“ბერენი და ლუთიენი” – ჯ.რ.რ. ტოლკინი

“ბერენი და ლუთიენი ” „პორტალის“ სერიის წიგნია. „პორტალი“ გამომცემლობა პალიტრა L-ის სერიაა, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გთავაზობს. ეს არის მკითხველების მიერ შერჩეული წიგნები, ერთგვარი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ტელეპორტირდეთ სხვა სამყაროში. ესაა საჩუქარი – მკითხველს მკითხველისაგა

წიგნის ავტორი ლეგენდარული ჯ.რ.რ. ტოლკინია / J.R.R. Tolkien (1892-1973) სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორია. თქვენთვის კარგად ნაცნობი „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებელის“ ავტორი. მის ბიოგრაფიაზე ბევრი დაწერილა, ამიტომ დამატებით თქვენთვის მომინდია მისი გაცნობა.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ბედისწერა ბერენისა და ლუთიენის სიყვარულს ემუქრება! ასე ხდება, როცა შეყვარებულთაგან ერთი მოკვდავი ადამიანია, მეორე კი მშვენიერი უკვდავი ელფი, ხოლო მამას, ელფთა დიდებულ მბრძანებელს, შვილის რჩეული თვალში არ მოსდის.

ბედის გადაწერა კი მხოლოდ დიდი განსაცდელის დათმენით, შეუსრულებლის შესრულებითაა შესაძლებელი. და აი, დავალებაც ლუთიენის მამისაგან ბერენს: მხოლოდ იმ შემთხვევაში მიათხოვებს ასულს, თუკი….

როგორც ყოველთვის, ჯ.რ.რ. ტოლინი ამ წიგნშიც შეუდარებლად ხსნის კვანძს. კვანძის გახსნას კი ბერენისა და ლუთიენის თავგანწირვა და გმირობა მოსდევს. მათ სამყაროს უბოროტეს ქმნილებას – მელკორს, მორგოთს, შავ მტერს – სილმარილი უნდა მოჰპარონ…“

ვფიქრობ ზღაპრები არსებობს მოსაწყენი და პირიქით, რომელიც მთელი სიცხადით გითრევს და მიუხედავად იმისა, რომ დაუჯერებელი ამბები ხდება მისი ნაწილი ხდები.

ნაწარმოები არ გაქვს „ჰურინის შვილებს“ თუმცა მასში მაინც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ტოლკინოს საოცარი სამყარო.

ეს არ არის მხოლოდ ნაწარმოები არამედ შეგვიძლია ვთქვათ ესაა წიგნი წიგნის (თუ წიგნების) შესახებ – როგორც ცდილობდა ტოლკინი დაეწერა და გამოექვეყნებინა. ხშირად ამოუცნობია რატომ არ აგრძელებს ამა თუ იმ ნაწარმოებს და შუა გზაზე ტოვებს. ამ დროს გიჩნდება აზრი თუ რას ფიქრობდა ის ამ დროს? იქნებ იმაზე უკეთესი ისტორია გამოიგონა ვიდრე წერდა.

25.04.2019
რატი ბახტაძე

სერია „პორტალის“ სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული.


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s