“დედის რძე” – ნორა იკსტენა

“დედის რძე” სერია “საკუთარი ოთახის” პირველი წიგნია, რომელიც გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა ყველა წიგნის მაღაზიაში შეგიძლია, ან გამომცემლობას ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

ნორა იკსტენა დაიბადა 1969 წელს რიგაში. 1991 წელს ლატვიის  უნივერსიტეტში ფილოლოგის ფაკულტეტში ხარისხის მიღების შემდეგ, მან გაიარა ინგლისური ლიტერატურის კურსები კოლუმბიის უნივერსიტეტში. ლიტერატურულ ასპარეზზე ნორა იკსტენა გამოჩნდა 1998 წელს, თავისი რომანით “სიცოცხლის დღესასწაული”, რომელიც 12 წლის განმავლობაში 50000-იანი ტირაჟით გამოვიდა. მისი პირველი წიგნი ითარგმნა და გამოიცა დანიაში, შვედეთში, ესტონეთსა და ლიტვაში.

წიგნის შესახებ ვკითხულობ:

„თანამედროვე ლატვიელი მწერლის, ნორა იკსტენას „დედის რძე“ სულის შემძვრელი რომანია. სევდიანი და ამაღელვებელი, ლამაზი და მტკივნეული წიგნი შეულამაზებლად აღწერს, როგორია ცხოვრება საბჭოთა კავშირში, ან ნებისმიერი რეჟიმის პირობებში, რომელიც მარწუხებივით იმწყვდევს არა მხოლოდ ქვეყნების თავისუფლებას, არამედ ადამიანურ ურთიერთობებს.

დედის რძე“ ორი ქალის ამბავია, ორი განსხვავებული ხედვა, ორი სიცოცხლე. რომანს ორი მთხრობელი ჰყავს: დედა და შვილი. მათი ამბები თითქოს პარალელური წრფეებივით მიედინება ერთმანეთის გვერდით და არასდროს იკვეთება, რადგან ორივე სხვადასხვანაირად აღიქვამს სამყაროს. დედა ვერ სუნთქავს გალიაში, რომელსაც საბჭოთა ყოფა ჰქვია. რეჟიმმა დედას ოცნებები დაუმსხვრია. შვილს კი ყველაფერი წინ აქვს, იმედითაა სავსე და უნდა, დედაშვილური სიყვარული იგრძნოს, მშობლის სითბო მიიღოს, როგორც სხვა ოჯახებში ხდება. მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან დედამისის რძე უიმედობით, აპათიით, ტყვეობით, მომაკვდინებელი სევდითა და მარტოობით არის მოწამლული.

გული მწყდება, იმის მაგივრად რომ მადლიერები ვიყოთ, რომ დავაღწიეთ მკვლელ საბჭოთა კავშირს, ამ დროს ვკითხულობთ ვიღაცის პოსტს რომელიც მისტირის მას. ასეთ ადამიანს ეს წიგნი თუ არა ეს მონაკვეთი მაინც წააკითხეთ: 

“მთელი ამ აბსურდის მიუხედავად, დედას მიზანმიმართულად მივყავდი გაკვალული გზით: უნდა იყო პატიოსანი, უერთგულესი საბჭოთა მოქალაქე. ჩემში კი ასევე მიზანმიმართულად ღვივდებოდა სიძულვილი ყოველგვარი თვალთმაქცური არსებობის მიმართ, როცა ადამიანები იძულებული არიან ითამაშონ ორმაგი როლი; მაისის და ოქტომბრის დემონსტრაციებზე ატარონ დროშები და ადიდონ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი წითელი არმია, რევოლუცია და კომუნიზმი, შინ კი, სამზარეულოში, ჭიქა ალკოჰოლით ჩამოირეცხონ ეს ყველაფერი, პირჯვარი გადაიწერონ და დაელოდონ ინგლისის არმიას, რომელიც შემოვა ბოლდერაიუს გავლით და ლატვიას რუსული ჩექმისგან გაათავისუფლებს.“

