“რომანი და პიესები” – ავგუსტ სტრინდბერგი

წიგნი სერი „მსოფლიო კლასიკის“ ნაწილია, რომელსაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს. სერიაში თავმოყრილია კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ავტორები და მათი ნაწარმოებები.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„იუჰან ავგუსტ სტრინდბერგს (1849-1912), შვედური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, საერთაშორისო აღიარება ძირითადად დრამატურგიამ მოუტანა; თუმცა, მისი ორმოცწლიანი შემოქმედება მოიცავს სხვა ჟანრის ნაწარმოებებსაც.

სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული მემკვიდ­რე­ობა განმსჭვალულია ავტობიოგრაფიულობით. მისი რთული და ბობოქარი პირადი ცხოვრება და გატაცებები იმ დროის პოპულარული იდეებით (დარვინიზმითა თუ ოკულტიზმით) ხშირად უქმნიდა მას არაერთმნიშვნელოვან, სკანდალურ რეპუტაციას. წინააღმდეგობრიობა სტრინდბერგის ერთგვარი სამარკო ნიშანია. იგი მრავალი ხელოვანისთვის გახდა შთაგონების წყარო, მათ შორის გენიალური შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანისთვისაც.   

კრებულში წარმოდგენილი სამი პიესიდან “ზმანება” სამართლიანად მიიჩნევა მოდერნისტული დრამატურგიის შედევრად; “ფრეკენ ჟული” კლასიკური ნატურალისტური დრამაა, რომელიც მსოფლიოს სათეატრო რეპერტუარში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმული პიესაა. საქართველოში ის 2012 წელს “სამეფო უბნის თეატრშიც” დაიდგა. “მასზე ძლიერი” კი სტრინდბერგის კიდევ ერთი ინოვაციის, მონოდრამის მცირე ნიმუშია.    

კრებულში ასევე შესულია რომანი “ჰემსელები” – სტრინდბერგის შემოქმე­დების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. მასში აღწერილია სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ ჰემსეს მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფა და წინა პლანზეა წამოწეული საზოგადოებაში ადამიანის თვითდამკვიდრების პრობლემა, რასაც ავტორი ზედმიწევნით კარგად იცნობდა. რომანის მთავარი პერსონაჟების – მადამ ფლუდისა და მისი ვაჟის, გუსტენის პროტოტიპებიც რეალური პიროვნებები არიან. თავის დროზე სტრინდბერგი მკაცრად გააკრიტიკეს პროვინციული შვედეთის ყოველდღიური ცხოვრების მისეული აღქმის გამო – იმდენად, რომ რომანის გამოცემის შემდეგ (1887 წ.) მწერალს არქიპელაგზე ჩასვლაც კი აუკრძალეს.“

წიგნში შესულია შემდეგი ნაწარმოებები:

  • ჰემსელები;
  • ფრეკენ ჟული;
  • მასზე ძლიერი;
  • ზმანება.

აღწერა ბუნებისა და გარემოსი მშვენივრად არის გადმოცემული.

ხშირად მიფიქრია ადამიანებზე რომლებიც მიწა აქვთ და ღარიბად ცხოვრობენ. მონდომება თქვი და უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. ასე არ იყო? ადამიანი მით უფრო მდიდარი იყავი რამხელა მიწაც გქონდა. თავისთავად ნაყოფიერზე მაქვს საუბარი. ან თუნდაც უნაყოფო, კარგი შრომა მასაც მოსავლიანს გახდის.

ვფიქრობ ყველას უნდა გვქონდეს ადგილი სადაც შევძლებთ განმარტოებას და საკუთარ თავში ჩაღრმავებას ან იმის კეთებას შევძლებთ რავ გვიყვარს. ეს შეიძლება შენი ოთახი, პარკის რომელიმე სკამი, სხვა სახლი ან ადგილი იყოს. ამ დროს ფარული გრძნობები გეუფლება და ფარულ ფიქრებს უმხელს შენ თავს.

ადამიანები მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად ადამიანის გარდაცვალების წინ კი არა მანამდეც ვფიქრობთ სანამ ეს ჟამი დადგება. არა აქ არაფერი ცუდი არაა, ცუდი მხოლოდ მაშინაა როცა ბოროტი განზრახვა გაქვს და ცდილობ იმაზე მეტი მოიპოვო ვიდრე გეკუთვნის ან დაგიმსახურებია.

—–

რა არის ღალატი? –  ავხორცობას და ვნებებს დაყოლიება, რომელიც გვახსენებს რომ ცხოველები ვართ? თუ მორალური საკითხი, რადგან შევფიცეთ რომ ის იქნებოდა ერთადერთი. რა არის ღალატი? ალბათ ყველასთვის ინდივიდუალური, თანაც მაშინ როცა წყვილს შორის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ.

07.05.2019
რატი ბახტაძე

სერია „მსოფლიო კლასიკის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s