9 საინტერესო რამ ეკონომიკისა და სახელმწიფოს შესახებ

ბასტიატდაახლოებით ბოლო ერთი წელია ჩემი პროფესიისგან სრულია საწინააღმდეგო სფეროთი დავინტერესდი – ეკონომიკით. თუმცა შემდგომ გავიაზრე, რომ რეალურად ის არსებობს იურისპრუდენციასთან ერთად. თავდაპირველად სხვადასხვა არხებზე (Youtube-ზე მაქვს საუბარი) დავიწყე თემების მოსმენა, შემდგომ Khan Academy-ის მივმართე. ამ პერიოდში აღმოვაჩინე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ეკონომიკური სკოლა“, რომელიც საჯარო ლექციებს ატარებდა და ატარებს „საღი აზრის ეკონომიკაზე“. დავიწყე აღნიშნულ ლექციებზეც სიარული და აქვე აღმოვაჩინე მათ მიერ გამოცემული რამდენიმე საინტერესო წიგნი / სახელმძღვანელო.

ფრედერიკ ბასტიას „სახელმწიფო და სხვა ესეები“ ამ წიგნებიდან ერთ-ერთია. წიგნის კითხვისას გამიჩნდა სურვილი ის რაც მასშია სხვებისთვისაც გამეზიარებინა და ეს ცოდნა მწირედ გადმომეცა ბლოგის სახით. შესაძლოა ის რაც აქ წერია აცდენა იყოს, თუმცა ეს ისაა როგორც მე გავიგე და როგორც სწორადაც მიმაჩნია. გადავიდეთ ავტორზე, წიგნზე და 9 საინტერესო რამ ეკონომიკისა და სახელმწიფოს შესახებ.

წიგნის ავტორია კლოდ ფრედერიკ ბასტია. ის 1801 წელს დაიბადა საფრანგეთის ბასკეთის საპორტო ქალაქ ბაირონში და 1850 წელს გარდაიცვალა იტალიაში, ქალაქ რომში. ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქალაქ მიგრონში გაატარა, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლები – პარიზში, სადაც ჯერ ეკონომიკურ ჟურნალ “Le Libre Echange”-ს („ვაჭრობის თავისუფლებას“) გამოსცემდა, ხოლო 1848 წლიდან გარდაცვალებამდე საფრანგეთის პარლამენტის წევრი იყო.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

„არის ერთი პატარა წიგნი, გამოჩენილი ფრანციის ეკონომისა ბასტიასაგან დაწერილი… მე იქიდამ ამოვიღე მარტო ერთი ნაწილი „მძარცველობის ფიზიოლოგია“, რომელიც უფრო მეტად მოედგმის ჩვენს ცხოვრებას და რომელმაც იქნება გვიშველოს, ზოგიერთი რამე გავიგოთ და ამით ჩვენთვის უნაყოფო არ იქმნეს.“ ილია ჭავჭავაძე

„პროტექციონიზმისა და მისი თანმდევი ტენდეციების ბასტიასეული უძლიერესი კრიტიკა დღემდე შეურყეველია.“ ლუდვიგ ფონ მიზესი (ავსტრიელი ეკონომისტი).

„ბასტია იყო ყველაზე ბრწყინვალე ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტი, ვისაც კი ოდესმე ამქვეყნად უცხოვრია.“ იოზეფ შუმპეტერი (ავსტრიელი ეკონომისტი)

„ბასტია იყო შესანიშნავი მწერალი, რომლის ბრწყინვალე და მახვილგონივრული ესეები თუ იგავები დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას და დამანგრეველ დარტყმას აყენებს ყოველგვარ პროტექციონიზმს, სახელმწიფო სუბსიდიებისა და კონტროლის სისტემას. იგი ნამდვილად იყო თავისუფალი ბაზრის ბრწყინვალე გონების მქონე ადვოკატი.“ მარი როთბარდი (ამერიკელი ეკონომისტი).

  1. ნებისმიერი გადასახადი არა გადასახადი არამედ უფრო ძარცვაა

„ჩვებ ვხედავთ თქვენს ტანჯვას და ძალია ვწუხვართ თქვენზე. აი, თუ ჩვენ მოგვეცემოდა თქვენი მართვის საშუალება, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა“ – ამას გვეუბნება სახელმწიფო.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხელფას არ აკლდება 20%-ი. კიდევ წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი საქონლის ყიდვისას თქვენ არ იხდით 18% დღგ-ს გადასახადს. სად წაიღებდით თქვენი ხელფასის დაახლოებით 40%-ს? ალბათ მრავალ მხრივ დახარჯავდით და იმაზე მეტ ნივთს იყიდიდით ვიდრე გინდოდათ ან უბრალოდ ინვესტიციაზე იფიქრებდით. სახელმწიფო უნდა დავინახოთ არა როგორც ჩვენი გზის გამკვალავი, არამედ პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ სახელმწიფოს გზის გამკვალავი. ე.ი. თითოეული ადამიანი საკუთარ ძალისხმევას არ უნდა იშურებდეს.

