“ორლანდო” – ვირჯინია ვულფი

ვირჯინია ვულფი - ორლანდო.jpgგონება სიმარტოვეში ათას რამეზე ფიქრობს. ზოგჯერ წარსულის მოგონებებს ამოატივტივებს სხვადასხვა ადგილიდან, ზოგჯერ აწმყოზე დაგვაფიქრებს, ზოგჯერ მომავალს განვჭვრეტთ. ხანდახან კი არარეალურსა და წარმოუდგენელზე დავფიქრდებით. ერთი მაინც ნათელია რომ გონების შესაძლებლობა ულევია.

„ორლანდო“ სერია „მსოფლიო კლასიკის“ ნაწილია, რომელსაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს. სერიაში თავმოყრილია კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ავტორები და მათი ნაწარმოებები.

ვირჯინია ვულფი / Virginia Woolf (1882 –1941)  – მე-20 საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი 1882 წელს კენსინგტონში დაიბადა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ვულფი შეუერთდა ხელოვანთა გაერთიანებას „ბლუმსბერის ჯგუფი“. შეიძლება ითქვას, ჯგუფის უმთავრესი ფიგურა სწორედ ვირჯინია ვულფი გახლდათ, თუმცა მის გვერდით იყვნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანებიც (ლიტონ სთრეიჩი, ჯონ მეინარდ კეინსი, ედუარდ ფორსტერი და ა.შ.).

ვულფის ნაწარმოებები მის სიცოცხლეშივე აღიარეს და ინგლისური ლიტერატურის ოქროს ფონდშიც შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ტანჯავდა, მისი ნაწარმოებები დღემდე უმნიშვნელოვანეს ტექსტებად ითვლება ფემინიზმის, სექსუალობისა და სხვა საკითხების ღრმა ანალიზის კუთხით. ვირჯინია ვულფის ცხოვრება ტრაგიზმით იყო სავსე. სხვადასხვა პერიოდში გადატანილმა არაერთმა ფსიქოლოგიურმა ტრავმამ თუ დეპრესიამ 1941 წელს იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა უცნაურ ზემოქმედების ძალას _ აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებებს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში.  ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ.

ვირჯინია ვულფი (1882-1941) აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდერნისტ მწერლად და ნოვატორად. იგი ცნობილ ინტელექტუალთა “ბლუმსბერი ჯგუფის” დამფუძნებელია. ჯეიმზ ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა “ცნობიერების ნაკადის” სტილი ლიტერატურაში (რომანები “გზა შუქურისკენ”, “მისიზ დელოვეი”, “ტალღები” და სხვ.).

“ორლანდო” სრულიად განსხვავებული სტილისტიკის რომანია, ორიგინალური ფანტასმაგორია, სადაც ავტორი ჟამთააღმწერლად გვევლინება და მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირით ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას მამაკაციდან ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად…

ვირჯინია ვულფის ამ რომანმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის ლიტერატურაზე და იგი დღესაც მუდმივი მსჯელობის და კვლევის საგანია.“

პერსონაჟების აღწერა ეს ვულფის სისუსტე ნამდვილად არ არის. იმდენად კარგად გადმოსცემს მის გარეგნობასა და შინაგან სამყაროს თავიდანვე გმირი შენთვის ნაცნობი და საყვარელი ხდება (თუ ეს უკანასკნელი თქვენ ხასიათს შეესაბამება).

როცა იმ სხვას შევხვდებით უმალ იცვლება ჩვენი ქცევები, ხმის ტემბრი და ჩვენი სუნიც კი (ამას ხშირად ქვეცნობიერად უფრო აღვიქვამთ). ეს ყველაფერი ერთ რამეს ემსახურება – რაც შეიძლება მომხიბვლელი გამოვჩნდეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან.

ხშირად ტანსაცმელი განსაზღვრავს იმას რაც ვართ. ის შეგვიძლია მივიჩნიოთ გამოვლინებად ჩვენი შინაგანი სამყაროსი ანდა პირიქით ის გამოვიყენოთ იმის დასაფარად ვინც რეალურად არ გვინდა ვიყოთ და იმის საჩვენებლად რისკენაც მივისწრაფვით.

დრო იცვლება თუმცა არ იცვლება ურთიერთობა, გრძნობები და სურვილები. შეიძლება მათი გამოხატვის ხერხები შევცვალოთ, მაგრამ საფუძველი მაინც ერთი დარჩება – ის რაც ადამიანი გუნება განწყობას ქმნის. ის რაც ჩვენ გვაყალიბებს ჩვენად.

პატარა ამონარიდი წიგნიდან:

„არც ერთი ვნების მხურვალება არ შეედრება ადამიანის სურვილს, სხვები დაარწმუნოს იმაში, რაც თავად სწამს. ისე უხეშად არაფერი უკვეცს ფრთებს ბედნიერებას და რისხვით აღავსებს, როგორც იმის შეგნება, რომ ვიღაცისთვის არანაირი ფასი არა აქვს იმას, რასაც თავად დიდად აფასებს.“

დასასრულისკენ კი გეტყვით, რომ არსებობს წიგნები რომლებიც ჩვენზე დიდი გავლენას ახდენენ. მასში წაკითხული და აღქმული მუდამ თან დაგვყვება. ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ მსგავსი სახის წიგნია, რომელიც შენზე, როგორც ადამიანზე გავლენას ახდენს და შენი ნაწილი ხდება.

17.07.2018
რატი ბახტაძე

სერია „მსოფლიო კლასიკის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s