მარადისობისკენ –  „უცხო უცხოთა ქვეყანაში“ – რობერტ ჰაინლაინი

რობერტ ჰაინლაინი - უცხო უცხოთა ქვეყანაშიმადლობელი უნდა ვიყოთ რომ ამ წიგნს დღეს და ახლა ვკითხულობთ და არა მაშინ როდესაც მისი შემოკლებული ვერსია გამოქვეყნდა. მისი წაკითხვა ხომ დაგვაკარგვინებდა საოცარ იდეებს, აზრებსა და რაც მთავარია იმ დროს რომლითაც კითხვისას სიამოვნებას ვიღებთ.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a“უცხო უცხოთა ქვეყანაში” ამერიკელი სამეცნიერო-ფანტასტიკის მწერალი – რობერტ ჰაინლაინის (Robert Heinlein) წიგნია. რობერტ ჰაინლაინს (1907-1988) ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკის მამადაც კი მოიხსენიებენ.

მისი სხვა წიგნების მიმოხილვა:

წიგნის უკანა მხარეს ვკითხულობთ:

„ოცდახუთი წლის წინ მარსზე ადამიანი დაიბადა. მისი შობა არავის გაუგია, არც ვარსკვლავი გაბრწყინებულა ცაზე და არც მისი მოვლინებისთვის უციათ თაყვანი, მაგრამ მაინც ებოძა ოქრო, საკმეველი და მური; ებოძა აღთქმული მიწა, სამწყსო და სიტყვა გასავრცელებლად.

რობერ ჰაინლაინის შემოქმედებით მწვერვალად მიჩნეული „უცხო უცხოთა შორის“ დიდი წიგნია. დიდია მოცულობითა და შინაარსით, უფრო დიდი კი სიყვარულისა და თავისუფლების იმ მასშტაბითაა, რომელსაც პერსონაჟები ქადაგებენ და მოიპოვებენ, გასცემენ და დამცავ გარსად იკრავენ, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გაუმკლავდნენ ტოტალიტარიზმს, რელიგიურ ფანატიზმსა და ბრმად მართულ ბრბოს.

გასული საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილი ნაწარმოები ყველაზე დროულია და ზუსტად ეხმიანება ყველა იმ პრობლემას, რომელთა წინაშეც თანამედროვე კაცობრიობა დგას.

თუმცა ხსნა დაგროკვაშია. ხოლო თუ გროკავ, შენ ხარ ღმერთი, რადგან ყველა, ვინც გროკავს, ღმერთია!

ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ წიგნი პირველივე გვერდებიდან ჩამთრევია. თავიდანვე საკუთარ თავს და წიგნის მიმართ კითხვების კორიანტელი გიჩნდება. არა მარტო წიგნში მიმდინარე მოვლენებზე არამედ ზოგადად ყველაფერზე – დედამიწაზე, სახელმწიფოებზე, უცხოებზე და სხვა პლანეტებზე.

განსხვავება კულტურებს და აზროვნებას შორის არა მარტო პლანეტები არამედ დედამიწის ყველა კუთხეში ვხვდებით. ადგილი სადაცა 3000-ზე მეტი ენა არსებობს. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, რომელთაც განსხვავებული რწმენა, წარმოდგენები, აზროვნება და კულტურა გააჩნიათ. ეს იმდენად განსხვავებული შეიძლება იყოს, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენთვისაც წარმოუდგენელია. გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე რომ მკვიდრმა  ამერიკელებმა არ იცოდნენ თუ რა იყო ბორბალი, თითქოს ძალიან მარტივი, თითქოს ბუნებრივი რამ.

ეს ის წიგნი არაა სადაც მხოლოდ ფანტასტიკაზეა თხრობა და ავტორი არც ტექნოლოგიური მიღწევების დახასიათებით იწუხებს თავს. აქ ვხდებით საუბრებს, რელიგიაზე, ცხოვრებაზე, კულტურებზე და, რაც ჩემთვის ესოდენ საყვარელია, იურისპრუდენციაზე.

თქვენი აზრით დღეს რომელი კომპანიებია ყველაზე მდიდარი? ისინი ვისაც უფრო მეტი რეკლამის გაყიდვა შეუძლიათ. ეს გვეუბნება ერთს, რომ სამყარო ტრიალებს ეკონომიკის ირგვლივ, რომელიც თავისთავად რეკლამა აძლევს ბიძგს (გარკვეულ წილად). და რა არის რეკლამა? ეს არის თითოეული ადამიანის დრო, დრო რომელსაც შენდა უკითხავად იყენებენ. ადგილს ხედვაში, რომელსაც შენს დაუკითხავად ავსებენ.

მიჩნდება გრძნობა რომ ჰაინლაინი სხვადასხვა გმირების სახელით გვესაუბრება. კი, შეგვიძლია სხვა წიგნებზეც ასე ვთქვათ თუმცა აქ მაინც იგრძნობა ცოტა შეფარულობა და ამავდროულად სიმართლე, რომელიც ხალხს სახეში ულაწუნებს.

ეს წიგნი არა უბრალოდ მკითხველთათვის არამედ შეიძლება ითქვას თეოლოგიის მცოდნეთათვისაც გამოდგება. მისგან ბევრი ცოდნის შესმა და შეთვისება შეიძლება.

რატი ბახტაძე
18.06.2018

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s