გადასახადი რა არის? ეს არის ერთი ადამიანისგან ფულის გამორთმევა და სხვის ჯიბეში ჩადება. ეს უბრალოდ სიტყვებით, თუმცა დარწმუნებული ვარ ხვდებით რაზეც ვსაუბრობ. აი ბოლო მაგალითი გავიხსენოთ. თბილისის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტი გახადა უფასო (მეტროს მემანქანეების გაფიცვის დროს) და ჩვენც გაგვიხარდა. რეალურად კი ის უფასო არასდროს არ ყოფილი. ჩათვალეთ თანხა, რომელიც შესაძლოა სკვერს მოხმარებოდა დაიხარჯა საწვავში. თქვენ უკვე გადახდილი ფული გახდა ვითომ „უფასო“.

  1. გათანაბრება გულისხმობს ერთს ვართმევთ. ე.ი. ყოველთვის გვყავს სუბიექტი, რომელიც ასე თუ ისე მაინც დაჩაგრულია.

რატომ არა აქვს უფლება სახელმწიფოს, გაათანაბროს ქონება? იმიტომ, რომ ამისათვის მას სჭირდება წაართვას ერთს და მისცეს სხვებს. და ამის უფლება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ააქვს და არა მოქალაქეებს. პიროვნულ დონეზე ამას ყაჩაღობას, ქურდობას, ძარცვას ან სხვა სახის დანაშაულს ვუწოდებდით.

  1. ის რაც არ მიგვიღია შეგვეძლო ჩვენივე საჭიროებისამებრ დაგვეხარჯა

თუ თქვენ ხელფასი გაქვთ 1000 ლარი, აქედან 200 ლარი მიაქვს სახელმწიფოს და მას ისე კანგარგავს როგორც სურს. ის შესაძლოა მოხმარდეს გზებს, ან თუნდაც ვინმე სოციალურად დაუცველს, ან თუნდაც მაღალჩინოსანის ხელფას. მოდით ამ საკითხს სხვანაირად შევხედოთ.. თქვენ რომ ეს 200 ლარი დაგრჩენოდათ რას იზავდით? ორი ვარიანტია ან დააგროვებდით ან იყიდითი რამეს. ისეთს რაც ნამდვილად გჭირდებათ ან არ გჭირდებათ. ამ ორ უკანასკნელის შემთხვევაში თქვენ ამ თანხით იყიდით, შესაბამისად წაახალისებდით ეკონომიკას და იმ მეწარმეს, ვინც ამა თუ იმ ნივთს აწარმოებს.

ე.ი. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როდესაც სახელმწიფო მე მართმევს, ამით მესამე პირი ზარალდება. ის ვისგანაც შესაძლებელი იყო მეყიდა რაიმე სახის ნივთი. ამასთანავე, ჩვენ არა მარტო გზებისთვის ვიხდით ფულს, არამედ იმ ადამიანებსაც ვაძლევთ ხელფასს ვინც სახელმწიფო მმართველობაშია.

  1. გატეხვა, გაფუჭება, განიავება ეროვნულ დონეზე დასაქმების წახალისებას სულაც არ ნიშნავს. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, „ნგრევას მოგება არ მოაქვს“

ხშირად გინახავთ, როდესაც თუნდაც უკვე კარგად დაგებულ გზას იღებენ და შემდგომ ხელახლა აგებენ ან რაღაცაც ანგრევენ და მის ადგილას სხვა რამეს აშენებენ (ამ შემთხვევაში უმეტესაც საუბარი მაქვს ერთგვაროვან საგნებზე). გაითვალისწინეთ, რომ ეს ნულს შემატებს ეკონომიკას.

  1. თუ გაქვთ რაიმე სახელმწიფო თანამდებობის შექმნის სურვილი, ჯერ მისი საჭიროება დაამტკიცეთ

„დაგვანახეთ, რომ გადასახადების გადამხდელისაგან გადასახადის აღების შემთხვევაში, მას იგი შესაფერისი მომსახურების სახით უკან დაუბრუნდება. თავად სამსახურის დანიშნულების აუცილებლობის გარდა, ნუ წამოაყენებთ არგუმენტად რომელიღაც სახელმწიფო მოხელის, მისი ოჯახისა და მიმწოდებლების სარგებელს. ნურც იმის მტკიცებას შეეცდებით, რომ ეს დასაქმების წახალისებას უწყობს ხელს“ – აცხადებს ბასტია.

