“ლურჯი ოკეანის სტრატეგია” – ჩან კიმი / რენე მობორნი

წიგნი პალიტრა L-ის პროექტის „ლურჯი ოკეანის“ ნაწილია.

ჩან კიმი – INSEAD BLUE OCEAN STRATEGY INSITUTE-ის თანადირექტორი, INSEAD-ის სტრატეგიისა და საერთაშორისო მენეჯმენტის პროფესორი (საფრანგეთი).

რენე მობორნი – INSEAD-ის საპატიო წევრი და სტრატეგიის პროფესორი, INSEAD BLUE OCEAN STRATEGY INSITUTE-ის თანადირექტორი.

წიგნის შესახებ:

„ეს ბესტსელერი, რომელიც მსოფლიოს მრავალმა ორგანიზაციამ და საწარმომ აიტაცა, ეჭქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც აქამდე იცოდით წარმატებული სტრატეგიის შესახებ.

ბოლო 100 წლის განმავლობაში 30-ზე მეტ დარგში გადადგმული 150 სტრატეგიული ნაბიჯის ანალიზის საფუძველზე, ავტორები აცხადებენ, რომ მყარ წარმატებას კონკურენტებთან ბრძოლა კი არა, „ლურჯი ოკეანეების“, ანუ ზრდისთვის აუცილებელი, აუთვისებელი საბაზრო სივრცეების შექმნა წარმოშობს.

ლურჯი ოკეანის სტრატეგია წარმოადგენს სისტემურ მიდგომას, რომელიც არააქტუალურს ხდის კონკურენციას და გვთავაზობს ისეთ პრინციპებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ლურჯი ოკეანის შესაქმნელად და ასათვისებლად.

ეს გახლავთ ეპოქალური ნაშრომი, რომელიც თავდაყირა აყენებს ტრადიციულ შეხედულებებს სტრატეგიის შესახებ. წინამდებარე წიგნი გვთავაზობს ახალ გზებს სამომავლო მიღწევებისკენ. შეხედეთ ამ ნაშრომს, როგორც გზამკვლევს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შექმნათ კონკურენციისგან თავისუფალი საბაზრო სივრცე და არააქტუალური გახადოთ კონკურენცია.“

წიგნი საუკეთესოდ გადმოსცემს თუ რა არის ლურჯი ოკეანე. მოკლე წინადადებებში რთულია გადმოსცე თუ რა არის ეს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ახსნისთვის საჭიროა იმ მაგალითების მოყვანა რომელიც წიგნშია.

სიმარტივე და სიცხადე, ეს ის ფაქტორებია რომელიც წიგნს ახასიათებს და გასაგებს ხდის ყველასთვის (განსაკუთრებით ჩემთვის რომელიც იურისტია და დამწყებ ნაბიჯებს დგამს ბიზნესში).

საინტერესო მოსაზრება წიგნიდან:

„ემოციური თვალსაზრისით, ყველა მუშაკი ეძებს აღიარებას არა როგორც „მუშაძალა“, „პერსონალი“ ან „ადამიანური რესურსი“, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობიან და სამსახურებრივი იერარქიის მიხედვით კი არა, ინდივიდუალური თვისებების გამო აფასებენ. ინტელექტუალურ სიბრტყეში, თითოეული ინდივიდი ნატრობს თავისი იდეები აღიარებას. მისთვის აუცილებელია, რომ მის აზრებს ყურს უგდებდნენ, ინტერესით მსჯელობდნენ მათზე და რომ გარშემომყოფები მათალ შეფასებას აძლევდნენ მის ინტელექტს და საკუთარ იდეებსაც უზიარებდნენ. ის, რომ ჩვენ მიერ წარმართულ ინტერვიუებში ხშირად შეგხვედრია ისეთი ფრაზები, როგორიცაა – „ეს, ვისაც ვიცნობ, ყველას მოსვლია“, ან – „ყველას უნდა, შეიგრძნოს ასეთი რამ“, ანდა „ადამინებს“ თუ „ცალკეულ პირებზე“ დაყრდნობით მსჯელობის ფაქტები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მენეჯერმა კარგად უნდა გაიაზროს სამართლიანი პროცესის მიერ განპირობებული ინტელექტუალური თუ ემოციური აღიარების უნივერსალური ფასეულობა.“

02.04.2019
რატი ბახტაძე

პროექტი „ლურჯი ოკეანის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s