“მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი” – ჯო აბერკომი

jo aberkrombi - mefeta ukanaskneli argumenti.jpg“მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი” ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

ჯო აბერკრომბი - თვით მახვილიrჯო აბერკრომბი / Joe Abercrombie (დაიბადა 1974 წელს) ლანკასტერში დაბადებული ინგლისელი მწერალია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ სატელევიზიო კომპანიისთვის მუშაბდა, შემდგომ კი ფრილანსერი გახდა. მან “თვით მახვილზე” / The Blade Itself მუშაობა 2002 წელს დაიწყო, 2004 წელს კი ოჯახის ფინანსური დახმარებით გამოსცა. 2006 წლისთვის კი მან პოპულარობა მოუტანა. ამის შემგომ 2007 წელს გამოსცა ტრილოგიის „პირველი კანონის“  მეორე ნაწილი “სანამ მათ ჩამოახრჩობენ” და 2008 წელს მესამე ნაწილი “მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი”.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ჩრდილოეთი ომის ალშია გახვეული. ცხრათითას სამშობლო უხმობს, სადაც ის თავის ძველ მეგობარსა და მთავარ მტერს უნდა დაუპირისპირდეს. ისტორიაში პირველად „ველურებში“ გამართული ორთაბრძოლის შედეგმა, შესაძლოა, ცივილიზებული კავშირის ბედზეც იქონიოს გავლენა. აგრიონტის კედლების შიგნით თუ გარეთ ერთმანეთზე უფრო ცხარე შეტაკებები იმართება. ძალაუფლების გადანაწილებას მხარეები სრულიად მოულოდნელ ადგილებამდე მიჰყავს.

„და რა ეშველება საწყალ ზედამხედველ გლოკტას, ამ მოუქნელ ჯამბაზს? მოიძებნება კი ამ ტკბილ მუსიკაში ადგილი მისი სევდიანი ნოტისთვის?“

„მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი“ ჯო აბერკრომბის ტრილობიის „პირველი კანონის“ დასკვნითი წიგნია.“

როდესაც წიგნის სხვადასხვა ნაწილს არა მიყოლებით არამედ რამდნიმე წიგნის წაკითხვის შემდეგ აგრძელებ ბევრი რამ გავიწყდება. „პირველი კანონის“ მესამე ნაწილში კი უკვე სადღაც მესამოცე გვერდიდან აღვიდგინე ყველა ის პერსონაჟი რომელებიც უმთავრესია ამ ნაწარმოებში. გამახსენდა თითოეულის ხასიათი, ბუნება, გამომეტყველება და თავგადასავალი.

სისხლი და სიკვდილი, ეს ისეთი რამაა რაც წიგნში მრავალჯერ შეგხვდებათ.

ნეტავ კითხვისას ისე წარმოვიდგენთ როგორც მწერალს სურს? ეს ხომ კინო არაა, ეს წარმოსახვაა და ყველა მკითხველი თვითონ ქმნის კადრება.

არამარტო წიგნებში არამედ ცხოვრებაშიც ასეა – ხშირად არ იცი ბედი როგორ გაგიღიმებს და საით წაგიყვანს. ვიქ იქნები და ვინ გახდები? რა დაგევალება და რისი შესრულება მოგიწევს? ერთი კი მგონი სიმართლეა, ძალისხმევა მაინც საჭიროა რათა ზუსტად მოვახერხოთ იმ იღბლის გამოყენება რომელიც ხელში ჩაგვივარდება.

ბრძოლის აღწერა რთული მგონია, რადგან მისი დაწერისას მრავალ რამეზე უნდა იფიქრო. ალბათ უნდა წარმოიდგინო რომ შენც იქ ხარ და შენც იბრძვი წიგნის გმირებთან ერთად. სავარაუდოდ მწერალიც ასე იქცეოდა –  წინაღმდეგ შემთხვევაში ასე კარგი არა მგონია გამოსვლოდა.

08.01.2019
რატი ბახტაძე

“პირველი კანონის” მიწები:

ჯო აბერკრომბი - თვით მახვილიr f

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s