გიფიქრიათ თუ რა შეიძლება იყოს თავისუფლების სიმბოლო? ან თავისუფლება როგორც ასეთი რა არის? პირველ კითხვა საკმაოდ საორჭოფოა, თუმცა მიხვდებით რომ ის შეიძლება იყოს ყველაფერი. ნებისმიერი ნივთი. თუნდაც კენჭი რომელიც კრიალ მინდორში აგდია. (წიგნში ამად რძე აღვიქვი). და რა არის თავისუფლება? ის რომ სახლიდან შემიძლია გასვლა? ის რომ ქვეყნის დატოვება შემიძლია? და რას იტყვით იმაზე როცა კანონი გზღუდავთ. არა საუბარი არ მაქვს ბოროტი (ცუდი) საქმეების ჩადენაზე არამედ ვთქვათ თქვენი გამომუშავებული ფულიდან ნაწილის აწაპვნა? როგორია? ან რას იტყვით იმაზე როცა ხელისუფლება ისეთ გადაწყვეტილებას იღებს რომელიც შენ გეხება თუმცა მიუღებელი?

რაც უფრო მეტი დრო გადის მგონია მშობლებს მით უფრო ვშორდებით. არამარტო ფიზიკურად არამედ სულიერადაც. თუ ერთ დროს მას ყველაფერს ვუამბობდით მოგვიანებით ნაკლებად ვახერხებთ ამას. ხშირად მგონია რომ იმაზე რაზეც ვსაუბრობთ (ტექნიკურ საკითხებზე) ყველაზე უმნიშვნელოა. უფრო მნიშვნელოვანი ისაა რას ვფიქრობთ და რას განვიცდით. რატომ არასდროს ვეკითხებით ერთმანეთს არა როგორ ხარ (ისიც მხოლოდ და მხოლოდ ზრდილობისთვის) არამედ რას განიცდი. გიხარია თუ არა კი არა, არამედ როგორ განიცდი ამ სიხარულს.

ამ წიგნის ამბავი ძალიან სევდიანია. ერთი ამბით წარმოიდგენ რამდენმა ადამიანმა გამოიარა ტანჯვაში, მდუმარებასა და მონობაში. შეიძლება ბევრი კარგად ცხოვრობდა თუმცა ვფიქრობ ყველას გულში იყო რაღაცა რაც არ მოსწონდათ. ის რაც მათ პატიმრად და თავისუფლება წართმეულად აგრძნობინებდა თავს.

30.01.2019
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

სერია „საკუთარი ოთახი“ ქალ ავტორებს გააერთიანებს. ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს თავიანთი საქმითა თუ სიტყვით ხელი შეუწყვეს თანასწორობის საკითხების წინ წამოწევას, ქალებისთვის უფლებების მოპოვებას, მათ გააქტიურებას. ქალების, რომლებიც არაერთი სხვა ქალისთვის გახდნენ შთაგონების წყარო, მათი წიგნები კი იქცა ახალი ტალღების, ახალი მოძრაობების სათავედ. ეს ნაწარმოებები – მნიშვნელოვანი, აქტუალური ნაწარმოებები – შეგვახსენებენ, რომ მსოფლიოში თანასწორობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელია, რომ არსებობს უამრავი ქალი, რომელთა ხმა უბრალოდ არ ისმის, რადგან ისინი გამომწყვდეულები არიან ტრადიციების, ადათების, ძალადობის, სიღარიბის, აუნაზღაურებელი და უჩინარი საშინაო შრომის, დისკრიმინაციული კანონების მარწუხებში. გვჯერა, რომ წიგნებს დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია და ეს სერია, პირდაპირ თუ ვერ შეცვლის, შთაგონებით მაინც ბევრი ქალის ცხოვრებას უბიძგებს უკეთესობისკენ.
სერიას სახელი ვირჯინია ვულფის საკულტო ფემინისტური ესეის, „საკუთარი ოთახის“ მიხედვით ეწოდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s