“მიწისძვრის შემდეგ” – ჰარუკი მურაკამი

ჰარუკი მურაკამი - მიწისძვრის შემდეგ eპირდაპირ რამის თქმას სიმბოლოებით თქმა უფრო მარტივია. სხვა ამ სიმბოლოებს როგორ გაიგებს და რა ინტერპრეტაციას მისცემს ეს უფრო საინტერესოა.

ჰარუკი მურაკამის მოთხრობების კრებული „მიწისძვრის შემდეგ“  ელფის გამომცემლობის თანამედროვე ბესტსელერი ნაწილია.

ჰარუკი მურაკამი - მიწისძვრის შემდეგჰარუკი მურაკამი — თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი. მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდან.

მურაკამი თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში ტოკიოში, სადაც მის მომავალ მეუღლეს, იოკოს, შეხვდა. პირველი სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო, სადაც მისი ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, ტორუ ვატანაბე (ნორვეგიული ტყე), მუშაობს. 25 წლის ჰარუკი მურაკამიმ 1974 წელს ჯაზ-ბარი „Pეტერ ჩატ“ გახსნა კოკობუნძიში, ტოკიო, რომელიც 1974-82 წლებში ჰქონდა. მის რომანთა უმრავლესობას მუსიკალური თემა აქვს და სათაურები გარკვეულ სიმღერას მიუთითებს.

1978 წელს ბეისბოლოს თამაშის ყურებისას, უცბათ იგრძნო, რომ რომანის დაწერა შეუძლია. ბარის დაკეტვის მერე დიდხანს იჯდა ხოლმე მურაკამი თავისივე ბარშივე და რომანს წერდა, ეს იყო უსმინე ქარის სიმღერას, რომელიც 1979 წელს გამოვიდა და მიიღო ჯერ ჟურნალ გუნძო-ს პრესტიჟული პრემია ახალბედა ავტორებისთვის, შემდეგ კი ლიტერატურული ჟურნალ ნომა-ს პრემია. ხოლო წლის ბოლოს იგივე წიგნი 150 000 ტირაჟით გაიყიდა. ასე დაიწყო ჰარუკი მურაკამის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.

მოთხრობების შესახებ წიგნში ვკითხულობთ:

„1995 წლის მიწისძვრის შემდეგ იაპონია არსებობის სიმყიფის მოწმე გახდა. ამ კატასტროფის შემდეგ ხასიათის ცვლილებები, რასაც მწერალი თავის თანამემამულეებში ხედავს, საოცრად ღრმა და იდუმალია. ვინ არიან ისინი? ცოლისგან მოულოდნელად მიტოვებული გამყიდველი, რომელიც საიდუმლო ამანათის გადაცემაზე თანხმდება; ახალგაზრდა, ბავშვობიდან თავი ღვთისშვილად რომ მიაჩნია; ბანკის აგენტი, რომელსაც ერთ დღეს მოლაპარაკე ბაყაყი ეწვევა სახლში და მისსავე ცხოვრებასა და ტოკიოს გადარჩენაზე ესაუბრება; მოზარდი გოგონა, რომელის საშუალო ასაკის მამაკაცის ჰონს – სანაპიროზე კოცონის დანთებას იზიარებს; ექიმი ქალი, რომელიც მშვიდად ხვდება თავის სიკვდილს; სამი მეგობარი, რომელიც ახალ იაპონურ დრამას გვთავაზობს. ყველა მიწისძვრაზე საუბრობს; „ზედიზედ ბუთი დღე ტელევიზორს არ მოშორებია. მდუმარეს შესცქეროდა საავადმყოფოებისა და ბანკების ნანგრევებს, გადამწვარ სავაჭრო კვარტლებს..“ იაპონელებისთვის არ არსებობს წარსული, ისინი მხოლოდ დღევანდელობით ცხოვრობენ. ეს შთამბეჭდავი, მაღალმხატვრული, სიბრძნით გაჯერებული მოთხრობები, რასაკვირველია, მურაკამის წარმოსახვითი სამყაროს საუკეთესო დასტურია და გამოხატავს საბედისწერო კატასტროფებს (მიწისძვრა კობეში და გაზი ტოკიოს მეტროში) შემდეგ ადამიანთა სასოწარკვეთას, იმედებსა და მისწრაფებას ცვლილებებისადმი.“

წიგნში შემდეგი მოთხრობებია:

  • კუსიროში მფრინავმა თეფშმა დაიდო ბინა;
  • პეიზაჟი უთოთი;
  • ყველა ღვთისშვილს შეუძლია ცეკვა;
  • ჩვენმა ყიყინამ ტოკიო გადაარჩინა;
  • თაფლის კვერი;
  • ტაილანდი.

ერთფეროვნება დამქანცველია. ვერასდროს ვერ ვუგებდი / გავუგებ იმ ადამიანებს რომელთათვის ცხოვრება ერთი წვრილი ხაზია, რომელსაც მიუყვებიან. თუმცა ალბათ ეს არცაა ჩემი საქმე.

როგორ ვიცხოვროთ ის წლები რაც გაგვაჩნია? რა არის ცხოვრების მიზანი? კითხვა რომელზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, თუმცა თუ ამას შეძლებთ ალბათ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნებით. და აქვე კითხვა თუ როგორ მოვკვდებით? ანდა ამაზე პასუხს რა მნიშვნელობა აქვს, როცა უკვე არაფერი გვეცოდინება.

უკვე უნივერსიტეტ დამთავრებული ადამიანი ხვდები რომ ის რაც სტუდენტობის დროს გადაგხდა შორდები. თითქოს დამთავრების წელი ახალი მანიშნებელია შენი ასაკის და შენი გონების. თითქოს უნივერსიტეტის შემდგომ ქვეყნისა და ოჯახის წინაშე ვალი გადაიხადე. ახლა კი ფიქრობ შემდეგი რა იქნება. რა იწყება არ იცი და თითქოს ჰაერში ლივლივებ.

მწერალი პატარა მოთხრობებით სწრაფად ახერხებს მოთხრობების მთავარი გმირის შენთვის გაცნობას. მალევე ხვდები თუ როგორი ხასიათისაა ესა თუ ის პერსონაჟი და ქცევები ახასიათებს მას.

მოთხრობები ცხოვრებისეულია. თითოეული მათგანი გვაფიქრებს თუ რა არის ცხოვრების მიზანი და რისთვის ვცხოვრობთ საერთოდ. რა უნდა გავაკეთოთ და რა მიზნისკენ უნდა მივილტვოდეთ…

04.09.2018
რატი ბახტაძე

სერია „თანამედროვე ბესტსელერის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s