“სატახტო თამაში” – ჯორჯ რ. რ. მარტინი – საინტერესო ფაქტები

ჯორჯ რ რ მარტინი - სატახტო თამაში.jpg“ყინულისა და ცეცხლის სიმღერის”  შინაარსი ყველასათვის მეტ წილად ნაცნობია. თუმცა, ბევრი თქვენგანი მას სატელევიზიო სერიალის საშუალებით იცნობს, სადაც ხშირ შემთხვევაში ესა თუ ის საინტერესო ფაქტი იკარგება. ამ პოსტში კი ეს ფაქტებია მოცემული:

დოთრაკების რწმენა და ადათები

  • დოთრაკებში ურმებით მგზავრობდნენ საჭურისები, ხეიბრები, მშობიარე ქალები, ძალიან პატარები და ძალიან მიხრწნილები.
  • დოთრაკებს სწამდათ, რომ ვარსკვლავები ცეცხლის ცხენები იყვნენ, ღამღამობით მათი რიცხვმრავალი რემა ცის კამარაზე მიჭენაობდა ხოლმე.
  • ულაყის გული მშობიარეს ვაჟს ძლიერს, სწრაფს და უშიშარს გახდიდა, ასე მიაჩნდათ დოთრაკებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუკი დედა მთლიანად შეძლებდა მის შეჭმას. თუ სისხლი სუნთქვას შეუგუბებდა ან ხორცს აზიდებდა, წინასწარმეტყველება ნაკლებად სახარბიელო იქნებოდა: ბავშვი შესაძლოა მკვდრად შობილიყო, ან სუსტი და სახიჩარი დაბადებულიყო, ან გოგონა გამომდგარიყო.
  • აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ქარავნები ვაის დოთრაკში არა იმდენად დოთრაკელებისთვის რამის მისაყიდად ჩამოდიან, რამდენადაც ერთმანეთთან სავაჭროდ. მხედრები მათ არ ერჩოდნენ, თუკი ჩამოსულები წმინდა ქალაქის სიმშვიდეს იცავდნენ, არ შეურაცხყოფდნენ მთების დედას და სამყაროს საშოს და დოშ ხალენის დედაბრებს ჩვეულებისამებრ მარილს, ვერცხლსა და მარცვლეულს სძღვნიდნენ. დოთრაკებს ყიდვა-გაყიდვის საქმის მართლაც არაფერი გაეგებოდათ.

სისხლისმიერი მხედრები

  • სისხლისმიერი მხედრები ყველა ხალს ჰყავდა. ისინი ხალის ძმები იყვნენ, მისი ჩრდილები, მისი ყველაზე თავდადებული მეგობრები, „სისხლი ჩემი სიხლთაგანი“ – ასე მოიხსენიებდა დროგო მათ, და მართლაც ასე იყო; ერთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ცხენთა ბატონების უძველესი ადათით, როდესაც ხალი კვდებოდა, მასთან ერთად კვდებოდნენ მისი სისხლისმიერი მხედრებიც, რათა ღამეულ მხარეშიც მის გვერდით ეჭენებინათ ცხენი. თუკი ხალი რომელიმე მტრის ხელით დაეცემოდა, სისხლისმიერები მხოლოდ შურისძიებისთვის ცოცხლობდნენ, შემდეგ კი სიხარულით მიჰყვებოდნენ ბატონს სამარეში. ზოგ ხალასარში, ხალს მათთან საზიარო ჰქონდა ღვინო, ცოლებიც კი – მაგრამ არა ცხენები. კაცის ცხენი მისი იყო, და მხოლოდ მისი.

ბუშების გვარები

  • ველზე ბუშებს გვარად სტოუნი ეძლეოდათ. ჩრდილოეთში ისინი სნოუები იყვნენ. ზენაბაღში – ფლაუერები. შვიდსავე სამეფოში ადათს დაედგინა ერთი გვარი იმ ბავშვებისათვის, საკუთარის გარეშე რომ დაბადებულიყვნენ.

მაისტერის საყელო

  • მაისტერის საყელო ჯაჭვისაა, რათა შეახსენოს, რომ მსახურების ფიცი აქვს დადებული. მაისტერი თავის ჯაჭვს სწავლაში ამზადებს. ყოველი ლითონი სხვადასხვა დარგის სწავლებას შეესაბამება. ოქრო ფულის და ანგარიშის ცოდნაა, ვერცხლი – კურნების ცოდნა, რკინა – ბრძოლის ხელოვნების. კიდევ სხვა მნიშვნელობებიც აქვს. ჯაჭვმა მაისტერს უნდა მოაგონოს სახელმწიფო, რომელსაც ემსახურება. ლორდები ოქროა და რაინდები – ფოლადი, მაგრამ ორი რგოლით ჯაჭვი ვერ გაკეთდება. ვერცხლიც გჭირდება, რკინაც და ტყვიაც, კალა, სპილენძი, ბრინჯაო და სხვა ყველა, ესენი კი ფერმები, მჭედლები, ვაჭრები და სხვანი არიან. ჯაჭვისთვის ყველანაირი ლითონია საჭირო და ქვეყანასაც ყველანაირი ადამიანები სჭირდება.

 

ღამის ებგურები

  • იცით ღამის ებგურის მეომრები რად არ ირთავენ ცოლებს და რად არ შობენ შვილებს? რომ არ უყვარდეთ, რადგანაც სიყვარული ღირსების მტერია, მოვალეობის სიკვდილია.

