„თავისუფლების იდეოლოგია: ლიბერალიზმი“ – რევაზ თოფურია

რევაზ თოფურია.jpgამ პოსტში სახელმძღვანელოდან ძირითადი პასტულატებია ამოღებული, რომელიც ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ნებისმიერი მკითხველისთვის.

რევაზ თოფურია – ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2012-2016 წლებში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში და ჩინურ ენასა და ლიტერატურას ლანჭოუს უნივერსიტეტში (ჩინეთი). უნივერსიტეტში სწავლის დროს იყო მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტში და საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში. 2015 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დიპლომატიის სკოლაში კითხულობს ლექციებს პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და დებატების ხელოვნებაზე. 2016 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული აბსენტიზმის საწინააღმდეგო კამპანიის “შენი ხმა ჩვენი მომავალია” ხელმძღვანელი.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„წარმოიდგინეთ სამყარო პოლიტიკური აზროვნების, პოლიტიკური იდეების გარეშე. როგორი იქნებოდა ის? ჩვენ მივიღებდით საზოგადოებას, რომელსაც არ ეცოდინებოდა რა არის თავისუფლება, თანასწორობა, ტოლერანტობა, ინდივიდუალიზმი. გვეყოლებოდნენ ადამიანები, რომლებსაც არ ეცოდინებოდათ საკუთარი უფლებები და სახელმწიფოს მოვალეობები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკურ იდეებთან, ღირებულებებთან, იდეოლოგიებთან, სინამდვილეში, ჩვენ, ნებით თუ უნებლიედ, ყოველდღიურად პოლიტიკურად ვაზროვნებთ, ვიყენებთ არაერთ პოლიტიკურ ტერმინსა თუ იდეას ჩვენი შეხედულებების გამოსახატად. სწორედ ამიტომ, ამ წიგნის მიზანია მკითხველს პოლიტიკური იდეოლოგიების ჭრილიდან აჩვენოს ყოველდღიური მოვლენები და დაანახოს „ის რაც ჩანს და ის რაც არ ჩანს“. ვიმედოვნებ, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ უკეთ შეძლებთ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე ფაქტების ანალიზს, გექნებათ მეტი ცოდნა თავისუფლებაზე, ტოლერანტობაზე, სახელმწიფოს უფლება-მოვალეობებზე, ნათლად განარჩევთ მემარჯვენე და მემარცხენე იდეებს. ასევე, მიიღებთ სიღრმისეულ ცოდნას ლიბერალიზმზე, როგორც თავისუფლების იდეოლოგიაზე. შეისწავლით კლასიკურ და თანამედროვე ლიბერალიზმს, მათ მიდგომებს და შეხედულებებს მთელ რიგ საკითხებზე. გაიცნობთ გამორჩეულ უცხოელ და ქართველ ლიბერალ მოაზროვნეებს. მიღებული ცოდნით კი, მარტივად გამოიტანთ დასკვნას, თუ რომელი პოლიტიკური იდეოლოგია დგას თქვენს მოსაზრებებთან ვყელაზე ახლოს. რევაზე თოფურია (დიპლომატი)

რა არის ლიბერალიზმის? ვინ არის ლიბერალი? როგორი საზოგადოებაა ლიბერალური? რომელი ქვეყანაა ლიბერალური? ფასდაუდებელია რომ რევაზ თოფურიას კრებული „თავისუფლების იდეოლოგიები: ლიბერალიზმი მოკლედ, არსებითად და გასაგებად წარმოადგენს თავისუფლების ქართველ და უცხოელ მოაზროვნეთა მნიშვნელოვანი ნაწილის პასუხებს ამ კითხვებზე. პაატა შეშელიძე (ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო, პრეზიდენდი)“.

აღნიშნული სახელმძღვანელო პირველივე თავებიდან გვეხმარება გავიგოთ თუ სად ვართ. ანუ ინდივიდუალურად მივხვდეთ რას ვემხრობით, რა სახის პოლიტიკური განწყობა გვაქვს. ვართ მემარცხენე თუ მემარჯვენე და საერთოდ საიდან მოდის ეს ტერმინები.

მეჩვიდმეტე საუკუნეში ჯონ ლოკმა განავითარა თეორია – „ვინც მეტს შრომობს, უკეთ ცხოვრობს“.

სოციალური კონტრაქტი აღნიშნავს თეორიათა ჯგუფს, რომელიც ცდილობს ახსნას თუ რატომ აყალიბებენ და იცავენ ადამიანები სახელმწიფოებსა და საზოგადოებრივ წესრიგს. სოციალური კონტრაქტის იდეა გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ნებაყოფლობით ამობენ უარს გარკვეული უფლებებისა და ძალაუფლებების გამოყენებაზე და მათ სახელმწიფოს გადასცემენ, სანაცვლოდ კი, კანონის ძალის, უსაფრთხოებასა და წესრიგს იღებენ.

ლიბერალურ დემოკრატიაში სამი მთავარი თვისება გამოიყოფა:

  • ლიბერალური დემოკრატია დემოკრატიის არაპირდაპირი და წარმომადგენლობითი ფორმაა. პოლიტიკური ძალაუფლება ფორმალურ პოლიტიკურ თანასწორობაზე დამყარებულ რეგულარულ არჩევნებში მოიპოვება – „ერთი ადამიანი, ერთი ხმა“;
  • კონკურენციასა და ამომრჩევლის არჩევანს ეფუძნება და პოლიტიკური პლურალიზმითაა უზრუნველყოფილი; ეს უკანასკნელი კი შეურიგებელ რწმენათა, მოდავე სოციალურ ფილოსოფიათა და მოქიშპე პოლიტიკურ მოძრაობათა თუ პარტიათა ურთიერთშემწყნარებლობაში გამოიხატება;
  • ის მკვეთრად მიჯნავს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ეს გამოიხატება როგორც ხელისუფლების შინაგან და გარეგან შეზღუდვებში, ისე ავტონომიურ ჯგუფთა და ინტერესთა, ასევე ბაზრის ანუ ეკონომიკური ცხოვრების კაპიტალისტური ორგანიზაციის არსებობაში.

