“მესიე ლინჰის შვილიშვილი” – ფილიპ კლოდელი

მესიე ლინჰის შვილიშვილი - ფილიპ კლოდელი.jpg

„მესიე ლინჰის შვილიშვილი“ ელფის გამომცემლობის თანამედროვე ბესტსელერი ნაწილია.

მესიე ლინჰის შვილიშვილი - ფილიპ კლოდელი Rფილიპ კლოდელი / Philippe Claudel  (დაიბადა 1962 წელს) ფრანგი მწერალი და რეჟისორია. კლოდელი გარდა მწერლობისა არის ლიტერატური პროფესორი Nancy-ის უნივერსიტეტში. 2008 წელს გადაიღო ფილმი: I’ve Loved You So Long. მისი ცნობილი ნამუშევარია „ნაცრისფერი სულები“, რომელმაც საფრანგეთში  Prix Renaudot მოიგო.

გამომცემლობისგან:

„ეს წიგნი იმ ადამიანებს ეძღვნება, ვისთვისაც ახლობლის სიყვაურლი ყველაფერია. ეს არის ნაზი, უჩვეულო და დახვეწილი რომანი. მესიე ლინჰი იძულებითი ემიგრანტია, მარტოსული და დაუცველი; არ იცის ფრანგული და მისთვის უცხოა ევროპული ტრადიციები. სამოქალაქო ომის დროს შორეულ სამშობლოში დაკარგა მთელი ოჯახი, მხოლოდ „შვილიშვილი“ გადარჩა. მოხუცი „პატარას“ წუთითაც არ ტოვებს. ერთადერთი, რისთვისაც სიცოცხლე უღირს და ახალი რეალობის შეგუებას აიძულებს, ეს „ბავშვია“ (რატომ ჩავსვით ბრჭყალებში სიტყვები: „შვილიშვილი“, „პატარა“ და „ბავშვი“. ამას მხოლოდ დაკვირვებული მკითხველი მიხვდება). ეს არის თანამედროვე პოეტური რომანი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და წაკითხვის შემდეგ ერთგვარ ნათელ სევდას გიტოვებს“.

რთულია როდესაც იძულებული ხარ დატოვო საკუთარი სახლი. სამყოფელი სადაც ბავშვობა გაგიტარებია და ლაღად ყოფილხარ. თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ხომ სიცოცხლეა, რომლის ფასი ყველაფერია.

როგორ ვიძენთ მეგობრებს ან რატომ ვიძენთ მათ? იქნებ იმიტომ რიმ არ გვინდა მარტო ვიგრძნოთ თავი ან იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთი დამადასტურებელ საბუთს ვიძენთ რომ ვარსებობთ არა მარტო საკუთარი თავისთვის არამედ სხვისთვისაც.

ენა მთავარი არაა. ურთიერთობაში ხშირად უსიტყვოდაც შეიძლება გაუგო ადამიანს. უბრალოდ შეხედვით, მიმიკებით, დუმილსაც კი გააჩნია საკუთარი ხასიათი.

რაც არ უნდა იყოს ლხინში თუ ჭირში მეგობრის იმედი ყოველთვის გაქვს. იცი რომ არის ის ვინც აუცილებლად გამოგიწვდის დახმარების ხელს. გაიზიარებს შენს ტკივილს და რაც მთავარია შენს გვერდზე იდგება.

თავდაპირველად წიგნი მეგონა, რომ უბრალო ლტოლვილზე იყო ისტორია. რეალურად კი ეს ისტორია მეგობრობაზე, სიყვარულზე და მომავალზე.

20.09.2018
რატი ბახტაძე

სერია „თანამედროვე ბესტსელერის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s