“შეშლილი დროება” – სევინჩ ჩოკუმი

შეშლილი დროება - სევინჩ ჩოკუმი.jpg„შეშლილი დროება“ ელფის გამომცემლობის თანამედროვე ბესტსელერი ნაწილია.

შეშლილი დროება - სევინჩ ჩოკუმი sსევინჩ ჩოკუმი / Sevinc Cokum თურქი მწერალი და პოეტია. სკოლაში სტამბულში სწავლობდა  და სტამბულის უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე ცოტახნის იყო მასწავლებელი. 1975 წელს მასწავლებლობის კარიერა მიატოვა და მისი მუშაობა ლიტერატურას მიუძღვნა.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

„თურქეთს შეუძლია გახდეს ამერიკა! რა უნდა გადმოგვეღო სხვისგან და რა რაოდენობით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვცოდნოდა, რა სიმაღლეზე აფრინდებოდა და სად ჩამოჯდებოდა ფენიქსი, სახელად ამერიკა. ამდენი სამხედრო გადატრიალება რომ არა, იქნებ რაღაცისთვის მართლა მიგვეღწია, თუმცა ცივილიზაციის მატარებელზე ჯერ კიდევ არ დაგვიგვიანია! ჩვენ გზაში ვართ! იმედი მთის ყვავილის რომ იყოს, მწვერვალზე მაინც უნდა ავიდეთ!“ – წერს მწერალი და თანამედროვე თურქეთის პოლიტიკის ფონზე, რომელსაც „შეშლილ დროებას“ უწოდებს, გვაწვდის შესანიშნავ აზრებს სიყვარულზე, ცოლქმრული ცხოვრების ნიუანსებზე: „როცა კაცს ფული აქვს და ქვეყანა თავისი ჰგონია, რას გააკეთებს? შინ მჯდარ მზეთუნახავ კარგად მოეპყრობა, თავად კი ცხოვრების ყველა სიკეთეს გარეთ მიიღებს, თუმცა ცოლი ქმრით კმაყოფილია. რა მოხდა, ბოლოს და ბოლოს, კაციაო, იტყვის. თუ ჭუჭყი მოეცხო, ჩამოიბანს და მორჩაო. რაც მთავარია, ბავშვებს ბევრი სათამაშო აქვთ, ცოლი მარად ფეხმძიმედაა და სახლიც ლამაზი ავეჯით აქვს გამოტენილი“.“

წიგნის დაწყებისთანავე უმალ აღმოჩნდებით განსხვავებულ კულტურაში, სადაც ხალხი და ზოგადად საზოგადოებას განსხვავებული წარმოდგენები აქვს, განსხვავებულად იქცევიან და განსხვავებულადაც აზროვნებენ.

მეოცე საუკუნის თურქეთი ქვეყანა რომელიც გარდამავალ პერიოდშია.  აქ პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ცვლის და ხალხი ერთმანეთს მტრობს. სამხედრო თუ არასამხედრო მოძრაობები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. პარალელურად კი, კვიპროსში, თურქებით დასახლებულ ტერიტორიაზე ომია გამძაფრებული.

რა არის ქალსა და კაცს შორის თანასწორობა? ეს ჯერ არ ვიცით. თუ დავაკვირდებით ეს მხოლოდ თეორიის დონეზე არსებობს. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც აბსოლუტური თანასწორობა მიღწეულია. რაც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა განსაკუთრებით ქალების მხრიდან გრძელდება. წიგნში კი ამ ბრძოლის ერთ ერთი ნაწილია მოცემული.

წერა ის შესაძლებლობა რომელიც გაძლევს საშუალებას გადმოსცე შენი გრძნობები. ხშირად უბრალოდ საუბრით ეს შეუძლებელია. წერით კი იმაზე მეტი გვძალუძს თქვა ვიდრე ილაპარაკო.

11.09.2018
რატი ბახტაძე

სერია „თანამედროვე ბესტსელერის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s