კანონის ნიღბით დაპარპაშებს უსჯულოება – “ფაუსტი” – იოჰან ვოლფგანგ გოეთე

იოჰან ვოლფგანგ ფოეთე - ფაუსტიშემეცნებისკენ სწრაფვასა და საწადელს ხშირად უტოპიამდე მივყავართ. და რაც მართალი და ჭეშმარიტია მეტის ცოდნით ვხვდებით, რომ არც ისე ბევრი იცი. ეს ცოდნა კი გაიძულებს არა დანებდე, არამედ უფრო მეტი შეისწავლო.

გოეთეს „ფაუსტი I” და „ფაუსტი II” სერია „მსოფლიო კლასიკის“ ნაწილია, რომელსაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს“. სერიაში თავმოყრილია კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ავტორები და მათი ნაწარმოებები.

იოჰან ვოლფგანგ ფოეთე - ფაუსტი 2იოჰან ვოლფგანგ გოეთე (Johann Wolfgang von Goethe 1749-1832) გერმანელი მწერალი და მოაზროვნე. დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა “ქარიშხლისა და შეტევის” მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა. “ქარიშხლისა და შეტევის” პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი.

„ფაუსტის“ უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება დიდი ხანია მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის“ იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოაჩენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს“, რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა.

„ფაუსტის“ პირველი ნაწილი (Faust. Eine Tragodie – „ფაუსტი. ტრაგედია“) 1808 წელს გამოქვეყნდა და დღემდე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმაღლეს ქმნილებად ითვლება. გოეთეს ეს უდიდესი თხზულება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული. დოქტორ ფაუსტსა მეფისტოფელს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილის სიმბოლოდ, მეორე – ერთი და იმავე მოაზროვნე გონის ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარედ მიიჩნევს. დრამატული ფაბულა და სულისშემძვრელი ტექსტი დღემდე აღაფრთოვანებს ლიტერატურის მოყვარულებს.

ქართველ მკითხველს საშუალება აქვს, დავით წერედიანის თარგმანით კიდე ერთხელ, უკვე გაიცნოს მსოფლიო ლიტერატურის შედევრი.“

ფაუსტი ცოდნაა, თავმოყრილი ერთ წიგნად. რთულია, თუმცა ალღოს აღების და ზოგჯერ რამდენჯერმე გადაკითხვით შეგიძლია ზუსტად გაიგო მწერალმა რა უნდა რომ გითხრას. აქ საქმე არა მხოლოდ ამ ქვეყნიერზე არამედ იმიერზეც არის საუბარი.

სიყვარული დიდი რამეა. თუმცა ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს დაუოკებელი ვნება და გრძნობათა ერთობა. სიყვარული მრავალი სიტკბოებით შედგება და ვნება მისი შემადგენელი ნაწილია. თუმცა ცალკე ვნება, მხოლოდ ეული რამაა. რასაც სიყვარულის არაფერი სცხია.

სილამაზე, ისე როგორც დღეს უწინაც, ან კარგს შეგამთხვევს ანდა ცუდს. შესაძლოა ლამაზს სიმახინჯე სანატრელი გაუხდეს. რაც უფრო მეტი გძალუძს ადამიანს უფრო მეტის გაკეთება გინდა. ეს ცუდია თუ კარგი ჩემი განსასჯელი არაა, თუმცა როგორია ესა საკითხავი.

ფაუსტში თავისთავად ბევრი რამ მომეწონა, თუმცა საუცხოოა როგორ არის დატეული ამ წიგნში არა მარტო ინდივიდუალური კონფლიქტები, არამედ ეს კონფლიქტები ატანილია საერთო საზოგადოებრივზე, და თუ სახელმწიფოს მის მაღლა წარმოვიდგენთ, უფრო ზევითაც. თანაც ქილიკსა და სიცილში შეგიძლია პრობლემების გადაწყვეტის გზები ამოვიკითხოთ.

ესა თუ ის მოვლენა იმდენნაირად შეიძლება დავინახოთ რამდენიც მისი მოწმეა. თითოეული იმგვარად ხედავს და განიცდის რა ბუნება, განწყობა და წარსული აქვს. ეს კი გვეუბნება იმას, რომ სრულიად სარწმუნო არცერთი წყარო არ არის.

ნაწარმოები საოცარი აღწერით ახერხებს ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაგიყვანოს და მარტივად მოგაჯადოვო. შენ შეგიქმნას გარემო და წარმოდგენა, ისე რომ მთელი სხეულით შეიგრძნო. ამ დროს ოთახში კი არა იქ დგახარ, სადაც მთავარი გმირები სცენას თამაშობენ.

 05.06.2018
რატი ბახტაძე

სერია „მსოფლიო კლასიკის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s