„ცოცხალმკვდარნი“ – ჯემ მუმჯუ

“ცოხალმკვდარნი” ელფის გამომცემლობის თანამედროვე ბესტსელერი ნაწილია.

მთარგმნელისგან

„ჯემ მუმჯუ თავის რომანში „ცოცხალმკვდარნი“ მთელი სიმძაფრით გადმოსცემს ადამიანურ სისუსტეებს, მანკიერებებს, უფრო მეტიც, სულიერ სიმახინჯეებს. ამაში, მწერალს ალბათ მისი მეორე პროცესიაც ეხმარება: იგი ხომ ცნობილი ფსიქიატრია და ხშირად უწევს სულის ხვეულებში მოგზაურობა. წიგნის კითხვისას, დროდადრო, გვაძრწუნებს გმირების (თუ ანტიგმირების?!) ქმედებები, სიმწრის ოფლი გვასხამს და საკუთარ თავს ვეკითხებით: ნუთუ?.. მწერალს არ ეშინია თვალი გაუსწოროს საკუთარ, თუ, ზოგადად, ადამიანის შინაგან სამყაროს. ჩვენც გვაიძულებს გამოვფხიზლდეთ და ავარჩიოთ ჩვენი გზა. რომანში მთელი სისავსით დგას მარადიული პრობლემა – კეთილისა და ბოროტის, ნათელისა და ბნელის ჭიდილი. ეს არის წიგნი სიკვდილზე, მაგრამ ამავე დროს, თვითგადარჩენის, ჭაობიდან ამოსვლის, სიცოცხლის საოცარ წყურვილზე. მთავარი კითხვა, რომელიც ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ გიჩნდებათ, არის: შეუძლია ადამიანს დაამარცხოს მის სულში ჩაბუდებული დემონი?“

წიგნის გმირები წიგნს არ კითხულობენ იმისთვის, რომ ცოდნა აიმაღლონ, არამედ იმისთვის რომ თითოეული წიგნი მათთვის აღმოჩენაა. ხშირად ეს გრძნობა, ახლის აღმოჩენა თუ შეგრძნება და შემეცნებაა რაც პირადად მე მაიძულებს სხვა წიგნი ხელში ხელახლა დავიჭირო.

ეს არის ამბავი ერთი ოჯახისა, სახლისა რომელიც სავსეა ტკივილით და გრძნობებითა. ამბავს ავტორის აზრები და ფიქრები მოჰყვება, რაც მას უფრო საინტერესოს და ცხოვრებაზე დამაფიქრებელს ხდის.

ამონარიდი წიგნიდან:

„ცხოვრება ჰგავს დედას, რომლის მოქმედების განსაზღვრაც წინდაწინ რთულია. არავინ იცის, როდის გადაუსვამს თავზე ნაზად ხელს საკუთარ პირმშოს, როდის გამოიჩენს გულმოწყალებას. დიახ, საწუთრო არის დედა, დიდი მკერდით და ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, დაანაყრებს თუ არა იგი საკუთარი რძით შვილს… ზოგჯერ, დედასავით, ის არის ისე სასტიკი და უნდობი, რომ თვალისდაუხამხამებლად შეურევს საწამლავს საკვებში, ზოგჯერ კი, ის საოცრად მოსიყვარულეა და მზადაა, გაუძლოს ყოველგვარ ტკივილს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს, ვიდრე არ დააპურებს საკუთარ ნაშიერს… დიახ, დედას, რომელსაც გულზე უწვენია ჩვილი, შეუძლია მას საკუთარი სითბო უწილადოს, მაგრამ ამავე დროს არსებობს იმის საშიშროებაც, რომ დაუდევრობით გაგუდოს იგი. შვილს ორი გზა აქვს: თვალდახუჭული ენდოს დედას ან გამოუცხადოს სრული უნდობლობა. მაგრამ დედის გარეშე, შეძლებს კი არსებობას უმწეო ჩვილი? ბავშვები, რომლებიც უარს ამბობენ მიიღონ დედის მოწამლული რძე, შიმშილით სიკვდილის განაჩენს თავადვე აწერენ ხელს. ორბუნებოვნება დედის დამახასიათებელი თვისებაა. შვილები მის მხოლოდ ერთ უკიდურესობას ხედავენ: სისასტიკეს, ან სათნოებას. ყველაზე საცოდავები სწორედ ასეთი ბავშვები არიან: ნდობით დაბრმავებულები, ან უნდობლობის გამო ცხოვრება გამწარებულები…

05.04.2019
რატი ბახტაძე

სერია „თანამედროვე ბესტსელერის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s