“სენიორ პრეზიდენტი” – მიგელ ანხელ ასტურიასი

წიგნი სერი „მსოფლიო კლასიკის“ ნაწილია, რომელსაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს. სერიაში თავმოყრილია კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ავტორები და მათი ნაწარმოებები.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

“მიგელ ანხელ ასტურიასი (1899-1974), ცნობილი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი და დიპლომატი, დაიბადა და გაიზარდა გვატემალაში, მაგრამ შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში – სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში გაატარა. განათლება გვატემალაში, პარიზსა და ლონდონში მიიღო.

“სენიორ პრეზიდენტი” მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ გვატემალის სინამდვილეს, ყოველდღიურ ცხოვრებას დოკუმენტური სიზუსტით აღწერს. მასში ბევრი სცენა პირდაპირ რეალობიდანაა აღებული, პერსონაჟებიც, თითქოსდა უნიკალური გმირები, ავტორის თანამედროვეები არიან. ყველა მათგანი სასტიკი წნეხის ქვეშ ცხოვრობს; მათ ირგვლივ მეფობს სისასტიკე, უსამართლობა, ტყუილი, ჭორი, შანტაჟი, მუდმივი თვალთვალი, მუქარა, იძულება, მკვლელობები. რომანი საშინელი სიცხადით გადმოსცემს შიშს, რომელსაც ქვეყანაში გამეფებული დიქტატურის გამო შეუპყრია უკლებლივ ყველა. ამ ყველაფრის რეალისტური აღწერა ლიტერატურულ დრამას ქმნის.

ასტურიასმა სტუდენტობისას დაწერა მოთხრობა, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო რომანს სენიორ პრეზიდენტი”. რომანი 1933 წელს დასრულდა, მაგრამ გამოქვეყნება მხოლოდ 1946 წელს მოხერხდა.

ასტურიასი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. 1967 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურაში, რის შემდეგაც გვატემალელმა მწერალმა მსოფლიოში მოიპოვა აღიარება.”

დიქტატორი ხარ თუ ქვეყნის უბრალო მმართველი შენამდე ხალხი დღეს თუ არა ხვალ მაინც მოვა. რაც არ უნდა იყოს ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრობ სოციუმში, სადაც მმართველი შესაძლოა წამიერად უმართავი ბრბო აღმოჩნდეს და წამში მოუღოს ბოლო შენს ყოველ სიტყვას თუ წესს.

შიში ადამიანის მართვის ერთ-ერთი საუკეთესო (შეიძლება ცუდად ჟღერდეს) საშუალებაა. როცა შიშში ცხოვრობს საზოგადოება არავისგან უნდა მოელოდო დახმარებას და თუ დაგეხმარებიან ეს აუცილებლად რაღაცის სანაცვლოდ უნდა იყოს.

10.05.2019
რატი ბახტაძე

სერია „მსოფლიო კლასიკის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s