“451° ფარენჰაიტით” – რეი ბრედბერი

20180519_124408.jpg

ცხოვრებაში მრავალი ადამიანი გვხვდება. ცოტა მათგანი თუ გვამახსოვრდება, და მათგან მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ჩვენზე ზეგავლენა მოახდინონ. არა საკუთარი აზრი მოგახვიონ, არამედ დაგაფიქრონ იმაზე რაზეც აქამდე არ გიფიქრიათ.

“451° ფარენჰაიტით” „პორტალის“ სერიის წიგნია. „პორტალი“ გამომცემლობა პალიტრა L-ის სერიაა, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გთავაზობს. ეს არის მკითხველების მიერ შერჩეული წიგნები, ერთგვარი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ტელეპორტირდეთ სხვა სამყაროში. ესაა საჩუქარი – მკითხველს მკითხველისაგან.

%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%93%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c

რეი ბრედბერი / Ray Bradbury (1920-2012) ფანტასტიკის, სამეცნიერო ფანტასტიკის, საშინელებებისა და მისტიური ფანტასტიკის ამერიკელი მწერალი იყო.  რეი ბრედბერმა

ცხოვრების განმავლობაში მრავალი საპატიო ჯილდო მიიღო.

რეი ბრედბერის სხვა წიგნების მიმოხილვა:

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

“ამერიკელი მწერალი, რომელიც მოღვაწეობდა ფანტასტიკის, საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივების ჟანრში. ყველაზე მეტად ცნობილია 1953 წელს გამოცემული ანტიუტოპიური ჟანრის რომანით „451 ფარენჰეიტით“ და 1950 წლის რომანით „მარსის ქრონიკები“. ბრედბერი აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტ მწერლად.წიგნში ჩვენ ვეცნობით ქალაქს, რომელიც ტექნიკური აღმასვლის პიკზე იმყოფება. მოსახლეობას, რომელიც გაბრუებულია რეკლამებით, ტელევიზიით, ამქვეყნიური სიამოვნებებით. ვეცნობით ასევე ქალაქის “მხსნელებს” – მეხანძრეებს. სახლები ცეცხლგაუმტარია, ადამიანები ერთმანეთს ძლივს ესაუბრებიან, შემოიფარგლებიან ერთი და იგივე სიტყვების ტრიალით, ფაქტობრივად “ხალხი არაფერზე საუბრობს”. ეს შედეგები იმით არის გამოწვეული, რომ წიგნების კითხვა არის აკრძალული. სახლს, სადაც ერთ წიგნს მაინც ნახავენ, მაშინვე ცეცხლს უკიდებენ. სწორედ ეს ევალებათ მეხანძრეებს.”

წიგნები ეს გარკვეულ წილად გაგრძელებაა.. რისი? ადმაიანები ერთმანეთისგან ვსწავლობთ, თავდაპირველად მუნჯურად გადავცემდით, შემდგომ ზეპირად… შემდგომ კი ცოდნა იმდენი დაგროვდა საჭირო გახდა მისი სხვა ხერხით გაზიარება. ამიტომაც ადამიანმა დაივიწყა ზეპირობა და გამოიგონა წიგნი.

გვგონია, თავისუფლება რომელიც დღეს გვაქვს,  გარანტირებულია, არადა ეს ხომ დროთა ჟამის ნაყოფია. საოცარია ევროპა, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა… ნაცისტური გერმანის ლიდერის ჰიტლერის “ჩემი ომი” არადარედაქტირბული გამოდის და ის ბესთსელერი ხდება. და ეს სწორიცააა… საზოგადოებამ უნდა იცოდეს რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება მეტი ხედვით.

და ბოლოს, წიგნის მთავარი აზრი რამდენიმე შეგვიძლია გამოვყოთ. ის რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად ადამიანი ყვრლაფერზეა წამსბლრლია.. ის რომ ცოდნაა ყველაზე დიდი ხელისუფალია, ის რომ წადილი გაუზიარო საკუთარი გრძნობები, ფიქრები, აზრები ადამიანს უკვე გენეტიკის კოდში ჩაწერილი აქვს.

ბრედბერი:

  • ჩვენს შეცდომებს ვხვდებით ხოლმე. ვიცით ყველა ჩვენი შეცდომა, რომელიც ამ ათასი წლის განმავლობაში ჩაგვიდენია და რადგან ამდენს ვხვდებით, ოდესმე იმასაც მივაღწევთ, რომ ეს წყეული კოცონები აღარ დავანთოთ და შიგ აღარ ჩავხტეთ. ყოველი თაობა იძლევა ხალხს, რომელთაც ახსოვთ ძველი შეცდომები და ჩვენ სწორედ ისინი უნდა შევარჩიოთ.

23.05.2018
რატი ბახტაძე

p.s. წიგნს სანამ ამ სერიით გამოსცემდნენ მანამდე სხვა ყდაში ვიყიდე. “პორტალის” ყდა ასე გამოიყურება:

23795752_293611784491297_4561274963763901072_n.png

სერია „პორტალის“ სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული.


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s