მსოფლიო კლასიკა

sulakauri“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” სერიაში „მსოფლიო კლასიკა“ თავმოყრილია კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ავტორები და მათი ნაწარმოებები. იტალო კალვინო კლასიკურად მიიჩნევდა წიგნებს, რომლებიც არასდროს ამოწურავენ სათქმელს. ამ წიგნების მთავარი ღირსებაა არა მათი ასაკი, არამედ უნარი, დღესაც მოახდინონ მკითხველზე ზეგავლენა, შესთავაზონ მათ მოუშორებელი საფიქრალისა თუ გადაუჭრელი პრობლემის გასაღები და არც ერთ ეპოქაში არ დაკარგონ აქტუალურობა.