„ორიქსი და კრეიკი“ – მარგარეტ ეტვუდი

აქამდე თუ გჯეროდათ, რომ ნებისმიერი კატაკლიზმისა თუ იერიქონის შემდეგ კაცობრიობა შეძლებს ხელახლა ფეხზე დადგომას ამ წიგნის წაკითხვის შემგომ იმედები გაგიცრუვდებათ.

„ორიქსი და კრეიკი“  უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ახალ გამომცემელს დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ. პირადად მე ყველაზე ხშირად წიგნის ფესტივალებზე ვიძენ.

მარგარეტ ეტვუდი / Margaret Atwood (დაიბადა 1939) — კანადელი პოეტი, ნოველისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი და გარემოს დაცვის აქტივისტი.  წერის სურვილი 16 წლის ასაკში გაუჩნდა. 1957 წელს მან დაიწყო სწავლა ვიქტორიას ტორონტოს უნივერსიტეტში, სადაც მან პოემები და სტატიები გამოაქვეყნა Acta Victoriana-ში, უნივერსიტეტის ჟურნალში. მან სწავლა დაამთავრა 1961 წელს ბაკალავრის საფეხურით ხელოვნების განხრით ინგლისურ ენაზე და დაბალი დონე ფილოსოფიის განხრით ფრანგულ ენაზე.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„„ორიქსი და კრეიკი“ მარგარეტ ეტვუდის, „მხევლის წიგნის“ ავტორის კიდევ ერთი დისტოპიური შედევრია, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის საზარელ მომავალს წინასწარმეტყველებს.

სამყაროს აღსასრული დადგა. დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია დარჩენილი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამ დაღუპა კაცობრიობა: კორპორაციების სიხარბემ, მუდმივი სიცოცხლისა და ახალგაზრდობისკენ სწრაფვამ თუ ერთი გენიოსის ახირებამ? უკანასკნელმა ადამიანმა უნდა გაუძლოს შიმშილს, აუტანელ მარტოობასა და დამაყრუებელ სიჩუმეს, რათა მოგიყვეთ თავის მეგობარზე, კრეიკზე. რომელმაც ერთხელ თავი ღმერთად წარმოიდგინა და ორიქსზე, რომელიც ორივე მეგობარს სიგიჟემდე უყვარდა.

მარგარეტ ეტვუდის ეს ერთდროულად საზარელი და უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მასში სამყაროს მომავალია აღწერილი. ეს უკვე დაწყებული პროცესების ლოგიკური დასასრულია, ის, რაც მოხდება, თუ სამყარო განვითარების კურსს არ შეიცვლისს.“

გიფიქრიათ იმაზე თუ დღეს როგორც ვცხოვრობთ? საერთოდ განსხვავებულია იმასთან შედარებით ვიდრე 20-30 წლის უკან. ან უფრო მანამდეც კი. სამწუხაროდ რთულია მივხვდეთ დავკარგეთ თუ არა რამე ან პირიქით მოვიპოვეთ. ისიც რთულია გაიგო რომელიც ცხოვრების წესი არი უკეთესი. ჩვენ უბრალოდ დინებას მივყვებით, რომლის შეცვლაც არ შეგვიძლია. თუმცა ინდივიდს თავისთვის იქნებ შეეძლოს.

ბავშვობის მოგონებები ტკბილია – ის ჟამი როცა მშობლები ზრუნავენ.  როდესაც პატარა ხარ შენთვის და შენზე ზრუნვა სულ სხვა შეგრძნებას გიტოვებს.

კითხვა – ვისწავლით თუ არა ვისწავლოთ არასწორია. უნდა იკითხო რასაც ვისწავლით რამდენად გვესმის და ვიგებთ. რამდენად შეგვიძლია დავიჯეროთ რომ რაღაცა დღეს არარსებული არსებობდა და ან თუნდაც იარსებებს. ზოგი ბოდვა უფრო მეტს ჭეშმარიტებას შეიცავს ვიდრე უბრალო საუბარი ბოდვაზე.

ავტორისგან:

  • ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება შენს ზურგს უკან, ისეთ დროს, როცა თავად დანახვა არ შეგიძლია.

21.12.2018
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s