“პროფესორ დოუელის თავი” – ალექსანდრ ბელიაევი

ალექსანდ ბელიაევი - პროფესორ დოუელის თავიმარტივია როდესაც სუსტს იყენებ საკუთარი წარმატებისთვის. ამ დროს ალბათ არც სევდა გამოძრავებს, არც თანაგრძნობა, უფრო სიამაყე, რომ ილუზიურად სხვაზე გაიმარჯვე და ამით საკუთარი თავით ამაყი ხარ.

“პროფესორ დოუელის თავი” „პორტალის“ სერიის წიგნია. „პორტალი“ გამომცემლობა პალიტრა L-ის სერიაა, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გთავაზობს. ეს არის მკითხველების მიერ შერჩეული წიგნები, ერთგვარი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ტელეპორტირდეთ სხვა სამყაროში. ესაა საჩუქარი – მკითხველს მკითხველისაგან.

ალექსანდ ბელიაევი - პროფესორ დოუელის თავი 2ალექსანდრე ბელიაევი (1884-1942) რუსული სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. მისი მოთხრობები მომავლის მეცნიერებასა და ახალი ტექნოლოგიების ძიებას ეხმიანება. „პროფესორ დოუელის თავი“ მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია, რომელიც 30-მდე ენაზეა ნათარგმნი. რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმიც.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„შეიძლება თუ არა ტვინმა იაზროვნოს სხეულის გარეშე? შესაძლებელია თუ არა ტვინის გადანერგვა? როგორ იმოქმედებს ეს ინდივიდის ფსიქიკასა და სულიერ მდგომარეობაზე? სად გადის ზღვარი გენურ ინჟინერიასა და ეთიკას შორის?

პროფესორ დოუელი საბოლოო მიზნად ადამიანის მოკვეთილი თავის გაცოცხლებას ისახავდა. ბოლო ცდის წინ, რომლის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა, კვლევის სრული ხელნაწერი თავის ასისტენტს გადასცა გადასაბეჭდად, მაგრამ მოულოდნელად ასთმის საშინელი შეტევა დაემართა და… არასდროს იფიქრებდა პროფესორი დოუელი, რომ პირველი სწორედ მისი თავი გაცოცხლდებოდა…“

სადამდე შეუძლია მედიცინამ მიგვიყვანოს? ძალუძს კი მას გაგვხადოს უკვდავი ან თუნდაც მოვიდეს დრო როდესაც ჩვენ ჯანრმთელობას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. ან იქნებ ის შეძლებს შეგვინარჩუნოს მუდმივი ახალგაზრდობა. ვიყოთ ყოველთვის ისეთი როგორებიც ვართ და ჩვენ კანს ჭკნობა არ დაემუქროს.“

ხშირად გადამწყვეტი შემთხვევითობაა. ჩვენი ცხოვრებაც ხომ ასეა, შემთხვევით გადაყრა, შემთხვევით ნახვა, შემთხვევით წაქცევა და ა.შ. თითქოს ეს შემთხვევითობა ქმნის ისტორია, მთლიან თხრობასა და მოვლენათა წყობას.

თავში ხშირად ვფიქრობთ. ეს გასაკვირი არა, თუმცა რაც არ უნდა ვეცადოთ ორ რამეზე ერთად ფიქრი გვიჭირს. კითხვა შემდეგი: როგორ ახერხებს ტვინი იმას, რომ ერთ რამეზე ფოკუსირდე? აქ სხვა რამ უფრო საინტერესოა, თუ ეს დარღვეულია გამოდის ჩემ თავში მრავალი ფიქრი იყრის ერთად თავს და ე.ი. მრავალი ხმა ჩამესმის, ამან კი შეიძლება გაგაგიჟოს ადამიანი.

ნამდვილი მეგობრების ყოლის უპირატესობაა ისაა, რომ შეგიძლია მათ არა მარტო ენდო, არამედ გაჭირვების ჟამს დაელოდო, რათა გიხსნან განსაცდელისაგან. წიგნში არამარტო ფანტასტიკურ მოვლენებზე არამედ ზოგად ადამიანურ ურთიერთობებზეც არის საუბარი.

შეჯამებისთვის – წიგნი მარტივი წასაკითხია, ის არ არის დახუნძლული ზედმეტი სამეცნიერო თუ სამედიცინო ტერმინებით. მისი წაკითხვა ერთი ამოსუნთქვითაც შეიძლება.

რატი ბახტაძე
08.06.2018

სერია „პორტალის“ სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული.


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s