“ღირსების ველები” – ჟან რუო

ჟან რუო ღირსების ველებიჟან რუოს „ღირსების ველები“ ელფის გამომცემლობის ახალი სერიის: თანამედროვე ბესტსელერი ნაწილია.

ავტორისა და რომანის შესახებ წიგნში ვკითხულობთ:

ჟან რუო„ჟან რუო 1952 წელს საფრანგეთის პატარა პროვინციულ ქალაქში დაიბადა – ქვედა ლუარაზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროს ახლოს. ნანტის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არც უფიქრია, პროფესიონალი ფილოლოგი გამხდარიყო. შინაგანი თავისუფლება სოციალურ ნორმებთან შეუთავსებლად მიაჩნდა და ხან ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, ხან კი ქუჩაში ვაჭრობდა. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან კი პარიზში გადავიდა და მუშაობა დაიწყო გაზეთების კიოსკში, რომელიც მალე ლიტერატურულ-პოლიტიკური დისკუსიების ადგილად იქცა. და, როცა გაზეთების სრულიად უცნობმა დისტრიბუტორმა მისი პირველი რომანი – „ღირსების ველები“ გამოაქვეყნა (1990), აღმოჩნდა, რომ ეს უბრალო ლიტერატურული ცდა კი არა, ისეთი ნაწარმოები იყო, რომელსაც კრიტიკამ „ბოლო ათწლეულის ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა“ უწოდა და ავტორს გონკურების აკადემიის პრესტიჟული პრემიაც მოუტანა.“

პირადად მე მიყვარს ადგილები სადაც ხალხის თავყრილობაა. ამ დროს შეგიძლია ჩუმად იჯდე ისე რომ ვერავინ გამჩნევდეს და ამავდროულად დააკვირდა სხვებს. ბევრში ამოიცნობ ხასიათს და იმ ქმედებებს რომლებიც აქამდე უკვე სხვებშიც შეგიმჩნევია და ამით უბრალოდ ხვდები, რომ ადამიანები ერთმანეთს ძალზედ ვგავართ. არა აქვს მნიშვნელობა შეიცვლება თუ არა დროება, ადამიანი მაინც ადამიანად რჩება.

ლოცვა ზოგისთვის ბევრს ნიშნავს. ის მათ ძალასა და ენერგიას მატებს, ან უბრალოდ ისინი ფიქრობენ ასე. თითოეულ ჩვენგანს დარწმუნებული ვარ ირგვლივ გვყავს ნაცნობი, რომელსაც სწამს იმაზე მეტად ვიდრე მღვდელს და თავს დებს იმაზე მეტად ვიდრე ღვთისმოშიში ადამიანი. ისინი არიან ვინც ყველას ნაცვლად ლოცულობენ და ყველას ნაცვლად ჩვენ ცოდვებს ინანიებენ. არა აქვს მნიშვნელობა შენ ამას განიცდი თუ არა.

ადამიანის სიკვდილი წარუვალია და თუმცა ეს ვიცით ის მაინც ყოველ ჯერზე გვაფიქრებს, გვამწუხრებს და გვასევდიანებს. შეიძლება ისეც მოხდეს ადამიანმა ვერ გაუძლოს მისგან მოვლილ დეპრესიას და გაგიჟდეს, ხშირად ისეც  ხდება რომ მისი გონება თითქოს შლის ფაქტს რომ ეს შემთხვევა  საერთოდ მოხდა.

დედამიწაზე ალბათ ის ერთადერთი არსებები ვართ, რომლებიც ჩვენ გონებრივ განვითარებასთან ერთად ერთმანეთის განადგურების იმაზე მეტი გზა გამოვიგონეთ ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით. ზოგი იარაღი ტანჯვით გკლავს ზოგიც კი ისე, რომ გაფიქრებასაც ვერ ასწრებ.

ვიდეო წიგნის შესახებ:

რატი ბახტაძე

28.08.2018

სერია „თანამედროვე ბესტსელერის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s