„ცეცხლი უფსკრულზე“ – ვერნორ ვინჯი

ვერნორ ვინჯი - ცეცხლი უფსრულზე.jpg

თუ დედამიწას შორიდან დავაკვირდებით ერთი დიდი გონება შეგვიძლია დავინახოთ, რომელიც იღწვის ბავშვური გონებიდან ზრდასრულ გონებამდე გადავიდეს.

ვერნორ ვინჯი - ცეცხლი უფსრულზე 3ვერნორ ვინჯის „ცეცხლი უფსკრულზე“ „პორტალის“ სერიის წიგნია. „პორტალი“ გამომცემლობა პალიტრა L-ის სერიაა, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გთავაზობს. ეს არის მკითხველების მიერ შერჩეული წიგნები, ერთგვარი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ტელეპორტირდეთ სხვა სამყაროში. ესაა საჩუქარი – მკითხველს მკითხველისაგან.

ვერნორ ვინჯი / Vernor Vinge 1944 წელს აშშ-ში, ვისკონსინის შტატში დაიბადა. მიჩიგანის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც მათემატიკოსმა, სან-დიეგოს უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. დღემდე დროისა და სივრცით სინგულარობას იკვლევს და არაერთი ნაშრომიც გამოაქვეყნა ამ თემაზე. ვინჯი ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად, მისი რომანები კი სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკად ითვლება. ვერნორ ვინჯს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს „ჰიუგოს“, „პრომეთეს“ და „ლოკუსის“ ლიტერატურული პრემიები.

წიგნის შესახებ უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„…და როცა მიხვდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდა, ხომალდში ჩასხდნენ და სხვა პლანეტისკენ აიღეს გეზი…

შორეული მომავლის სურათი საკმაოდ შთამბეჭდავია – გალაქტიკაში დიდი ცვლილებებია. მთავრობები ემხობა, ახალი მმართველები მოდიან. მთავარი საფრთხე, კოსმოსს რომ ემუქრება, ზეინტელექტია – ძალა, რომელიც წარსულში განადგურდა, მაგრამ გადარჩა მისი ასლი და ახლა, განახლებული, ისევ ბობოქრობს. სწორედ ამიტომ ადამიანთა ჯგუფი გადაწყვეტს, თავს გაქცევით უშველოს… მაგრამ დარჩათ კი გასაქცევი? არსებობს კი ადგილი გალაქტიკაში, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს?“

გაგვიმართლა.. ისეთი რაღაცეები ხდება ირგვლივ, რომ ვიღაცისთვის ეს დროება ფანტასტიკას წარმოადგენდა. თუმცა დღეს მომავალი მაინც ისეთია, როგორიც დღეს ვერ წარმოგვიდგენია და უბრალოდ მას ვერ მოვესწრებით. წიგნი გვაძლევს საშუალებას გავქანდეთ წინ, რათა ვნახოთ ის რასაც გონება მისწვდება და ვიხილოთ ის რაც იქ მომავალში გველოდება.

იცით რა არის ფანტასტიკის აღსრულებაში ყველაზე საინტერესო? აი მომენტი როდესაც ადამიანი სხვა მისნაირ გონიერ არსებას შეხვდება. როგორ მოიქცევა ის? რას გააკეთებს ორივე მხარე? ერთმანეთის ხოცვა ჟლეტვაში თუ ცოდნის გაზიარებაში დაიხარჯებიან?

კოსმოსური ბრძოლების წაკითხვა, სივრცეთა უსასრულობა და ფანტასტიკური სამეცნიერო მოვლენები. აი ის სამი ძირითადი რამ რაც წესით ამ წიგნმა უნდა მიგიზიდოს და მიგაჯაჭვოთ მის ფურცლებთან.

კაცობრიობას ერთი რამ გვახასიათებს, რამაც ჩვენი განვითარება გამოიწვია – მიღებული ცოდნის გაზიარება და ერთმანეთისთვის სწავლება. ვცდილობთ ცოდნა სხვას გავუზიაროთ რათა სხვამაც სარგებელი ნახოს.

მსგავსი წიგნებში რა მომწონს იცით? კითხულობ და ელ-ნელა ავტორის სამყაროში იძირები. თავიდან რაც შენთვის გაუგებარი და უცნაური იყო, უფრო ბუნებრივი და ნაცნობი ხდება. თითქოს ის რასაც წერს მწერალმა კი არ შექმნა არამედ სადღაც მართლა არსებობს.

არკადი და ბორის სტრუგაცკების „ძნელია ღმერთობა წაკითხული ხომ  გაქვთ? არა? მსგავსება თითქოს ერთნაირია, ვგულისხმობ მომავლისა და წარსულის ერთმანეთთან შერწყმას. მოვლენას როდესაც შუა საუკუნის სამყარო მომავლის სამყაროს ხვდება.

პოლიტიკა და ომი ხშირად ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ისინი ერთმანეთს განსაზღვრავენ და ორივე ერთმანეთის საწარმოებლად მნიშვნელოვანია. ხრიკები, ორთაბრძოლები თუ საიდუმლო ჩასაფრებები ამ წიგნის გმირების მახასიათებელია.

 ესეც ვინჯის სამყარო:

ვერნორ ვინჯი - ცეცხლი უფსრულზე რუკა

02.07.2018
რატი ბახტაძე

სერია „პორტალის“ სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული.


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s