“ჩვენ” – ევგენი ზამიატინი

ევგენი ზამიატინი - ჩვენ.jpgევგენი ზამიატინის „ჩვენ“ გამომცემლობა “ოჩოპინტრეს” სერიის „ოჩოპინტრეს თან სატარებელი წიგნების“ ნაწილია.

ევგენი ზამიატინი - ჩვენ სევგენი ზამიატინი / Евгений Замятин (1884-1937)  რუსი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტია. მამა მართლმადიდებელი მღვდელი, ხოლო დედა პიანისტი ჰყავდა. 1893–1896 წლებში ლებედიანის, ხოლო შემდეგ ვორონეჟის გიმნაზიაში სწავლობდა, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. ამავე წელს ჩაირიცხა გემთმშენებლობის ფაკულტეტზე, სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შემდგომ წლებში აქტიური სოციალ-დემოკრატი გახდა, სტუდენტ ახალგაზრდების რევოლუციონერულ გზას გაჰყვა. სწორედ აქ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ლიუდმილა უსოვას. ზამიატინმა თავისი პირველი მოთხრობა 1908 წელს დაწერა, სწავლასთან ერთად პარალელურად მოთხრობებსაც წერდა. მანვე ვიქტორ შკლოვსკისთან ერთად ჩამოაყალიბა ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი – სერაპიონის ძმები.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ევგენი ზამიატინი ის მწერალია, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო, „გამორჩა“ ქართველ მკითხველს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რომანი „ჩვენ“ პირველი წიგნია, რომელიც საბჭოთა ცენზურას შეეწერა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზამიატინის სახელი კვლავ უცხო დარჩა ქართველი მკითხველისთვის. არადა ევგენი ზამიატინი და მისი უმთავრესი ნაწარმოები „ჩვენ“, ჯორჯ ორუელის „1984“-ისა და ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყაროს“ წინაპრად მიიჩნევა. ეპოქის შედევრად მიჩნეული რომანი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა და ვიმედოვნებთ, მკითხველი არ მოაკლდება. გამომემლისგან.“

თხრობა გაუგებრად იწყება და ამან არ შეგაშინოთ. თავდაპირველად ჩემთვის ბევრი რამ ბუნდოვანია და ალბათ ავტორის ჩანაფიქრიც ესა, რომ ვერ გავიგოთ იმ ადამიანის ფიქრები თუ აზრები, რომელიც ჩვენთან შედარებით განსხვავებულად აზროვნებს. გმირი გარკვეულ გარღვევას ახდენს და ის გონებით უფრო თავისუფალი ხდება და შესაბამისად ჩვენთვის უფრო მეტად გასაგებია თუ რაზე საუბრობს.

როგორ ვცხოვრობთ? თუ დაუფიქრდებით მიხვდებით, რომ სანამა რაიმე გადაწყვეტილების მიღების შნო გექნებათ (ანუ გახდებით სრულწლოვანი) თქვენ ერთ უბრალო კალაპოტს მიუყვებით, როგორც სხვა ადამიანები. ბაღი, სკოლა… ეს ყველაფერი სავალდებულოა. თქვენი მშობლები თუ არ გატარებენ ისინი ცუდი მშობლები იქნებიან და მშობლობასაც ჩამოართმევენ.. და მაშინაც როცა ყველაფერი თითქოს დასრულდება ერთი ნაკადიდან მეორეს უერთდებით…. უნივერსიტეტი…. სამსახური.. და თითქოს ეს ყველაფერი არ გვიკვირს და ბუნებრივია… და არის კი ეს ასე? არის კი მსგავსი ცხოვრება ბუნებრივი? და ვინ დააწესა ის? ვინ განსაზღვრა და რატომ განსაზღვრა? სახელმწიფოს რა როლი აქვს მასში? მას ეს აწყობს? თუ ეს აწყობს მათ ვინც ხელისუფლებაშია?… გონება დაკავებული ადამიანი ხომ ყველაზე ნაკლებად საფრთხის შემცველია. თუნდაც მას გადასახადების სახით ძარცვავდე.

ალბათ მარტო მე არ მემართება როდესაც თავში ათასგვარი აზრი გიტრიალებს. ხშირად ფიქრებში ერთი თემიდან მეორეზე (და თანაც სრულიად განსხვავებულზე) ისე სწრაფად გადავდივარ, რომ ეს ორი რამ ერთმანეთში ირევა და ქმნის რაღაც ახალს. ვიცი ვიცი, შესაძლოა რასაც ვამბობ ბოდვად მოგეჩვენოთ ან შესაძლოა თქვენც ასე ხართ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ისაა რასაც წიგნის გმირი განიცდის.

პატარა ამონარიდი წიგნიდან, რომელიც უბრალოა თუმცა ძალიან მომეწონ:

„არ ვიცი. გესმის, რა საოცარია: მიფრინავდე – არ იცოდე საით. აი, მალე თორმეტია – და არ ვიცით რა იქნება. და ღამე… სად ვიქნებით ღამე მე და შენ? შეიძლება ბალახზე, მშრალ ფოთლებზე…“

28.06.2018
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s