“დიდი იმედები” – ჩარლ დიკენსი

ჩარლზ დიკენსის “დიდი იმედები” უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა

ჩარლს დიკენსი / Charles Dickens 1812 წლის 7 თებერვალს სამხრეთ ინგლისის ცნობილი პორტის, პორტსმუტის მახლობლად, პატარა ქალაქ ლენდპორტში დაიბადა. მამამისი, ჯონი, მდიდარი მოხელე იყო. ის ყოფილი ოდნავ დაუდევარი, მაგრამ მხიარული და კეთილი კაცი, რომელსაც უყვარდა კარგი ცხოვრება, სიმყუდროვე და კომფორტი, რასაც ასე უფრთხილდებოდა ძველი ინგლისის ნებისმიერი შეძლებული ოჯახი. შვილებს, განსაკუთრებით კი თავის რჩეულს, ჩარლის, ბატონის დიკენსი განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდა. მეტის წაკითხვა აქ შეგიძლიათ ბროშურის სახით.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

„”დიდი იმედებიჩარლზ დიკენსის ერთერთი ყველაზე გამორჩეული და ამაღელვებელი ნაწარმოებია. აქ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. რომანის მთავარი გმირი, ობოლი ჰიპი გვიყვება საკუთარ ამბავსთუ როგორ ცხოვრობდა ერთ მყუდრო სოფელში დასთან და სიძესთან ერთად, ვიდრე მის ცხოვრებაში უცნაური ადამიანები გამოჩნდებოდნენ, რათა მისთვის გული გაებზარათ, იმედები ჩაესახათ, ერთგულება ეჩვენებინათ ანდა უმადურად ექციათ.

 დასაწყისშივე მკითხველის თვალწინ მოღუშული პეიზაჟი იშლებაჭაობები, სასაფლაო და ციხიდან გამოქცეული პატიმარი, რომელიც პატარა ჰიპს გზად გადაეღობა.

პიპი ძალზე ემოციურად, სევდიანად და ირონიულად აღწერს მთელ ამბავს. ნაწარმოებში შევხვდებით ტრაგიკომიკურ სცენებსაც. კრიმინალურ დრამასაც. გოტიკურ პასაჟებსაც. სასიყვარულო ისტორიებსაც. იდეით შეპყრობილობასაც და სინდისის ქენჯნასაც. „დიდი იმედები“ ლიტერატურული ჟანრების, ანტაგონისტური პერსონაჟებისა და ემოციების ნამდვილი თაიგულია.

 “დიდმა იმედებმაარაერთი რეჟისორის ყურადღება მიიპყრომის მიხედვით გადაიღეს მრავალი ფილმი და დადგეს სპექტაკლები სხვადასხვა ენაზე.“

წიგნის პირველივე გვერდიდან  კითხვისას უცნაური ღრმა მოწყენილი გრძნობა გიჩნდება. ხვდები რომ წიგნის მომენტები ნაღვლიანი და სევდიანი იქნება.

ბავშვობაში ჩვენზე გავლენას საზოგადოება ახდენს, თუმცა შესაძლოა მხოლოდ ერთმა ინდივიდმა და მისმა მაგალითმა ჩამოგვაყალიბოს განსხვავებულ ადამიანად, განსხვავებული ხასიათით და ბუნებით.

თუ გიფიქრიათ თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა კვალი? არა ზოგადად საზოგადოებისთვის არამედ მის მყოფი ირგვლივ ადამიანებზე. დარწმუნებული ვარ ასეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაშიც აუცილებლად იქნება.

უმადურება, თუ მადლიერება? ანუ უმადურება ეს არაა გრძნობა, არამედ საერთოდ არანაირი გრძნობის არსებობაა. თუ განიცდი უმადურებას მაშინ ხვდები, რომ მადლიერიც უნდა იყოს. მადლიერება კი სათნო და კეთილი გრძნობაა, რაც იშვიათად გააჩნიათ ადამიანებს.

ცხოვრებაში რთულია მრავალი გზა გაიარო, თუნდაც ეს გულით გინდოდეს. წიგნი კი საშუალებაა ცხოვრების სხვადასხვა გზით გატაროს, და იმ მომენტში როცა ეს საჭირო იქნება დაგანახოს შენი ჭეშმარიტი გზა.

ეს წიგნი სავსეა სიკეთით და სიყვარულით, არამარტო ქმედებებით, არამედ მშვენიერი და ტკბილი სიტყვებითაა გადმოცემული.

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s