ღამის გუშაგთა (ებგურთა) ფიცი:

  • ისმინე ჩემი სიტყვა და მოწმედ მეყოლე, რამე წვება და აწ იწყება ჩემი გუშაგობა. ის სიკვდილამდე არ დასრულდება. არ შევირთავ ცოლს, არ ვეუფლები მამულს, არ ვშობ შვილებს. არ ვატარებ გვირგვინს და არ მოვიხვეჭ დიდებას. ჩემ საგუშაგოზე ვიცოცხლებ და მოვკვდები. მე ვარ მახვილი წყვდიადში. კედელზე შემდგარი გუშაგი ვარ. ცეცხლი ვარ, სიცივეს რომ გაფანტავს, ნათელი, განთიადი რომ მოაქვს, საყვირი, მძინარეებს რომ აღვიძებს, ფარი, კაცთა სახელმწიფოებს რომ იცავს. ჩემს სიცოცხლესა და ღირსებას ღამის ებგურს ვუძღვნი, ამ ღამით და ყველა იმ ღამეშიც, აწი რომ დადგება.

ყორანი

  • წერილების წაღება მტრედებსაც და გვრიტებსაც შეიძლება ასწავლო, თუმცა ყორანი უკეთ ფრენს, უფრო დიდია, მამაცი, ბევრად უფრო გონიერი, უკეთ შეუძლია ქორებისგან თავის დაცვა… მაგრამ ყორნები შავები არიან, მძორს ჭამენ, ამიტომ ზოგ ღვთისმოსავ ხალხს სძაგს ისინი. ბაელორ კურთხეული შეეცადა, ყორნები მთლად მტრედებით შეეცვალა. ღამის ებგურს კი ყორნები ურჩევნია.

გოლიათები

  • გოლიათები თორმეტი, ცამეტი ფუტი იზრდებიან, როგორც ვიცით. შეუპოვრები არიან, თმით დაფარულები, ეშვებიანები, და ქალებს კაცებივით ეზრდებათ წვერი, ასე რომ, ვერც გაარჩევ. ქალები ადამიან კაცებს ისვამენ საყვარლად და ნახევარსისხლები მათგან ჩნდებიან. ადამიან-ქალებს თუ იჭერენ, მაშინ საქმე უფრო ცუდადაა. იმხელა კაცები ჰყავთ, ქალებს შუაზე ხლეჩენ, სანამ დააორსულებდნენ.

სხვები

  • წყვდიადში სხვები მოაჭენებდნენ ცხენებს. ცივები და მკვდრები იყვნენ ისინი, სძულდათ რკინა, ცეცხლი და მზის შეხება, სძულდათ ყველაფერი ცოცხალი, რომლის ძარღვებშიცხელი სისხლი დიოდა. სიმაგრეები, ციხე-ქალაქები და სამეფოები დაეცნენ მათ წინაშე და ისინი სამხრეთისკენ დაიძრნენ ფითრისფერ მკვდარ ცხენებზე ამხედრებულები, უკან მკვდართა ლაშქარს მიიყოლებდნენ. თავიანთ მკვდარ მსახურებს კაცთა ბალღებით კვებავდნენ.

 

ობსიდიანი და ტყის შვილები

  • ობსიდიანი ღმერთების ქურაშია გამოჭედილი ღრმად მიწის ქვეშ. ტყის შვილები ამეებით ნადირობდნენ ათასობით წლების წინ. ტყის შვილები ლითონს არ ამუშავებდნენ. აბჯრის ნაცვლად ფოთლით დაწნული გრძელი კვართები ეცვათ, ფეხებზე კი ხის ქერქს იკრავდნენ, და ამგვარად ტყეს ერეოდნენ. ხმლების ნაცვლად ობსიდიანის მახვილები ჰქონდათ.
  • ტყის შვილების აისის ხანის ხალხი იყო, პირველი ხალხი, მეფეებამდე და სამეფოებამდე ისინი ცხოვრობდნენ. იმ დროს სასახლეები და სიმაგრეები არ არსებობდა, არც ქალაქები, აქედან ვიდრე დორნის ზღვამდე ერთი საბაზრო დაბაც კი არ იპოვებოდა. ადამიანები არსად იყვნენ. იმ მიწებზე, ახლა შვიდ სამეფოს რომ ვუწოდებთ, მხოლოდ ტყის შვილები ბინადრობდნენ.
    შავგვრემანი, მოხდენილი ხალხი იყო. ტანმორჩილები: დაკაცებულებიც კი ბავშვზე მაღლები არ იყვნენ. უღრან ტყეებში ცხოვრობდნენ, გამოქვაბულებში, კრანოგებზე და ხეებზე გაშენებულ ფარულ ქალაქებში. თუმც ღონე არ მოსდევდათ, მაგრამ სწრაფები და მოქნილები იყვნენ. კაცები და ქალები ერთად ნადირობდნენ სარკმლის ხის შუბებით და მფრინავი ბადეებით. თაყვანსაცემად ტყის, მდინარის და კლდის ღმერთები ჰყავდათ, ძველი ღმერთები, რომელთა სახელებიც ფარულია. მათ ბრძენკაცებს მწვანე მჭვრეტელებს უწოდებდნენ, ისინი სარკმლისხეებზე უცნაურ სახეებს კვეთდნენ, იქიდან რომ ეთვალთვალათ. რამდენ ხანს ბატონობდნენ აქ ტყის შვილები ან საიდან მოვიდნენ – ეს არც ერთმა ადამიანმა არ იცის.

27.08.2018
რატი ბახტაძე


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s