“რადეცკის მარში” – იოზეფ როთი

იოსეფ როთი - რადეცკის მარშირა არის იმაზე აღმატებული რომ ადამიანს აპატიო? არა აქვს მნიშვნელობა რაში დაგაღალატა ან რა მოგატყუა. ხშირად შეიძლება სიტყვა სიტყვით არ თქვა და უბრალოდ მდუმარედ შეხვდე. ვიღაცამ შესაძლოა მოგაძახოს ლაჩარიაო. არადა პირიქით, ეს ადამიანი ძლიერია

„რადეცკის მარში“ სერია „მსოფლიო კლასიკის“ ნაწილია, რომელსაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს. სერიაში თავმოყრილია კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ავტორები და მათი ნაწარმოებები.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:
იოსეფ როთი - რადეცკის მარში e„ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, მოსე იოზეფ როთი (1894-1939) გალიციის პატარა ქალაქ ბროდიში ებრაულ ოჯახში დაიბადა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლემბერგის (1913), შემდეგ კი ვენის უნივერსიტეტში (1914) განაგრძო, სადაც ფილოსოფიასა და გერმანულ ლიტერატურას შეისწავლიდა. 1916 წლიდან ავსტრიელ ჰაბსბურგთა საიმპერატორო არმიას შეუერთდა, 1918 წელს კი ვენაში დაბრუნდა და „წითელი იოზეფის“ ფსევდონიმით დაიწყო სტატიების გამოქვეყნება. როგორც ჟურნალისტი, მოღვაწეობდა ბერლინსა და პარიზში.

იოზეფ როთი ავტორია რომანებისა: „რადეცკის მარში“, „იობი“, „ობობას ქსელი“, „ბრმა სარკე“, „გაქცევა დასასრულის გარეშე“, „მუნჯი წინასწარმეტყველი“, „მკვლელის აღსარება“ და „კაპუცინელის სამარე“.

„რადეცკის მარში“, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსები ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულენოვან თხზულებათა ოცეულში მოიაზრებენ, პირველად 1932 წელს ბერლინში გამოიცა. რომანი ტროტას საგვარეულოს ოთხი თაობის ცხოვრების მაგალითზე გადმოგვცემს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის, ჰაბსბურგთა დინასტიისა და ზოგადად ძველი ევროპის დაცემის ისტორიას.

ნობელიატი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას აზრით, „რადეცკის მარში“ საუკეთესო პოლიტიკური რომანია, რაც კი ოდესმე დაუწერიათ“.“

გვინდა არ გვინდა მშობლები ჩვენზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ. არა მარტო უბრალოდ გაზრდაში, არამედ ისინი ფაქტობრივად არიან ვის გამოთაც ვართ ისეთ როგორებიც ვართ – ხასითი, ბუნება განწყობა და შესაძლებელია საუბარიც კი მათსას გავდეს. არა აქვს მნიშვნელობა მშობელს რაიმე კონრეტული წოდება, პროფესია თუ განათლება აქვს, უმნიშვნელო მაინც სიყვარული რჩება.

ახალგაზრდული ვნებიანი ჟინი ისაა რაც გიბიძგებს ჩაიდინო საქმენი საკვირველნი. ნუ საქმეები ისეთი რომელთაც გონიერი კაცი ხშირად განერიდება, თუმცა ვნება გაიძულებს მრავალი სისულელე გააკეთო. ბოლოს მაინც არ გადარდებს.

შესამჩნევია თუ როგორ სწრაფად გადის დრო. დროსთან ერთად კი ხშირად გვიჭირს აღქმა რომ წლები გვემატება. ხშირად თავი ისევ ახლაგაზრდა ყმაწვილები გვგონია თუმცა უკვე მრავალ ნანახ ადამიანის გონებით დავიარებით. შიგადაშიგ კი მოგონებები ამოტივდივდება.
წიგნია კითხვისას თითქოს სევდიანი განწყობა გეუფლებათ. ზოგჯერ ყელში პატარა ბურთი გეჩხირებათ. რთულია როდესაც უყურებ რამდენად მარტივად შეიძლება ჩამოინგრეს და გაქრეს ის რაც შენთვის ღირებული და ძვირფასია.

ნაწარმოები კითხვისას და მის დასრულების შემდეგაც გარკვეულ სევდას თუ გულდაწყვეტას გიტოვებს. ფიქრობ არა მარტო წიგნის გმირებზე და მათ ბედზე, არამედ ზოგადად იმ ადამიანებზე რომლებმაც გარკვეულ წილად შესწირეს თავი სიცარიელეს – იმას რაც არც რჩება და არც იგონება.

10.10.2018
რატი ბახტაძე

სერია „მსოფლიო კლასიკის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s