ადამ სმითი მიიჩნევდა, რომ ბაზარი თვითმართვადი მექანიზმია და მას არ სჭირდება ხელმძღვანელობა გარედან. ბაზარი მთავრობის ჩარევისაგან თავისუფალი უნდა იყოს, რადგან მას, როგორც სმითი ამბობდა, „უხილავი ხელი“ მართავს. თვითმართვადი ბაზრის ეს იდეა ასახავს ლიბერალურ რწმენას საზოგადოებაში საპირისპირო ინტერესთა შორის ბუნებრივად არსებული ჰარმონიის შესახებ.

სახელმწიფო უნდა იყოს მინიმალური და მთავრობა შეზღუდული.

კლასიკური ლებერალიზმის ათი ძირითადი პრინციპი:

  1. თავისუფლება
  2. ინდივიდუალიზმი
  3. სკეპტიციზმი ძალაუფლებასთან დაკავშირებით
  4. კანონის უზენაესობა
  5. სამოქალაქო საზოგადოება
  6. სპონტანური წესრიგი
  7. თავისუფალი ბაზარი
  8. ტოლერანტობა
  9. მშვიდობა
  10. მთავრობის შეზღუდული როლი

წიგნში ასევე საუბარია ფრედერიკ ბასტიაზე, რომელთა დაკავშირებით ცალკე მიმოხილვა გავაკეთე, რომლის ნახვა შეგიძლიათ: ბმული.

მილტონ ფრიდმანი გამოყოფს სახელმწიფოს ოთხ მთავარ პასუხისმგებლობას

  1. უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების დაცვა;
  2. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანობა;
  • იმ საკითხების განხორციელება, რომელსაც ბაზარი ბოლომდე კარგად ვერ გვაწვდის (მაგალითად გარემოს დაცვითი ღონისძიებები);
  1. უზრუნველყოს ბავშვების და მენტალური დაავადებების მქონე ადამიანების დაცვა.

აინ რენდი:

  • პოტენციურად, ადამიანის უფლებების შელახვის ყველაზე დიდი საფრთხე მთავრობაა: მას აქვს ლეგალური მონოპოლია ფიზიკური ძალის გამოყენებისა ასევე ლეგალური განიარაღებული მსხვერპლის წინააღმდეგ;
  • მთავრობის „დახმარება“ ბიზნესისათვის ისეთივე დამღუპველია, როგორც მთავრობის მიერ ბიზნესის დევნა. მთავრობისათვის ერთადერთი გზა, რომლითაც შეუძლია ემსახუროს ეროვნულ კეთილდღეობას არის ის, რომ საკუთარი ხელები ბიზნესისაგან მოშორებით ეჭიროს.

ავტორი ბოლოს გვეუბნება კარგად ხსნის თუ რატომ უნდა გავხდეთ ლიბერალური იდეების მომხრეები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღეს მოქმედი პარტიებიდან უმრავლესობა ცალსახად არაა ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული, მაინც ისტორიული თუ გონებრივი თვალსაზრისით ქართველები თავისუფლების მომხრე საზოგადოება ვართ.

კაპიტალიზმში მდიდრდება ყველა, ყველას ცხოვრების დონე უკეთესდება, ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მდიდრები საგრძნობლად მდიდრდებიან, ეს ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია მათი ზეწოლით მთავრობაზე. ხშირს შემთხვევაში, მდიდარი ბიზნესმენები აიძულებენ მთავრობებს მიიღონ ისეთი შეზღუდვები, რაც მათ ბიზნესებს მისცემს ისეთ უპირატესობებს, როგორიც ვერ ექნებოდათ თავისუფალი საბაზრო კონკურენციის პირობებში.

წიგნის ბოლოსკენ ილია ჭავჭავაძეს ხელახლა აღმოაჩენთ, მას სულ სხვანაირად შეხედავთ, რადგან დარწმუნდებით, რომ მისი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური შეხედულებები სრულია განსხვავდება იმისაგან ვიდრე ფიქრობდით. აი მისი რამდენიმე აზრი:

  • „ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“
  • ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“
  • „კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია.“
  • „კანონის მიერ მონიჭებული თანასწორობა საჯარო უფლებაა, ერთნაირად კუთვნილი ყველასი და მაშასადამე, ერთნაირად ძვირფასი ყველასათვის.“
  • „ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.“
  • „შეწყნარება დაჯერებას არ ჰნიშნავს. გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლთაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგბს. პატივით მოქცევა კიდევ იმას ჰქვიან, რომ მთქმელს, თუ გამკითხველს საბუთი გაუჩხრიკოთ, საბუთი აუწონოთ თქვენს საკუთარ სასწორზე, ასე თუ ისე საკუთარი ფასი დასდოთ და მისაწყავი ისე მოუწყათ. ყოვლად საკადრისი საქციელი გონებაგახსნილისა და მართლა განათლებულის კაცისა სწორედ ეს გზაა და სხვა არარა. ვისაც ეს არა სჭირს, ტყუილად თავსა სდებს განათლებაზე, ტყუილად აბრიყვებს თავისთავსაც და სხვასაც, განათლებული ვარო. იგი ყოველ გონებადახშულზედ უარესია“.

26.06.2018
რატი ბახტაძე

„თავისუფლების ბიბლიოთეკის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s