„როცა მეტირება, არ ვტირი“ – მიგელ ოტერო სილვა

მიგელ ოტერო სილვა - როცა მეტირება, არ ვტირი.jpgრელიგიები ერთმანეთს ენაცვლები, ღმერთებს ღმერთი ცვლის, ძველს ახალი, თუმცა ერთი რჩება ურყევი – რწმენა ხალხისა რომ არსებობს რაღაც იმაზე მაღალი ვიდრე ზეცაა და იმაზე მოცულობითი ვიდრე ადამიანის გონებას წარმოდგენა შეუძლია.

მიგელ ოტერო სილვას „როცა მეტირება, არ ვტირი“ უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

მიგელ ოტერო სილვა - როცა მეტირება, არ ვტირი - eმიგელ ოტერო სილვა /  Miguel Otero Silva (1908-1985) ვენესუელელი მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი იყო. მან ვენესუელურ ლიტერატურას საკუთარი კვალი დაამჩნია. მისი ლიტერატურა და ჟურნალისტური საქმიანობა დაკავშირებული იყო ვენესუელის სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებთან. 1958 წლამდე, სანამ ვენესუელა დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა მუდამ დევნაში იყო, ხოლო შემდგომ ის ვენესუელის სენატში აირჩიეს.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

„როცა მეტირება, არ ვტირი“ დიდი ვენესუელელი მწერლის, მიგელ ოტერო სილვას (1908-1985) გამორჩეული ნაწარმოებია. ეს არის ოთხი ვიქტორინოს ამბავი, რომელთაც ერთნაირი ბედისწერა არგუნა განგებამ. ერთი ვიქტორინო დიოკლეტიანეს ეპოქაში ქრისტიანობისთვის წამებულია. სამი კი ვენესუელელია. ისინი მე-20 საუკუნეში ცხოვრობენ. მაშინდელი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

სამივე ერთ დღეს დაიბადა და ეს არის მათი საერთო, მერე თითოეული სხვადასხვა გზით წავიდა. განსხვავებულ სოციალურ წრეში მოხვდნენ, განსხვავებული ინტერესები აქვთ, მაგრამ სამივე ჯიუტად მიუყვება ცხოვრების ნესით თუ უნებლიეთ არჩეულ გზას. თუმცა, რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც რომ ეტირათ, რა მოხდებოდა, მათ დედებს მაინც რომ ეტირათ ერთხელ? იქნებ რამე შეცვლილიყო? რა უნდა შეცვლილიყო?

ავტორი საოცარი ოსტატობით აღწერს ამ სამი ვიქტორინოს ამბავს. მოვლენები პარალელურად ვითარდება – ხან ერთ, ხან მეორე, ხანაც მესამე ვიქტორინოს ცხოვრებას მივყვებით, მათთან ერთად ვიძაბებით, განვიცდით, გვიხარია, ვტირით, როცა გვეტირება და თან გაუთავებლად ვიმეორებთ შეკითხვას, რა მოხდებოდა, მათაც რომ ეტირათ?

მშობიარობა ყველაზე დიდ სასწაულად მიმაჩნია. უფრო სწორად აი მომენტი, როდესაც პირმშო პირველად ჩაისუნთქავს ჰაერს. ის იმ წუთიდან, მიუხედავად თავისი სისუსტისა, დამოუკიდებელი ხდება. მას შეუძლია ჰქონდეს ნება, რომლის მმართველი მხოლოდ და მხოლოდ თავადაა.

ამ წიგნს ისეთი თხრობა აქვს, როგორიც ჯერ არ წამიკითხავს. როგორც ყველა კარგი ნაწარმოები,  ჩამთრევია, თუმცა ყველა თავისებურად. ამ წიგნის თავისებურება მისი  პერიოდული ისტორიის გადმოცემის უცნაური სტილია.

ბავშვობაში ან სიყმაწვილეში არის მომენტები ან ქმედებები ან უბრალო მოვლენები, რომლებიც შენ ცხოვრებას განსაზღვრავს. არა იმ გაგებით, რომ ზუსტად იცი რა მოხდება, არამედ იცი თუ რას მოიმოქმედებ კონკრეტულ შემთხვევაში. იმ ქმედებამ ჩამოგაყალიბა ის რაც ხარ, და არა ის ვინც შეიძლება ყოფილიყავი.

ადამიანები ისე ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული რომ არ ვიცით. ეს კავშირი სხვადასხვაა.. ზოგისთვის სევდა, ზოგისთვის მარტოობა, ზოგისთვის ბედნიერება და ზოგისთვის უბედურება. დამაკავშირებელი ძაფის დანახვა ერთეულებს თუ შეუძლია.

წიგნი როგორია იცით… აი მთაზე ადიხარ ადიხარ… წინ მხოლოდ აღმართი და მიწა მოჩანს… და რაღაც მომენტში მის მწვერვალზე ხარ, საიდანაც იშლება პანორამული ხედი… ასეა წიგნიც, ბოლოს ფიქრებისა და ხედვის ფართო არეალს გიხსნის..

და ბოლოს, თითქოს ყველაფერი ამ ერთ წინადადებაშია ნათქვამი:

  • “ქვეყნად ვერცერთი მარტოობა ვერ შეედრება დედის მარტოობას”

20.06.2018
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s