  1. არგუმენტი სახელმწიფო ასაქმებს არასწორია

სახელმწიფოს თუ განვიხილავთ, ორგანიზაციას, რომელიც ასაქმებს ეს იქნება არასწორი. და რატომ? გეტყვით – ის ასაქმებს ერთს, თუმცა ამავდროულად ის სამუშაოს გარეშე ტოვებს სხვას.

და რატომ? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოს შემოსავალი ჰაერიდან არ მოდის. ის ვიღაცისგან არის აღებული. ამ ვირაღას კი ამ აღებული თანხით შეეძლო დაესაქმებინა სხვები. ის მესამე პირი, რომელიც რეალურად არ ჩანს და რომელიც შესაძლებელი იყო დასაქმებულიყო.

  1. შეზღუდვები საზღვარზე თურმე უარესი ყოფილა

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო საზღვრებზე საბაჟოს გადასახადების გაზრდა იმ პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში იწარმოება, რათა მომხდარიყო ფასების გათანაბრება ან თუნდაც უცხოური პროდუქტის ძვირად გაყიდვა. აქ თავისთავად ვფიქრობდი, რომ ეს ხელს შეუწყობს ეროვნული პროდუქტის განვითარებას და ამასთანავე ქართველ მეწარმეობას. სინამდვილეში კი არ ვიცოდი, ან ვერ ვხვდებოდი, რომ ამ ზედმეტი გადახდილი თანხით (ანუ სხვაობა ახალ და ძველ ფასს შორის, თუ ასეთი შეზღუდვა არსებობს) შემეძლო მე სხვა რამეში დამეხარჯა, მაგალითად შემეკეთებინა ფეხსაცმელი, რომელიც უკვე ამდენი ხანია გადადებული მაქვს და ველოდები მოცემულ მომენტს. ე.ი. მესამე პირს არ ვართმევდი საქმეს და შემოსავალს.

ეკონომიკა დღეს ასე მესმის, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ჩართული მით უკეთესია. უფრო სწორად რაც უფრო რაციონალურად დავხარჯავ სხვადასხვა პროდუქტებზე მათი რეალური თანხების შესაბამისად მით უკეთესი იქნება ეს ეკონომიკისთვის.

  1. სახელმწიფო – ეს არის დიდი ფიქცია, რომლის მეშვეობითაც ყველა სხვების ხარჯზე ცდილობს ცხოვრებას

„ნათელია, რომ ჩვენ მიერ წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვარდება ერთგვარ მოჯადოებულ წრეში. თუ იგი უარს იტყვის ამ მოთხოვნების შესრულებაზე, მაშინ მას დაადანაშაულებენ სისუსტეში, უუნარობაში, სურვილის არქონაში. ხოლო, თუ სახელმწიფო უნდა შეავიწროოს ახალი გადასახადებით. ანუ, სიკეთეზე მეტი ბოროტება უნდა აკეთოს და ამ მოქმედებით საკუთარი თავი საზოგადოების დიდი ნაწილის გაზრდილი უკმაყოფილების წინაშე დააყენოს“ – აცხადებს წიგნის ავტორი.

დაპირების გაცემა გაცილებით მარტივია, ვიდრე მისი შესრულება.

  1. საკუთრება ადამიანის არსებობის ბუნებრივი შედეგია

ისმის კითხვა: განა საკუთრები უფლება ერთ-ერთი იმ უფლებათაგანი არ არის, რომლებიც კანონის შექმნამდე არსებობდა და მისი არსებობის მიზეზს წარმოადგენს?

ადამიანი მესაკუთრედ იბადება, რადგანაც მას დაბადებისთანავე გარკვეული მოთხოვნილებები გააჩნია, რომელთა დაკმაყოფილება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ადამიანს გააჩნია ის ორგანოები და უნარ-ჩვევები, რომელიც მას საკუთარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის სჭირდება. უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები ადამიანის ნაწილს, მის გაგრძელებას წარმოადგენს, ხოლო საკუთრება არაფერია გარდა იმისა, რაც უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების დანამატი. თუ ადამიანს მის შექმნილს ჩამოაშორებენ, ის ასევე მოკვდება.

ბოლო სიტყვისთვის: სახელმწიფო კი არ გვასწავლის თუ როგორ ვიცხოვროთ დამოუკიდებლად, არამედ ის გვაიძულებს ვიყოთ დამოკიდებული მასზე. მაშასადამე ჩვენ არც ისე თავისუფლები ვართ როგორც გვგონია.

20.06.2018
რატი ბახტაძე

„თავისუფლების ბიბლიოთეკის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s