“სილმარილიონი” – ჯ.რ.რ. ტოლკინი

სილმარილიონი.jpgარსებობს დასაწყისი… საწყისი რომელმაც შეჰქმნა სამყარო. ზოგი სიტყვით ქმნის, ზოგი ქმედებით. ტოლკინი კი საკუთარ სამყაროს მუსიკით და სულის შთაბერვით ძერწავს. მუსიკასავით ლამაზი და მშვენიერია ეს სამყარო, თუმცა როგორც ყველგან აქაც შეიძლება ვინმემ თუ რამემ ის შეცვალოს, გააშავოს, გაყინოს და გააუცხოვოს.

“სილმარილიონი” „პორტალის“ სერიის წიგნია. „პორტალი“ გამომცემლობა პალიტრა L-ის სერიაა, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გთავაზობს. ეს არის მკითხველების მიერ შერჩეული წიგნები, ერთგვარი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ტელეპორტირდეთ სხვა სამყაროში. ესაა საჩუქარი – მკითხველს მკითხველისაგან.

ჯ.რ.რ. ტოლკინი - ჰურინის შვილებიწიგნის ავტორი ლეგენდარული ჯ.რ.რ. ტოლკინია / J.R.R. Tolkien (1892-1973) სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორია. თქვენთვის კარგად ნაცნობი „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებელის“ ავტორი. მის ბიოგრაფიაზე ბევრი დაწერილა, ამიტომ დამატებით თქვენთვის მომინდია მისი გაცნობა.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ: “ამ წიგნში თქვენ გაეცნობით ტოლკინის გამოგონილ, გასაოცარ სამყაროს. თქვენ წინაშეა მატიანე შუახმელეთისა და მთელი ქვეყნიერებისა; ბერენისა და ლუთიენის ამბავი, ტრაგიკული თავგადასავალი ტურინ ტურამბარისა; ელფთა, ჯუჯათა, კაცთა, ორკთა და სხვა კეთილ თუ ბოროტ არსებათა ბევრისთვის უკვე ნაცნობ თუ უცნობ გმირთა წარმოშობის ისტორია ნებისმიერი ასაკის მკითხველს მოხიბლავს.”

სილმარილიონი არ არის წიგნი, რომლითაც შეგიძლიათ უბრალოდ დატკბეთ. არც ის წიგნია, რომლითაც უნდა დაიწყოთ ბეჭდების ბრძანებლის კითხვა და მისი გარჩევა. ეს წიგნი  მათვისაა ვისაც მართლა აინტერესებს ტოლკინის სამყარო და უნდა ის, როგორც დაბურული გამოქვაბული აღმოაჩინოს და იპოვოს ის ფესვები, რომელსაც ეს სამყარო აერთიანებს.

მოგზაურობა ესაა გზა სიბრძნისა და ახალის შეცნობისა. მიღებული გამოიყენება მოგზაურზეა დამოკიდებული. შენ შეგიძლია როგორც სილამაზის შექმნა, ასევე ბნელეთის გავრეცელება.

ამ წიგნში გარდასული დღეების მრავალ  ბრძოლებსა და შეტაკებებს იხილავთ. იმ ბრძოლებს სადაც ელფნი ბნელეთის მეუფეებს ებრძვიან. იმ ბრძოლებს სადაც კაცნი და ელფნი ერთად დგანან სიცოცხლის გადასრჩენად.

წიგნის კითხვისას ხვდები რა ხანმოკლეა შენი ცხოვრება…  იცი რომ საშუალო 75 წელი არაა საკმარისი… იცი რომ ეს დროც მალე მიიწურება… შეგრძნება საშინელებაა გავლა კი რთული.

სიყვარულისთვის თავდადება ისაა რაც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია. სიყვარულის გამო თმენა, გაჭირვების გავლა და დაბრკოლებების გადალახვა იშვიათია, თუმცა რაც არის ის ისტორიებში მრავლადაა შემონახული.

სილმარილიონში ნახავთ იმ ისტორიება რომლებიც უკვე ცალკე გავქვს ფართოდ: “ჰურინის შვილები”, “ბერიენისა და ულისეს თავგადასავალი” და მალე გონდოლინის დაცემა.

22.05.2018
რატი ბახტაძე

p.s. წიგნს სანამ ამ სერიით გამოსცემდნენ მანამდე სხვა ყდაში ვიყიდე. სერიის ყდა ასე გამოიყურება:

28061434_331893213996487_267942535874781709_o.jpg

სერია „პორტალის“ სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული.


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s