და ავტორის პირველ ბესტსელერად იქცა. წიგნი 2004 წელს ნომინირებული იყო „რეტრო ჰიუგოს“ ჯილდოზე საუკეთესო რომანისთვის. ართურ კლარკის რომანების – მათ შორის, ამ წიგნის – მიხედვით გადაღებულია არაერთი ფილმი და სატელევიზიო სერიალი.“

საინტერესოა როგორ მოვიქცევით მაშინ როდესაც უცხოპლანეტელები ჩვენს თავზე გამოჩნდებიან? იქნებ ეს შესაძლოა იმაზე ფანტასტიკაა ვიდრე გვგონია. უფრო რეალურად მიმაჩნია სხვა პლანეტაზე სიცოცხლის აღმოჩენა (თუნდაც მარტივი ბაქტერია), და ისმის კითხვა ამ დროს როგორ მოვიქცევით? რას ვიგრძნობთ მაშინ? პირადად ჩემთვის კაცობრიობას თუ აღვიქვათ, როგორც ერთს ვიტყოდი, რომ მარტოობას განცდა გაქვრებოდა.

ცოდნა რომ დიდი ძალაა ეს არაა საიდუმლოა. არც ისაა საიდუმლო რომ განათლებას მოაქვს თავისუფლება და ეკონომიკური აღმავლობა. განათლებას სწორი გამოყენებით კი ნებისმიერი საწადელის მიღწევა შეგვიძლია.

კაცობრიობის მომავალი ორ დიდ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ – ან გადარჩენა და აღორძინება ან ერთმანეთის განადგურება. ეს ორი რამ რა ხერხებით მოხერხდება უცნობია და შესაბამისად მრავალი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. კლარკი სწორედ ერთ-ერთი ნაწილის ერთ-ერთ გზას მოგვითხრობს, ისეთს რომლის განჭვრეტად რთულია და ამავდროულად მეტად ფანტასტიკური.

დასასრული დგება, თუმცა ეს შეიძლება ბედნიერიც იყოს, ზოგისთვის კი სევდის მომგვრელი. ალბათ ეს ორი რამაა რაც შეიძლება ერთდროულად ამ წიგნის დამთარების შემდგომ შეიძლება განიცადო.

 01.05.2018
რატი ბახტაძე

სერია „დასაბამის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s