“სოლარისი” – სტანისლავ ლემი

სტანისლავ ლემი - სოლარისიგვჯერა კი უცხოპლანეტელების? და თუ კი როგორები არიან ისინი? წვდება კი ჩვენი გონება მათ წარმოსახვას, თუ ისინი წარმოუდგენლად განსხვავებულები არიან?

“სოლარისი” „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ სერია „დასაბამის“ სერიით გამოსცა.

St_Lem_resizeსტანისლავ ლემი 1921-2006) — პოლონელი მწერალი. დაამთავრა კრაკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1948). 1946 წლიდან ბეჭდავდა ლექსებსა და მოთხრობებს. 1956 წლიდან აქვეყნებდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ნაწარმოებებს („ასტრონავტები“, 1951, ,,სოლარისი”, 1961 ,,მაგელანის ღრუბელი” და სხვა). ლემი იყო ფანტასტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი ავტორია ფსიქოლოგიური რომანისა „დაუკარგავი დრო“ (1955), დეტექტიური ნაწარმოებისა „გამოძიება“ (1959). საყოველთაოდ აღიარებული აკადემიური ფუტუროლოგიური კრებულის ,,ტექნოლოგიათა ჯამი” და სხვა.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

პოლონელი მწერლის, მეცნიერისა და ფილოსოფოსის, სტანისლავ ლემის რომან „სოლარისს“ სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს უწოდებენ. იდუმალი პლანეტა სოლარისი – მოაზროვნე ოკეანე – აუხსნელი მოვლენებით აოცებს და უამრავ თავსატეხს უჩენს უცხო ცივილიზაციებით დაინტერესებულ დედამიწელებს. მეცნიერთა მცდელობას, კომუნიკაცია დაამყარონ უცნაური სუბსტანციით დაფარულ პლანეტასთან, თან სდევს უჩვეულო ამბები და ძნელია იმის განსაზღვრა, სად გადის ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის… ან იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის წარმოსახვით სამყაროში ხდება. შოტლანდიელი ლიტერატორის, დევიდ ფრინგლის მიერ შედგენილ ფანტასტიკური ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებთა ასეულში სტანისლავ ლემის „სოლარისი“ მეხუთე ადგილზეა. ნაწარმოების ორგზის ეკრანიზაციას – ანდრეი ტარკოვსკისა (1972 წ.) და სტივენ სოდერბერგის (2002 წ.) მიერ – კონოსამყაროში აღიარება მოჰყვა.“

თავიდანვე თხრობა ისეთი იდუმალებით დაიწყო, რომელიც ასე ახასიათებს ლავკრაფტის მოთხრობებს, განსხვავებით იმისა რიმ მოქმედება მომავალში ვითარდება და არა წარსულში.

აქ სიყვარულის ამბავი თან არის და თან არა. ის სევდას გგვრის და კითხვისას ბურთივით გეჩხირება ყელში. გინდა იღონო რამე, ხელი მიაშველო, ან მწერალმა სხვა მხრივ წაიყვანოს თხრობა..  იმედი გაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება.

წიგნი ჩამთრევია.. მასში ფიზიკის, ფსიქოლოგიისა და ადამიანური გრძნობების კანონები ერთმანეთში ირევა. ეს ყველაფერი ძალიან კარგადაა გადმოცემული. ენა მარტივი და გასაგებია. ზედმეტი გონების დაძაბვის გარეშე ხვდები თუ რა არის ამ წიგნის მთავარი მიზანი – ჩვენი თვალსაწიერი უფრო ვიწროა ვიდრე თითოეულს წარმოგვიდგენია.

24.05.2018
რატი ბახტაძე

p.s. წიგნს სანამ ამ სერიით გამოსცემდნენ მანამდე სხვა ყდაში ვიყიდე. “პორტალის” ყდა ასე გამოიყურება:

32785054_10155670119424211_4383018446305099776_o.png

სერია „დასაბამის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s