წარმოუდგენელი რეალობა – “სახეცვლილი ნახშირბადი” – რიჩარდ კ. მორგანი

რიჩარდ კ. მორგანი - სახეშეცვლილი ნახშირბადი.jpgადამიანის ტექნოლოგიურ განვითარება და სამედიცინო სფეროსში გარღვევები უკვე გვაფიქრებს – გვინდა კი უკვდავება? და რა ფასად შეიძლება ეს უკვდავება მოვიპოვოთ? საკუთარი სხეულია სრულყოფით? თუ სხვის სხეულში ჩვენი გონების გადატვირთვით? თუ უბრალოდ სხვა რობოტულ მოწყობილობაში ჩვენი გონების ჩატვირთვით?

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

რიჩარდ კ. მორგანი - სახეშეცვლილი ნახშირბადი 9რიჩარდ კ. მორგანი / Richard K. Morgan (დაიბადა 1965 წელს) ბრიტანელი მწერალია სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრში. მორგანის წიგნების მოვლენები ხშირად დისტოპიურ სამყაროებში ვითარდება. რიჩარდ მორგანი ლონდინში დაიბადა, გაიზარდა ჰეზერსეტის სოფელში, ნორვიჩთან ახლოს. მორგანმა უმაღლესი განათლება კემბრიჯში, ქუინს კოლეჯში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და ინგლისურ ენას ასწავლიდა. სწავლის დასრულებიდან 14 წლის და სტრეთკლაიდის უნივერსიტეტში მუშაობის შემდეგ მანდ პირველი რომანი გამოსცდა და თავისი კარიერა მთლიანად მიუძღვნა მწერლის პროფესიას.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„„სახეცვლილი ნახშირბადის“ ფუტურისტულ სამყაროში ტექნოლოგიურმა პროგრესმა თავად სიცოცხლის გადაფასება გამოიწვია. ახლა ადამიანის ცნობიერების შენახვა და სხვა სხეულში ჩატვირთვაც შესაძლებელია, რაც სიკვდილს მხოლოდ უმნიშვნელო, დროებით პრობლემად აქცევს.

ნაწარმოები ტაკეში კოვაჩზე მოგვითხრობს, რომელიც გაეროს სამხედრო დანაყოფის, ენვოიების კორპუსის ყოფილი წევრია. ის ადრეც მოუკლავთ, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილი განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ბეი სითიში გასხეულებული კოვაჩი თავს ჩახლართულ შეთქმულებაში ამოჰყოფს. ეს შეთქმულება იმ საზოგადოების სტანდარტებითაც კი უმოწყალოა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ისე ეპყრობა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ობიექტს. კოვაჩისთვის მკერდში სროლისას გაჩენილი ღრმული მხოლოდ დასაწყისია. მას მალე მათუების- ადამიანების, რომლებმაც უკვე ძალიან დიდი ხანი იცხოვრეს და ბევრი სხეული გამოიცვალეს – შავბნელ და სასტიკ ცხოვრებასთან მოუწევს დაპირისპირება.“

ეროტიული სცენებით და ვნებით გაჟღერებული წიგნი. მასში იგრძნობთ ქალის სურნელით და სხეულით მოვლენილ ვნებას. უდაოდ საბავშვო წიგნი არ ეთქმის.

ბოროტ საქმეს შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს? აი მაგალითად შურისძიების დროს? რამდენად ხშირად გვიყურებია ფილმისთვის, სადაც გმირი შურისაძიებლად მრავალ ადამიანს ხოცავს, ამ დროს კი ჩვენ   კმაყოფილები ვუყურებთ, შემდგომ კი ჩვენ ფიქრებში მის ადგილას წარმოვიდგენთ თავს.

როცა წარსულზე ვფიქრობთ წარმოგვიდგება პირველყოფლილი ცხოვრება, ხოლო მომავალზე ფიქრისას ტექნოლოგიურად განვითარებული სამყარო. არადა ეს ჩვენ კაცობრიობისთვისაა ასეა, რეალურად კი სხვანაირადაა კოსმოსის სივრცეებში. განვითარება წარსულში, სადღაც შორს შესაძლებელია უკვე მოხდა. სადაც ჰუმანოიდები ისევე გვეძებენ ათასობით წელი როგორც ჩვენ ვეძებთ მათ რამდენიმე ათწლეულია.

ყოველდღიურად ჩვენ ირგვლივ რეალურ სამყაროსა და ციფრულ სამყაროს შორის მანძილი იცვლება. ირგვლივ ყველა გაციფრებულია. ზოგი კი მხოლოდ ციფრული სამყაროთი ცხოვრობს. ეს წიგნი სწორედ ასეთ მომავალს გვპირდება, სადაც საზღვარი ამ ორ სამყაროს შორის აღარ არსებობა

11.09.2018
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s