“გზა შუქურისკენ” – ვირჯინია ვულფი

ვირჯინია ვულფი გზა შუქურისკენადამიანებს გვიყვარს ფიქრების გაზიარება, თუმცა არის შემთხვევები, როცა გვინდა ეს ფიქრები მხოლოდ ჩვენთან დარჩეს. შეიძლება ზოგჯერ გვეშინია რომ ამ აზრებს სხვა უარყოფითად მიიღებს ან მისთვის უსიამოვნო აღმოჩნდება.

“გზა შუქურისკენ”  სერია „მსოფლიო კლასიკის“ ნაწილია, რომელსაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს. სერიაში თავმოყრილია კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ავტორები და მათი ნაწარმოებები.

ვირჯინია ვულფი გზა შუქურისკენ 3ვირჯინია ვულფი / Virginia Woolf (1882 –1941)  – მე-20 საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი 1882 წელს კენსინგტონში დაიბადა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ვულფი შეუერთდა ხელოვანთა გაერთიანებას „ბლუმსბერის ჯგუფი“. შეიძლება ითქვას, ჯგუფის უმთავრესი ფიგურა სწორედ ვირჯინია ვულფი გახლდათ, თუმცა მის გვერდით იყვნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანებიც (ლიტონ სთრეიჩი, ჯონ მეინარდ კეინსი, ედუარდ ფორსტერი და ა.შ.).

ვულფის ნაწარმოებები მის სიცოცხლეშივე აღიარეს და ინგლისური ლიტერატურის ოქროს ფონდშიც შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ტანჯავდა, მისი ნაწარმოებები დღემდე უმნიშვნელოვანეს ტექსტებად ითვლება ფემინიზმის, სექსუალობისა და სხვა საკითხების ღრმა ანალიზის კუთხით. ვირჯინია ვულფის ცხოვრება ტრაგიზმით იყო სავსე. სხვადასხვა პერიოდში გადატანილმა არაერთმა ფსიქოლოგიურმა ტრავმამ თუ დეპრესიამ 1941 წელს იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ვირჯინია ვულფი (1882 –1941)  XX ს.-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი მოდერნისტი, ცნობილ ინტელექტუალთა, “ბლუმსბერი ჯგუფის” დამფუძნებელი. ჯეიმს ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა “ცნობიერების ნაკადის” სტილი ლიტერატურაში.

სწორედ ამ ინოვაციური ხერხის გამოყენების ბრწყინვალე ნიმუშია რომანი “გზა შუქურისკენ”, რომელიც პირველი მსოფლიო ომის წინა და შემდგომი პერიოდის ზედა საშუალო კლასის ინგლისელი ოჯახის, რემზების ცხოვრებას ეძღვნება. მოქმედება ვითარდება ჰებრიდის კუნძულებზე, ცნობილი მეცნიერის, მისტერ რემზისა და მისი მეუღლის აგარაკზე – მათი მრავალრიცხოვანი სტუმრების დიდი მიზიდულობის ცენტრში. მწერალი საოცარი ოსტატობით და სიფაქიზით ქარგავს ადამიანების ურთიერთობების, ცოლისა და ქმრის, მშობლებისა და შვილების, მამაკაცისა და ქალის მარადიული კონფლიქტის, მათი განცდების, სიყვარულის, სიძულვილის, ტრაგედიის სურათებს და ქმნის მათივე თვალით დანახული სამყაროს წარუშლელ ხატებს.

რომანი “გზა შუქურისკენ” ლირიკული პროზის შედევრია. მისი ზოგიერთი მონაკვეთი ჭეშმარიტად შეიძლება მივიჩნიოთ პოეზიად პროზაში.

შეუძლებელია, რომანმა გულგრილი დატოვოს ლიტერატურის მოტრფიალე მკითხველი.“

ურთიერთობაში რა თქმა უნდა სიყვარული მთავარია. თუმცა ისევე  როგორც ყველაფერი ვიცვლებით და ჩვენი გრძნობებიც იცვლება. პარტნიორის მიმართ პირველ რიგში ამ დროს პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ… ის კი არ უნდა შევიძულოთ არამედ დავაფასოთ და მადლიერი ვიყოთ იმისთვის რაც გვაქვს.

ხშირად მიფიქრია რა მოხდებოდა უნივერსიტეტი, რომ არ დამემთავრებინა, ან რაგბის თამაშის დროს ტრამვა არ მიმეღო. როგორი ვიქნებოდი ახლა აქ და ამ წამს. რას ვიზავდი? როგორი ცხოვრება მექნებოდა? ასეა, გზები ზოგჯერ იყოფა … ზოგს ჩვენი ნებით ვადგებით ზოგს კი იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ არაა.

წიგნში საუბრებით, ფიქრებით და ქმედებებით კარგადაა გადმოცემული თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ (და ალბათ დღესაც ბევრს აქვს) კაცებს ქალების მიმართ. როგორ აღიქვამდნენ მათ და რა იყო ამის მიზეზი (სულელური თუ სწორი არგუმენტებით ეს უნდა მიხვდეთ).

ისევე როგორც მე თქვენც გექნებათ ადგილი, სადაც შეიძლება ყოველ ზაფხულს ბრუნდებით. ამ ადგილას თითქოს წასვლიდან მოსვლამდე დრო არ გადის (უბრალოდ ასე გვინდა რომ იყოს). დრო გადის და ამ ადგილას მისვლისას უკვე მოგონებებით ივსები – ზოგი კარგი ზოგი ცუდი. თუმცა დარწმუნებული ხარ, ასი წელიც რომ გავიდეს ეს ისტორიები შენ სულს მუდამ ემახსოვრება.

წიგნი ადამიანთა ფიქრებით უფროა სავსე ვიდრე მოვლენებით და ეს მოვლენებიც ამ ადამიანების გრძნობების აღსაწერადა გამოყენებული. შენც კითხვისას უნებლიედ მიჰქრი, სადღაც შორს და გონების სიღრმეებიდან ძველი თუ ახალი ამბების გახსენებას იწყებ, მათ აფასებ როგორც ამ წიგნის გმირები.

22.06.22
რატი ბახტაძე

სერია „მსოფლიო კლასიკის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s